აშერმანის სინდრომი
აშერმანის სინდრომი (j. G Asherman თანამედროვე გინეკოლოგი, სინონიმი: საშვილოსნოსშიდა სინექიები, ტრავმული ამენორეა) – მენსტრუალური და რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, რომელიც განპირობებულია საშვილოსნოსშიდა სინექიებით (შეხორცებები).
საშვილოსნოსშიდა სინექიები წარმოიქმნება საშვილოსნოს ლორწოვანის ტრავმატიზაციის შედეგად, რაც ყველაზე ხშირად აღინიშნება ორსულობის ხელოვნური ინსტრუმენტული შეწყვეტის, მშობიარობისშემდგომი საშვილოსნოს გამოფხეკის დროს; უფრო იშვიათად – არაორსული საშვილოსნოს გამოფხეკისას, საშვილოსნოსშიდა სისხლდენებისა და ენდომეტრიუმის პოლიპების გამო. Read the rest of this entry »
Viewed 1033 times by 442 viewers
ენდრიუ ჩეტლი. ,,პრობლემური წამლები”
,,დღეს ექსპერტები უკვე თვლიან, რომ ანტიბიოტიკების ოქროს ხანა დამთავრდა”
როდესაც პირველად შეიქმნა ანტიბიოტიკები, მათ ისეთ „ჯადოსნურ ტყვიებად“ თვლიდნენ, რომლებსაც რადიკალურად უნდა შეეცვალათ ინფექციურ დაავადებათა მკურნალობა. ამის მაგივრად, დღეს ექსპერტები უკვე თვლიან, რომ ანტიბიოტიკების ოქროს ხანა დამთავრდა.
როგორ მოქმედებენ ანტიბიოტიკები
ანტიბიოტიკებს, ჩვეულებრივ, აღწერენ როგორც ბაქტერიციდულ (რომლებიც კლავენ ბაქტერიებს), ან როგორც ბაქტერიოსტატიკურს (ისინი ანელებენ ბაქტერიების ზრდას და საშუალებას აძლევენ იმუნურ სისტემას გაანადგუროს ბაქტერიები). Read the rest of this entry »
Viewed 10104 times by 4069 viewers
რ. სტრიტი ,,სქესობრივი ცხოვრების კულტურა”
სქესობრივი აქტის ბუნება
წინა თავში აღნიშნული იყო, რომ არსებობს ორიენტირი, რომელიც განსაზღვრავს ქალის სქესობრივი აქტისათვის მზადყოფნას. ეს არის უშეცდომო სიგნალი. მის წარმოშობამდე ქალი არასაკმარისად აღზნებულია და მზად არ არის სქესობრივი აქტისათვის. ამ სიგნალამდე მოსიყვარულე და ფაქიზი პარტნიორი სასიყვარულო პრელუდიიდან არ უნდა გადავიდეს სქესობრივ აქტზე. Read the rest of this entry »
Viewed 13578 times by 7809 viewers
ლალი დათეშიძე
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
ენდოკარდიტი – გულის სარქვლის ან კედლისმიერი ენდოკარდის ანთება რევმატიზმის, იშვიათად ინფექციების, მათ შორის სეპტიკური და სოკოვანი ინფექციების, ასევე კოლაგენოზებისა და ინტოქსიკაციების (ურემია) დროს. ქვემწვავე (გახანგრძლივებული) სეპტიკური ენდოკარდიტი (ინფექციური ენდოკარდიტი) წარმოადგენს სეპტიკურ დაავადებას ინფექციის ძირითადი კერის გულის სარქველებზე ლოკალიზაციით, იშვიათად კედლისმიერ ენდოკარდზე.
