სპეციალისტთა კატალოგში ინფორმაციის განთავსების წესები
მედიკოსთა პროფესიული ასოციაციები
ალერგოლოგ– იმუნოლოგები
ალერგიული დაავადებებისა და იმუნური სისტემის დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი
ანგიოლოგები
სისხლძარღვთა ქირურგი – ექიმი – ფლებოლოგი მკურნალობს ვენებს, ხოლო ანგიოლოგი (სისხლძარღვთა ქირურგი) – მკურნალობს ვენებსაც და სხვა სისხლძარღვებსაც;
არომატოთერაპევტები
სპეციალისტი, რომელიც სამკურნალო – პროფილაქტიკური მიზნით იყენებს ეთერზეთებს;
ბიოენერგოთერაპევტები
პარაფსიქოლოგი – ბიოენერგოთერაპევტი – არატრადიციული მეთოდებით მკურნალობის სპეციალისტი;
გასტროენტეროლოგები
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი
გენეტიკოსები
გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი
გინეკოლოგები
მეან – გინეკოლოგი – ქალის სასქესო სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი
გინეკოლოგები ბავშვთა
ბავშვთა მეან – გინეკიოლოგი – გოგონების სასქესო სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი
გინეკოლოგ–ენდოკრინოლოგები
გინეკოლოგ – ენდოკრინოლოგი – ქალის ორგანიზმის ფუნქციათა დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი.
გინეკოლოგ–პერიტანოლოგები
გინეკოლოგ – პერინატოლოგი – სპეციალისტი, რომელიც ორსულს ამზადებს მშობიარობისათვის
გინეკოლოგ–რეპროდოქტოლოგები
გინეკოლოგ – რეპროდუქტოლოგი – უნაყოფობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი.
დერმატოლოგები
დერმატოლოგი – კანის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი;
დერმატოლოგ–კოსმეტოლოგები
დერმატოლოგ – კოსმეტოლოგი – ექიმი – კოსმეტოლოგი;
დიაბეტოლოგები
დიაბეტოლოგი – ექიმი, რომელიც ატარებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფთა დიაგნოსტირებას, მკურნალობას, ასევე მათზე შემდგომ დაკვირვებას;
დიეტოლოგები
დიეტოლოგი – სწორი კვების სპეციალისტი, ავადმყოფის დიაგნოზის გათვალისწინებით;
ემბრიოლოგები
ენდოკრონოლოგები
ენდოკრინოლოგი – ენდოკრინული სისტემის დაავადებების დიაგნოტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი;
ენდოკრონოლოგები ბავშვთა
ბავშვთა ენდოკრინოლოგი – ბავშვებში ენდოკრინული სისტემის დიაგნოტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი;
ეპილეპტოლოგები
ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი
ექიმები ზოგადი პროფილის
მრავალპროფილური მომზადების ექიმი–თერაპევტები
ექოსკოპისტები
ვალეოლოგები
ვალეოლოგი – ცხოვრების ჯანსაღი წესის სპეციალისტი.
ვენეროლოგები
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი
ვერტებროლოგები ბავშთა
ბავშვებში ხერხემლის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი;
ვიზაჟისტ – კოსმეტოლოგი
ვიზაჟისტ – კოსმეტოლოგი – სპეციალისტი, რომელიც აწარმოებს კოსმეტიკის გარკვეული ტიპის შერჩევას, გარკვეული ხილული (არაქირურგიული) დეფექტების კორექციისათვის, ამზადებს ინდივიდუალურ კოსმეტიკურ საშუალებებს და ა. შ.
