წამლები და ბავშვები

 ”პრობლემური წამლები” . ენდრიუ ჩეტლი

ჩვევების ჩამოყალიბება მთელი სიცოცხლის განმავლობაში

ახალშობილებს და ბავშვებს ხშირი, მაგრამ ჩვეულებრივ მსუბუქი დაავადებები ახასიათებთ. ხშირი ავადმყოფობა ადრეულ ასაკში იმ ბუნებრივი პროცესის ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის იმუნური სისტემის განვითარებას. ჩვეულებრივ, ეს მსუბუქ ფორმაში მიმდინარე ინფექციები, ხელს უწყობენ იმუნიტეტის ჩამოყალიბებას გავრცელებულ დაავადებებთან საბრძოლველად.
სჭირდებათ თუ არა ბავშვებს ამ დაავადებების დროს წამლების ფართო სპექტრის მიღება? საღი აზრი გვეუბნება, რომ არა. მაგრამ, როგორც წესი, „ახალშობილებსა და ბავშვებს ძალზედ ბევრს წამალს აძლევენ“ [1]. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, არ არის გამორიცხული, რომ ბავშვებისათვის გამოყენებული წამლების ორი მესამედი ნაკლებეფექტური ან საერთოდ უსარგებლოა [2].
ასეთი არასასურველი მოქმედების ერთ-ერთი მიზეზია იმის გაუცნიობიერებლობა, რომ „ბავშვები – პატარა მოზრდილები არ არიან“ [5]. მათი ორგანიზმი წამლებზე უფროსებისაგან განსხვავებულად  რეაგირებს. მაგალითად, მათ დაქვეითებული აქვთ ნივთიერებათა ცვლა; ჰემატოენცეფალური ბარიერი განსაკუთრებით იოლად განვლადია ახალშობილებში, ხოლო ღვიძლი და თირკმელები ჯერ კიდევ განვითარების სტადიაშია, და შედეგად წამლები ორგანიზმიდან უფრო ნელა გამოდიან [6]. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახლოშობილებსა და ბავშვებს, დიდებთან შედარებით წამლების უფრო პატარა დოზები ესაჭიროებათ. საჭირო დოზირების შერჩევისას, ჩვეულებრივ, ითვალისწინებენ ბავშვის როგორს ასაკს, ასევე წონას [7].

ბავშვებში წამლების არასწორად გამოყენების ზოგიერთი ტიპიური მაგალითი

  1. ანტიბაქტერიული პრეპარატები ზემოსასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების დროს;
  2. სურდოს დროს შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებები (რომლებიც ხსნიან    სისხლძარღვოვან რეაქციასა და ქსოვილების შეშუპებას);
  3. დიარეის (ფაღარათის) სამკურნალო წამლები;
  4. ღებინების დროს პერორალურად მისაღები ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები;
  5. მაღალი სიცხის დროს ანტიპირეტიკების (სიცხის დამწევი მედიკამენტები) მიცემა;
  6. ღამეული ენურეზის დროს ტრიციკლური ანტიდეპრესანტები;
  7. ძილის დაღვევების მქონე ან ჰიპერაქტიურად მიჩნეული ბავშვებისათვის სედატიური  (დამაწყნარებელი) საშუალებები;
  8. სპაზმოლიტიკები მუცლის ტკივილის დროს;
  9. მადის სტიმულატორები.