ეტიოლოგია. ხშირად დაავადების გამომწვევია სტრეპტოკოკები ან სტაფილოკოკები, იშვიათად გრამუარყოფითი ბაქტერიები, პნევმოკოკები, სოკოები, ბაქტერიების ფორმები და სხვ. Read the rest of this entry »
Viewed 11742 times by 5594 viewers
ლალი დათეშიძე
აქტინომიკოზი – სოკოვანი დაავადება, რომელიც გამოწვეულია აქტინომიცეტების სხვადასხვა სახეებით, რომლებიც საპროფიტობენ პირის ღრუში. გამომწვევია – ხშირად ვოლფ-იზრაელის აქტინომიცეტები. სოკო პათოგენური ხდება პირის ღრუში, თუკი იგი ინერგება ინფიცირებული ჭრილობებითა და ჯიბეებით დაზიანებულ ლორწოვან გარსში, განსაკუთრებით სხვა მიკრობებთან კომბინაციაში.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ხასიათდება კანის სისქეში წითელი ფერის მკვრივი ინფილტრატების წარმოქმნით; რეგიონალური ლიმფური კვანძები გადიდებული არ არის. შემდეგში ხდება ინფილტრატების აბსცენდირება და ჩირქის გაღწევა ფისტულების წარმოქმნით; Read the rest of this entry »
Viewed 3794 times by 1498 viewers
ლალი დათეშიძე
კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია
თვალი (oculus) – მხედველობის ორგანო, რომელიც აღიქვამს სინათლის გაღიზიანებას; წარმოადგენს მხედველობის ანალიზატორის ნაწილს, რომელიც გარდა თვალისა, მოიცავს მხედველობის ნერვს და თავის ტვინის ქერქში განლაგებულ მხედველობის ცენტრებს. თვალი შედგება თვალის კაკლისგან და დამხმარე აპარატისგან – წამწამებისგან, საცრემლე აპარატისგან და თვალის კაკლის კუნთებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ მის მოძრაობას.
ფუნქციონალური ანატომია. თვალის კაკალი (bulbus oculi) მოთავსებულია თვალბუდეში, გააჩნია თითქმის თანაბარი სფეროს ფორმა. მისი მასა შეადგენს 7–8 გრ, სიგრძე შუა საგიტალურ ღერძზე – 24,4 მმ, ჰორიზონტალურად – 23,8 მმ, ვერტიკალურად – 23,5 მმ. მოზრდილი ადამიანის თვალის კაკლის ეკვატორის გარშემოწირულობა საშუალოდ შეადგენს 77,6 მმ. თვალის კაკლის შიგნითა ბირთვის შედგება გამჭვირვალი სინათლის გარდამტეხი გარემოსგან – ბროლი, მინისებრი სხეული და წყლისებური მასა, რომლითაც ამოვსებულია თვალის კაკლის საკნები. Read the rest of this entry »
Viewed 11838 times by 4940 viewers
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”
სამკურნალო საშუალებების მოქმედება, მნიშველოვან წილად, განისაზღვრება მათი დოზირებით. დოზიდან (კონცეტრაციიდან) გამომდინარე იცვლება ეფექტის განვითარების სიჩქარე, მისი გამოხატულება, ხანგრძლივობა, ზოგჯერ ხასიათიც კი. ჩვეულებრივ, დოზის (კონცეტრაციის) გაზრდის პარალელურად მცირდება ლატენტური პერიოდი და მატულობს ეფექტის გამოხატულება და ხანგრძლივობა.
დოზა ეწოდება ნივთიერების რაოდენობას ერთ მიღებაზე (ჩვეულებრივ აღინიშნება როგორც ერთჯერადი დოზა).