თერაპევტები
თერაპევტი – შინაგანი ორგანიების დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი;
თერაპევტები მანუალური
მანუალური თერაპევტი – საყრდენ – მამოძრავებელი აპარატის აღდგენითი მკურნალობის სპეციალისტი;
ინფექციონისტები
ინფექციონისტი – ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი;
კარდიოლოგები
კარდიოლოგი – გულის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი;
კინეზიოლოგები
კინეზიოლოგი (კინეზიოთერაპევტი) – სპეციალისტი, რომელიც შეისწავლის სხეულის კუნთებსა და მოძრაობას;
კომბუსტიოლოგები
კომბუსტიოლოგი – დამწვრობითი დაავადების მკურნალობის სპეციალისტი;
ლოგოპედები
ლოგოპედი – მეტყველების დარღვევის კორექციის სპეციალისტი;
მამოლოგები
მამოლოგი – ქალის სარძევე ჯირკვლების დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი;
მასაჟისტები
მასაჟისტი – მასაჟის სპეციალისტი;
ნარკოლოგები
ნარკოლოგი – ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე სხვადასხვა ფორმით დამოკიდებულების მკურნალობის სპეციალისტი;
ნევროლოგები
ნევროლოგი – ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი;
ნევროლოგები ბავშვთა
ბავშვთა ნევროლოგი – ბავშვთა ასაკში ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი;
ნეიროტრავმატოლოგები
ნეიროტრავმატოლოგი, ნაიროქირურგი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს ნერვული სისტემის მწვავე ტრავმით დაზიანებულთა გამოკვლევასა და მკურნალობას;
ნეიროფსიქოლოგები
ნეიროფსიქოლოგი – უმაღლესი ფსიქოლოგიური ფუნქციების დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი;
ნეიროქირურგები
ნეიროტრავმატოლოგი, ნაიროქირურგი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს ნერვული სისტემის მწვავე ტრავმით დაზიანებულთა გამოკვლევასა და მკურნალობას;
ნეონატოლოგები
ნეონატოლოგი – ახალშობილთა სპეციალისტი;
ნეფროლოგები ბავშვთა
ბავშვთა ნეფროლოგი – ბავშვთა ასაკში თირკმლებისა და შარდის ბუშტის პათოლოგიების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი;
ნეფროლოგები
ნეფროლოგი – თირკმლებისა და შარდის ბუშტის პათოლოგიების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი;
ონკოლოგები
ონკოლოგი – კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი;
ოსტეოპათები
ოსტეოპათი – ორგანიზმის კომპლექსური დარღვევების სპეციალისტი, რომელიც ამ დარღვევების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას ახორციელებს სპეციალური მეთოდებით;
ოტოლარინგოლოგები
ოტოლარინგოლოგი – ყელის, ყურისა და ცხვირის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი;
ოფთალმოლოგები
ოფთალმოლოგი – თვალის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი;
ოფთალმოლოგ–ქირურგები
ოფთალმოლოგ – ქირურგი – სპეციალისტი, რომელიც წყვეტს თვალზე ქირურგიული ჩარევის საკითხს;
პარაფსიქოლოგები
პარაფსიქოლოგი – ბიოენერგოთერაპევტი – არატრადიციული მეთოდებით მკურნალობის სპეციალისტი;
პედიატრები
პედიატრი – ბავშვთა ექიმი;
პოდოლოგები
პოდოლოგი – ტერფის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი;
პროქტოლოგები
პროქტოლოგი – სწორი და მსხვილი ნაწლავის სხვა ნაწილების პათოლოგიების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი;
პულმონოლოგები
პულმონოლოგი – ფილტვების დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი;
რეაბილიტოლოგები
რეაბილიტოლოგი – აღდგენითი მედიცინის სპეციალისტი;
რევმატოლოგები
რევმატოლოგი – შემაერთებელი ქსოვილისა და სახსრების ანთებითი და დისტროფიული დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი;
რეფლექსოთერაპევტები
რეფლექსოთერაპევტი – სპეციალისტი, რომელიც ფლობს ბიოლოგიურად აქტიური წეტილებით მკურნალობის მეთოდებს;
სამედიცინო წარმომადგენლები
სპეციალისტები, რომლებიც კონსულტირებას უწევენ ექიმებს ახალი პრეპარატების შესახებ და ახდენენ პრეპარატების პრომოციას.