წყარო: Rylance, G. (ed.), Drugs for children, Copenhagen, WHO, 1987, p.11

დიარეის (ფაღარათის) საწინააღმდეგო საშუალებები და სურდოსა და ხველების წამლები

ამ ფაქტების მიუხედავად, ბავშვებს ხშირად მიიჩნევენ მედიკამენტებით მკურნალობის შესაფერის კანდიდატებად, განსაკუთრებით კი  რეცეპტის გარეშე გასაცემი წამლების გამოსაყენებლად კუჭის აშლილობის, სურდოსა და ხველების დროს – იმ მდგომარეობების დროს, რომლებიც არ საჭიროებენ ფარმაცევტულ მკურნალობას. ბაშვებისათვის ასეთი სახის წამლების ბაზარზე გამოტანას ასევე შორსმიმავალი მიზანიც აქვს – შემდეგი თაობისათვის შეიქმნას წამლების მომგებიანი ბაზარი. დიდია იმის ალბათობა, რომ ბავშვები, რომლებიც იზრდებიან  ჩვევით – მიიღონ არასაჭირო წამლები, თავისით გამავალი მდგომარეობების გასაადვილებლად, მთელი ცხოვრების განმავლობაში დიდი თანხებს დახარჯავენ წამლების შესაძენად.
ყოველწლიურად ფაღარათის დაავადებებისგან ოთხი მილიონი ბავშვი იღუპება [12]. პერორალურ რეჰიდრატაციულ თერაპიას, რეგულარულ კვებასთან ერთად, შეუძლია თავიდან აგვაცილოს ამ სასიკვდილო შემთხვევევების ყველაზე, ცოტა ნახევარი მაინც, თითოეულ ბავშვზე 50 ცენტზე ოდნავ მეტი ხარჯით [13]. „ანტისაფაღარათო პრეპარატები  არაეფექტურია და მათ შეუძლიათ გაახანგრძლივონ ფაღარათით დაავადება. ის არ საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას, და მარტივია რეალური თერაპიული მიზანი: წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება… ისეთი წამლები, როგორიცაა ლოპერამიდი (იმოდიუმი) და დიფენოქსილატი, არ უნდა მიეცეს 12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებს“ [14]
სკოლამდელი ასაკის ბავშვებში კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემაა სასუნთქი გზების ინფექცია. „ბავშვებში ინფექციები უმრავლესობა ვირუსებითაა გამოწვეული და არ მოითხოვს სპეციალურ მკურნალობას – ეს კი ნიშნავს იმას, რომ ბავშვი თვითონ გამოჯანმრთელდება“ [15].  ეს განსაკუთრებით ეხება გაციებას: „გაურთულებელი გაციებითი დაავადებები, თუნდაც მათ მაღალი სიცხე ახლდეს, არ საჭიროებენ ფარმაკოლოგიურ ჩარევას“ [16].
სურდოს საწინააღმდეგო მრავალი პრეპარატი შეიცავს ჰისტამინს, რომელსაც სედატიური ეფექტის გამოწვევა შეუძლია. ამ პრეპარატების რეკლამაზე მძინარე ბავშვია გამოსახული, რომელსაც მშობლები, განსაკუთრებით კი დედა, შვებით შესცქერიან. ამ რეკლამის პირდაპირი აზრი შემდეგში მდგომარეობს – მზრუნველმა და მოსიყვარულე დედამ თავისი ბავშვს წვალება გაუადვილა; მაგრამ მისი ფარული ქვეაზრი კი ისაა, რომ მისცა რა დედამ ბავშვს ასეთი სახის წამალი, თვითონაც შეუძლია მოისვენოს. ხოლო რადგანაც ანტიჰისტამინებს ხშირად ხანგრძლივი შემდეგმოქმედება ახასიათებთ, მათი ეფექტი შესაძლოა შემდეგი დღის ნახევარზე მეტ ხანსაც კი  გაგრძელდეს, რაც შესაძლოა ბავშვისათვის კუნთების კონტროლის, მოძრაობის კოორდინაციისა და წონასწორობის დაცვის გაძნელებაში გამოიხატოს. სურდის საწინააღმდეგო  მრავალი პოპულარული  წამლის სხვა კომპონენტმა – შეშუპების საწინააღმდეგო ფსევდოეფედრინმა – შესაძლოა ძილის დარღვევები და კოშმარები გამოიწვიოს, განსაკუთრებით კი უმცროსი ასაკის ბავშვებში.

