მწვანე წყალმცენარეები

♦ ნებისმიერი სახისა თუ ჯიშის  მცენარეების თესლების გამოწერა შეგიძლიათ უშუალოდ მწარმოებლებისაგან ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონის“ მეშვეობით. გამოსაწერად დააკლიკეთ აქ >>>>

♦ შეგახსენებთ:
 როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
 როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
►„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები


მწვანე წყალმცენარეები (ლათ. Chlorophyta) — უმდაბლეს მცენარეთაგანყოფილება (ტიპი). ერთუჯრედიანი, კოლონიური, მრავალუჯრედიანი(ძაფისებრი, იშვიათად სხვადასხვა სტრუქტურის მქონე ფირფიტისებრი) და არაუჯრედული აგებულების მწვანედ შეფერილი ფორმებია. მრავლდებიან ვეგეტატიურად (ერთუჯრედიანის ორად დაყოფა, ძაფოვანის ან კოლონიის გრაფმენტაცია), უსქესოდ (ზოოსპორებით ან უმოძრაო სპორებით) და სქესობრივად (იზოგამია, პეტეროგამია, ოოგამია, კონიუგაცია).მწვანე წყალმცენარეები იყოფა 2 ქვეგანყოფილებად: საკუთრივ მწვანეებად(Chlorophytina) და კონიუგატებად (Conjugatophytina). ცნობილია 5700-მდე სახეობა, რომლებიც გავრცელებულია უმთავრესად მტკნარ წყალში, გვხვდება ზღვაშიც, ზოგიერთი ხის ქერქზე, ნიადაგში და სხვა ადგილებში. ერთუჯრედიანი და კოლონიური მწვანე წყალმცენარეები პლაქტონში მასობრივი გამრავლების დროს იწვევს წყლის „ყვავილობას“, რაც ხშირად უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ჰიდროტექნიკურ ნაგებობაზე, ისე ჰიდრობიონტთა ცხოვრებაზე. ზოგიერთ მწვანე წყალმცენარეებს (ულვამონოსტომა) აღმოსავლეთ აზიაში საკვებად იყენებენ. ბევრ ქვეყანაში ერთუჯრედიანი მწვანე წყალმცენარეები (მაგ., ქლორულა, სცენედესნუსი და სხვა), როგორც მაღალკალორიული საკვები, ფართოდ არის კულტივირებული. კულტურებს იყენებენ ასევე დახურულ ეკოსისტემებში (კოსმოსურ ხომალდებზე და სხვაგან) ჰაერის რეგენერაციისა და ჩამდინარე წყლის ბიოლოგიური გასუფთავებისათვის.


>>> თესლები

..