სექსოპათოლოგები
სექსოპათოლოგი – სქესობრივი ფუნქციისა და სქესობრივი ქცევის მოშლილობების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი;
სომნოლოგი
ძილის დარღვევების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სპეციალისტი;
სტომატოლოგები ბავშვთა
ბავშვთა სტომატოლოგი – მკურნალობს 1 – 14 წლის ასაკის ბავშვებს;
სტომატოლოგ–თერაპევტები
სტომატოლოგი – თერაპევტი – პირის ღრუს დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სპეციალისტი;
სტომატოლოგ–ორთოდონტები
სტომატოლოგი – ორთოდონტი – თანკბილვის კორექციის სპეციალისტი;
სტომატოლოგ–ორთოპედები
სტომატოლოგი – ორთოპედი – კბილის პროთეზის სპეციალისტი;
სტომატოლოგ–ქირურგები
სტომატოლოგი – ქირურგი – სპეციალისტი, რომელიც ატარებს ქირურგიულ ოპერაციებს;
სურდოლოგები
სურდოლოგი – სმენის დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი;
ტრავმატოლოგ–ორთოპედები
ტრავმატოლოგ- ორთოპედი – საყრდენ – მამოძრავებელი სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი;
ტრავმატოლოგ–ორთოპედები ბავშვთა
ბავშვთა ტრავმატოლოგ – ორთოპედი - 1 – 14 წლამდე ასაკის ბავშვებში საყრდენ – მამოძრავებელი სისტემის დარღვევების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სპეციალისტი;
ტრიქოლოგები
ტრიქოლოგი – თმებისა და თავის კანის დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სპეციალისტი;
ულტრასონოგრაფიის სპეციალისტები
უროლოგ–ანდროლოგები
უროლოგ – ანდროლოგი – მამაკაცის შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი;
უროლოგები
უროლოგი – ქალისა და მამაკაცის საშარდე სისტემის დაავადებებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი;
ფარმაკოლოგები
ფარმაკოლოგები კლინიკური
კლინიკური ფარმაკოლოგი – სპეციალისტი, რომელიც შეისწავლის სამკურნალო საშუალებების ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე;
ფარმაცევტები
უმაღლესი ან საშუალო ფარმაცევტული განათლების მქონე სპეციალისტი;
ფთიზიატრები
ფთიზიატრი – ტუბერკულოზური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი;
ფიზიოთერაპევტები
ფიზიოთერაპევტი – სპეციალისტი, რომელიც მკურნალობას ატარებს ფიზიკური, ბუნებრივი მეთოდებით;
ფიტოთერაპევტები
მცენარეებით მკურნალობის სპეციალისტი; ზოგჯერ ფიტოთერაპევტს უწოდებენ მცენარეებითა და ცხოველური წარმოშობის ბუნებრივი სამკურნალო მცენარეებით მკურნალსაც.
ფიზიოლოგები
ფონიატრები
ფონიატრი – მბგერავი იოგების სპეციალისტი;
ფსიქიატრები
ფსიქიატრი – ფსიქიკური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი;
ფსიქიატრები ბავშვთა
ბავშვთა ფსიქიატრი – ბავშვთა ასაკში ფსიქიკური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი;
ფსიქოგენეტიკოსები
ფსიქოგენეტიკოსი - სპეციალისტი, რომელიც შეისწავლის ადამიანის ორგანიზმზე მემკვიდრეობითი და გარემოს ფაქტორების გავლენას
ფსიქოთერაპევტები
ფსიქოთერაპევტი – სპეციალისტი, რომელიც მუშაობს როგორც ფსიქიკურად ჯანმრთელ, ასევე ,,მოსაზღვრე მდგომარეობებში” მყოფ ადამიანებთან;
ფსიქოთერაპევტები ბავშვთა
ბავშვთა ფსიქოთერაპევტი – სპეციალისტი, რომელიც მუშაობს როგორც ფსიქიკურად ჯანმრთელ, ასევე ,,მოსაზღვრე მდგომარეობებში” მყოფ ბავშვებთან და მოზარდებთან, მათი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი პიროვნული თავისებურებების გათვალისწინებით;
ფსიქოლოგები
ფსიქოლოგი – სპეციალისტი, რომელიც შეისწავლის ჯანსაღი პიროვნების ფუნქციონირებასა და მისი ქცევის კორექციას;
ქირურგები
ქირურგი – ექიმი, რომელიც მკურნალობს იმ დაავადებებს, რომლების საჭიროებენ ქირურგიულ (ოპერაციული) ჩარევას;
ქირურგები ბავშვთა
ბავშვთა ქირურგი – ექიმი, რომელიც მკურნალობს იმ დაავადებებს, რომლების საჭიროებენ ქირურგიულ (ოპერაციულ) ჩარევას ბავშვთა ასაკში, ასევე ბავშვთა ასაკის განვითარების მანკებს;
ქირურგები პლასტიკური
პლასტიკური ქირურგი – სპეციალისტი, რომელიც ატარებს პლასტიკიურ ოპერაციებს;
ციტოლოგები
ჰემატოლოგები
სისხლის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი
ჰეპატოლოგები
ღვიძლის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სპეციალისტი
ჰიპნოლოგები
ჰიპნოლოგი – ექიმი – ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგი, რომელიც ფლობს ჰიპნოზის მეთოდებს;
ჰირუდოთერაპევტები
ჰირუდოთერაპევტი – სპეციალისტი, რომელიც მკურნალობს წურბელებით;
ჰომეოპათები
ჰომეოპათი - სპეციალისტი, რომელიც მკურნალობს ჰომეოპათიური მეთოდებით;
Viewed 6703 times by 4430 viewers