ანტიბიოტიკები

ანტიბიოტიკები – ეს ბავშვებისათვის ყველაზე უფრო ხშირად დანიშნული წამლებია. 1986 წელს აშშ-ში 3 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის 57,8 მილიონი რეცეპტით გამოწერილი წამლების დაახლოებით 35% სწორედ ანტიბიოტიკებზე მოდიოდა. ამასთან, ანტიბიოტიკები ხშირად არამიზნობრივად გამოიყენება [19]. ისინი არ შეესაბამებიან ვირუსული ინფექციების მკურნალობას. და რადგანაც ვირუსები იწვევენ კუჭის აშლისა და რესპირატორული დაავადებების უმრავლესობას – ბავშვებში ამ 2 ყველაზე მეტად გავრცელებულ დაავადებას, ამ მდგომარეობაში ანტიობიტიკების გამოყენების თეორიული აუცილებლობაც კი არ არსებობს. მაგრამ, ამ შემთხვევებში, პრაქტიკაში ანტიბიოტიკები ძალიან ფართოდ გამოიყენება.

ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები და სიცხის საწინააღმდეგო წამლები

ბავშვებში, უმეტეს შემთხვევებში, ტკივილს მწვავე ხასიათი აქვს და წამლებით მკურნალობას არ საჭიროებს.; ის წარმოადგენს ინფექციის, ტრავმის, ქირურგიული ოპერაციისა ან ქრონიკული დაავადებების გამწვავების შედეგს. ბავშვურ ასაკში პერიოდულად წარმოქმნილი ტკივილები – თავის ტკივილი, სპაზმები მუცელში და ტკივილები კიდურებში – იშვიათად საჭიროებენ წამლების მიღებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ იწვევს დაავადება ან მდგომარეობა, რომელთა დროსაც ფარმაკოთერაპია აუცილებელია.
ახალშობილებში მაღალი სიცხე, „როგორც წესი, ჩნდება ვირუსული ინფექციის შედეგად“ და ჩვეულებრივ, ფარმაკოთერაპიას არ საჭიროებს. ამ შემთხვევებში, საუკეთესო შედეგს იძლევა ბავშვის გაშიშვლება, მისთვის ჰაერის ნაკადის შებერვა, და თუ ტემპერატურა ძალიან მაღალია – გრილი ღრუბლით სხეულის ნაზად დაზელა [22].
დიდი ხნის განმავლობაში, ტემპერატურის აწევა ჯანმრთელობისათვის საზიანოდ ითვლებოდა. ამის შედეგად, მედიკამენტებით ტემპერატურის დაწევა, განსაკუთრებით კი ბავშვებში, სტანდარტულ პროცედურად იქცა. მაგრამ, არ არსებობს იმის დამაჯერებლი მონაცემები, რომ ბუნებრივად წარმოშობილი სიცხე საზიანოა.  პირიქით, გამოკვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ საცდელ ცხოველებს  ინფექციების დროს ტემპერატურის აწევა გადარჩენაში ეხმარება. ეს მაშინ, როდესაც სიცხის პროფილაქტიკისათვის წამლების გამოყენება მათში ზრდის სიკვდილიანობას. ასევე არსებობს ლაბორატორიული გამოკვლევების მრავალრიცხოვანი მონაცემი, რომლებიც დამაჯერებლად აჩვენებენ, რომ იმუნური დაცვის მრავალფეროვანი მექანიზმები, ნორმალურთან შედარებით, უკეთ ფუნქციონირებენ ფიბრილური ტემპერატურის დროს, [23].
გრემ დიუქსი (Graham Dukes), ყოველწლიური გამოცემის (წამლების გვერდითი  ეფექტები) Side Effects of Drugs Annual რედაქტორი, აღნიშნავს, რომ „ უფრო ხშირად სუსტი პირექსიის  (მაღალი სიცხე) მკურნალობა  უფრო აზრიანი და შესაძლებელია, თუ არ მივცემთ არანაირ წამალს; ამ მხრივ უფრო განათლებულებად ზოგიერთი განვითარებადი ქვეყანა გვევლინება“ [24].
ამერიკის პედიატრიული აკადემიის ჟურნალის – Pediatric – სარედაქციო სტატიაში რეიეს სინდრომთან ასპირინის კავშირის გამო, მოცემულია ბავშვების მოვლის ზოგიერთი სასარგებლო რჩევა: „ბავშვების მკურნალმა  თერაპევტებმა უნდა მხედველობაში მიიღონ, რომ თერაპიული ჩარევას საერთოდ და  წამლებს თან სდევს დამახასიათებელი პოტენციური რისკი, რომელიც საჭიროა შეჯერდეს მათ თერაპიულ ღირებულებებთან. როდესაც ლაპარაკია რეცეპტის გარეშე გასაცემ წამლებზე, მაგალითად, ასპირინზე, ექიმის ვალია გაუზიაროს პაციენტს თავისი მოსაზრებები“ [25].