აუცილებელია არა მარტო ერთ მიღებაზე განკუთვნილ დოზაზე (pro dosi) ორიენტირება, არამედ სადღეღამისო დოზის (pro die) გათვალისწინებაც. Read the rest of this entry »
Viewed 4359 times by 1941 viewers
წინამდენარე ცხრილი მხოლოდ საორენტაციოა. დღეს, წარმოების მიერ გამოშვებულ თითქმის ყველა პროდუქტს აწერია შემადგენლობა და კვებითი ღირებულება. სასურველია ისარგებლოთ პროდუქტების შეფუთვაზე წარწერით. მაგალითად, მაიონეზის შემადგენლობა. დასახელების მიხედვით, საკმაოდ ფართო დიაპაზონში ვარირებს. ასევეა, ტკბილეული, სასმელები და სხვა. საწარმოები ცდილობენ მომხმარებელს შესთავაზონ სხვადასხვა კვებითი ღირებულების (შემადგენლობის) პროდუქცია და სასურველია მივეჩვიოთ შესაბამისი წარწერების წაკითხვასა და გამოყენებას. Read the rest of this entry »
Viewed 11501 times by 4700 viewers
რ. სტრიტი ,,სქესობრივი ცხოვრების კულტურა” >>> სქესობრივი ქცევა ზრდასრულ ასაკში
სექსის სიხშირე
აუცილებელია ზემოთქმულს რამდენიმე სიტყვა დავამატოთ, რათა შეცდომით არ იქნეს გაგებული. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ სქესობრივი სიახლოვის განმეორებითი სურვილი სქესობრივი ანომალიების ერთ-ერთი ვარიანტია. ეს ასე არ არის. თაფლობის თვეში სქესობრივი თანაცხოვრების განმეორებანი უფრო ბუნებრივია, ვიდრე საწინააღმდეგო ქცევა. წყვილს შეუძლია ერთმანეთით დატკბეს ძილის წინ, დილით, ადგომის წინ და ერთხელ ან ორჯერ დღის განმავლობაში. Read the rest of this entry »
Viewed 26751 times by 13034 viewers

თურმანიძის მალამო ნაწოლებისათვის
გამოყენება: პრეპარატი გამოიყენება ნაწოლების სამკურნალოდ როგორც მაცერირებული, ასევე შორს წასულ შემთხვევაში ინფიცირებული და ნეკროზული ქსოვილის არსებობისას.
რატომ ვიხმაროთ უხეში სინთეზური და სტეროიდული პრეპარატები, მგრძნობიარე კანზე, როდესაც თურმანიძის მალამო შეიცავს საუკუნეების განმავლობაში გამოცდილ ბუნებრივ ანტიმიკრობულ ინგრედიენტებს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ჩირქოვანი ნადებებისგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, აჩქარებს შეხორცებით პროცესს. Read the rest of this entry »
Viewed 16231 times by 6604 viewers
ჩვენ ვისაუბრებთ ბავშვის განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც იგი რამდენიმე თვეა, დადის და გაცილებით უკეთ დგას ფეხზე; უკვე იშვიათად ვარდება, სიარულის დროს შეუძლია სათამაშოს ხელში დაკავება, მისით გართობა და რაც მთავარია, დამოუკიდებლად ინარჩუნებს წონასწორობას. ამ ასაკის ბავშვები სიხარულს ვერ ფარავენ, როდესაც ძვრებიან კიბეზე, ოთახში მდგარ ავეჯზე ან რაიმე ნივთზე და მოკლედ – ყველგან, სადაც მოახერხებენ. თქვენს პატარა კლდემსვლელს ნუ მოაკლებთ ამ სიხარულს; მიეცით მეტი მოძრაობის საშუალება, ოღონდ, რა თქმა უნდა, აუცილებელია მისი უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფა. ასეთი პრაქტიკა, ამ მცდელობათა ხშირი გამეორება ჩვილებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ისინი განიმტკიცებენ ადამიანისთვის უმნიშვნელოვანეს ჩვევებს. Read the rest of this entry »
Viewed 24797 times by 8546 viewers
შენი პაწაწინა იზრდება და იზრდება. ორსულობის 23–ე კვირას მისი წონა 450–500 გრამს აღწევს. კანი წითელი და დანაოჭებული აქვს. ღინღლი, რომლითაც კანი აქვს დაფარული, 23–ე კვირას გამუქებას იწყებს. ფილტვების სისხლძარღვები ვითარდება, რათა ფილტვები სუნთქვისთვის მოამზადოს. გარდა ამისა, მას ყველაფერი კარგად ესმის. მართალია, ახლა, როდესაც შენს მუცელში იმყოფება, ძლიერი ხმაური აკრთობს, მაგრამ იგივე ხმა დაბადების შემდეგ ნამდვილად აღარ შეაშინებს.
23–ე კვირიდან პატარა იწყებს სუნთქვითი მოძრაობების შესრულებას. მართალია, ამ დროს ფილტვები არ იხსნება, მაგრამ მასში მაინც ხვდება სანაყოფე სითხის მცირე რაოდენობა, რომელიც სწრაფად შეიწოვება ორგანიზმის მიერ, თუმცა მას არავითარ ზიანს არ აყენებს. Read the rest of this entry »
Viewed 3692 times by 1772 viewers