ფსიქოტროპული წამლები

მშობლებსა და ექიმებს ხშირად მიაჩნიათ, რომ ბავშვურ ასაკში სხვა ისეთი გავრცელებული პრობლემები, როგორებიცაა ძალის დარღვევები და ქცევა, ასევე ექვემდებარებიან ფარმაკოთერაპიას. საშიშროებას წარმოადგენს  აგრეთვე ნორმალური ზრდის, ქცევისა და განვითარების ასპექტების მრავალფეროვანი გამოვლინებების მედიკალიზაციის (ჩვეულებრივი მდგომარებისათვის სამედიცინო ხასიათის პრობლემის მინიჭება – რედ. შენ..) ტენდენცია.

მადის და ცნს-ის სტიმულატორები, ვიტამინები

მრავალ მშობელს  არასწორი წარმოდგენა აქვს თავისი შვილების მიერ ჭამის მოთხოვნილებაზე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აზრით, საჭიროა მათთან ახსნა-განმარტებითი მუშაობის ჩატარება და მათი დარწმუნება იმაში, რომ ბავშვები უმეტეს შეთხვევაში ნორმალურად ჭამენ. მაგრამ იმის შიში, რომ ბავშვი არასაკმარისად იკვებება ან მადის დაკარგვით გამოწვეული შეშფოთება, რაც, თავის მხრივ, ბავშვებში ტიპიურია სიმპტომია, ფარმაცევტული ფირმების დიდ უმრავლესობას საშუალებას აძლევს გამოიტანოს ბაზარზე  უამრავი უსარგებლო პროდუქტი. განსაკუთრებული შეშფოთების საბაბს იძლევა ბავშვებში მადის აღმძვრელი წამლების მოჭარბება. როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ აღნიშნა, „არ არსებობს დამამტკიცებელი მონაცემები იმისა, რომ მადის სტიმულატორებად შეთავაზებულ წამლებსა და მიქსტურებს გააჩნიათ მადაზე რაიმე ზემოქმედება. ამის გამო, ასეთი პრეპარატები არ უნდა იქნას გამოყენებული“ [28].
ვიტამინებს თერაპიაში მართლაც უჭირავთ გარკვეული ადგილი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათი როლი შეზღუდულია. ბავშვებს, რომლებიც დაბალანსებულად იკვებებიან, ნამდვილად არ ემუქრებათ ჰიპო- ან ავიტამინოზი. როდესაც ავიტამინოზი ნამდვილად ვლინდება. გაცილებით მნიშვნელოვანია კვების ხანრგძლივი გაუმჯობესების საშუალებების განხილვა, ზოგ შემთხვევაში ერთი ან ორი ვიტამინის ხანმოკლე კურსის პარალელურად დანიშვნით.  სტანდარტულ საფუძველზე დამზადებული პოლივიტამინების გამოყენება – ფულის ფუჭად ხარჯვაა. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის აზრით, ვიტამინები შეიძლება დაინიშნოს ავიტამინოზის სამკურნალოდ, მაგრამ არა როგორც ჩვეულებრივ რაციონში დანამატის სახით. ყველა პოლივიტამინური პრეპარატი კლასიფიცირდება, როგორც დანიშნულებისათვის „ნაკლებად შესაბამისი“ [29].

გრძელვადიანი შედეგები

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ბავშებში წამლების არადანიშნულებისამებრ გამოყენება იწვევს როგორც მყისიერ, ასევე გრძელვადიან შედეგებს.  რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, რესურსების ფუჭი ხარჯვა და არასასურველი გვერდითი რეაქციების პოტენციური საშიშროება წარმოადგენენ ბავშვებისათვის წამლების დანიშვნის უფრო ფრთხილი მიდგომისათვის ორ ძლიერ არგუმენტს. მაგრამ შეშფოთების საბაბს ოძლევა აგრეთვე ჯერჯერობით უცნობი მომავალი ფსიქოლოგიური და სოციალური შედეგი, რაც შეიძლება გამოწვიოს ბავშვებში წამლების გადამეტებულმა და არასათანადო გამოყენებამ. „ბავშვები შესაძლოა გაიზარდონ რწმენით, რომ წამლები მრავალი ცხოვრებისეული პრობლემის გადამწყვეტი საშუალებაა“ [36].

სამოქმედო რეკომენდაციები

  1. ჯანდაცვის მუშაკებმა, სანამ ბავშვს რაიმე წამალს დაუნიშნავენ, უნდა შეიცადონ და თავის თავს დაეკითხონ: რამდენად აუცილებელია ეს წამალი, და თუ ეს ასეა, არის კი ის ყველაზე ნაკლებად ტოქსიური და ფასითაც მისაღები.
  2. ანალოგიურად, მშობლებმაც უნდა გამოკითხონ ჯანდაცვის მუშაკებს, თუ რამდენად აუცილებელია წამალი ბავშვის ავადმყოფობის დროს (რეკომენდებული კითხვები მოყვანილია დამატების მე-10 გვერდზე). რეცეპტის გარეშე გასაცემი პრეპარატის შეძენამდე, ისინი უნდა დაფიქრდნენ, არის თუ მისი რეალური აუცილებლობა ან თუ არსებობს ალტერნატიული არამედიკამენტოზური მკურნალობა.
  3. მთავრობებს აკისრიათ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ჯანდაცვის მუშაკებსა და მშობლებს ხელი მიუწვდებოდეთ ბავშვებისათვის განკუთვნილი წამლების გამოყენების შესახებ  ობიექტურ ინფორმაციაზე.
  4. მედიკამენტების რეკლამა არ უნდა იყოს უშუალოდ ბავშვებისაკენ მიმართული. მთავრობებმა ასევე უნდა გააძლიერონ პედიატრიული მდგომარეობებისათვის განკუთვნილი წამლების გამოშვება-გაყიდვის კონტროლი. შესაძლოა, მთავრობებმა ისურვონ ბავშვებისათვის განკუთვნილი წამლების რეკლამის სრული აკრძალვა; ან კიდევ, მათ შეუძლიათ დამატებითი შეზღუდვების მექანიზმების განხილვა მაშინ, როდესაც წამლების გასაყიდად გამოიყენება მშობლების შიში ბავშვის ჯანმრთელობაზე.
  5. მთავრობებმა ასევე უნდა ჩაატრონ ბაზარზე პედიატრიული მედიკამენტების რევიზია იმ მიზნით, რომ ამოღებულ იქნას საშიში ან არაეფექტური პროდუქცია.

ლიტერატურა

Parish, P., Medicines: a guide for everybody, London, Penguin (6th edn, revised), 1989, p35.
Rylance, G. (ed.), Drugs for children, Copenhagen, WHO, 1987, p11.
Phillips, M., Kumate-Rodriguez, J., Mota-Hernández, F., «Costs of treating diarrhoea in a children’s hospital in Mexico City», Bulletin of the World Health Organization, Vol 67, No 3, 1989, pp273-280.
Steele, R.W. and Kearns, G.L., «Antimicrobial therapy for paediatric patients», Pediatric Clinics of North America, Vol 36, No 5, Oct 1989, pp1321-49.
Gaukroger, P.B., «Paediatric analgesia: Which drug? Which dose?», Drugs, Vol 41, No 1, 1991, pp52-9.
Laurence, D.R. and Bennett, P.N., Clinical Pharmacology, Edinburgh, Churchill Livingstone, (6th edn), 1987, p140.
Henry, J. (ed.), The British Medical Association Guide to Medicines & Drugs, London, Dorling Kindersley, (2nd edn) 1991, p20.
AMA, Drug Evaluations, Philadelphia, W.B. Saunders Co., (6th edn) 1986, p23.
Anon., «Paediatric products in US development», Scrip, No 1564, 7 Nov 1990, p24.
Jackson, D.M. and Soothill, R., Is the Medicine Making You III?, North Ryde, Australia, Angus & Robertson, 1989, p32.
Anon, «$1 b wasted on useless drugs, says WHO», Scrip, 1633, 12 Jul 1991, p22.
WHO, The rational use of drugs in the management of acute diarrhoea in children, Geneva, WHO, 1990, p1.
UNICEF, The State of the World’s Children 1991, Oxford and New York, Oxford University Press, 1990, p12.
Mellis, C.M., «Paediatric prescribing; when is medication needed?», Australian Prescriber, Vol 13, No 2, 1990, pp34-6.
Barry, W. and Hall, J., Medicines for Children: the comprehensive guide, London, Bloomsbury, 1990, px.
Mellis, op cit.
Grant, R., Which? Medicine, London, Consumers Association and Hodder & Stoughton, 1992, p46.
Levy, S., «Starting life resistance-free». New England Journal of Medicine, Vol 323, No 5, 2 Aug 1990, pp335-7.
Parish, op cit, p35.
Misago, C., and Fonseda, W., «Antimicrobial drugs advised in pharmacies in Brazil for children with acute respiratory infections», Lancet, Vol 338, 14 Sep 1991, p702.
Yudkin, J.S., «Dispensing of inappropriate medicines for diarrhoea». Lancet, Vol 335, 31 Mar 1990, p803.
Maunuksela, E-L. and Oikkola, K.T., P«ediatric pain management», International Anesthesiology Clinics, Vol 29, No 2, May 1991, pp37-55.
Mellis, op cit.
Kramer, M.S., Naimark, L.E., et al, «Risks and benefits of paracetamol antipyresis in young children with fever of presumed viral origin», Lancet, Vol 337, No 8741, 9 Mar 1991, pp591-4.
Dukes, M.N.G., (ed.), Side Effects of Drugs Annual 11, Amsterdam, Elsevier, 1987, p79.
Kauffman, R.E. and Roberts, R.J, «Aspirin use and Reye syndrome», Pediatrics, Vol 79, No 6, Jun 1987, pp1049-50.
Black, D., «Tsychotropic drugs for problem children: need specialist supervision», British Medical Journal, Vol 302, 26 Jan 1991, pp190-1.
Mellis, op cit.
Rylance, op cit, p48.
BMA and the Royal Pharmaceutical Society of Great Britain, British National Formulary, London, BMA and The Pharmaceutical Press, No 23, Mar 1992, pp339-44.
Anon., «Children’s vitamin preparations: kidding the kids and their parents», Drug Monitor (Philippines), Vol IV, No 8, Aug 1989, pp 109-10.
Zaini, J., «Pushing children’s vitamins», HAI news, No 51, Feb 1990, p1.
Anon., «UK vitamin manufacturer fined over IQ claims», Scrip, No 1763, 20 Oct 1992, p9.
Lopez Linares, R. and Phang Romero, C., Promoviendo la Salud о Los Negociosf Un análisis de la promoción farmacúutica, Chimbote, Accion para la Salud, 1992, p8.
Rylance, op cit, p6
Pardo de Tavera, M., «Children’s Drugs in the Philippines», Drug Monitor (Philippines), Vol III, No 12, Dec 1988, p131-2.
Rylance, op cit, pp11-12.

”პრობლემური წამლები” – ბესტსელერი – ენდრიუ ჩეტლი