nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


 სქესობრივი ცხოვრებაორგაზმის ტიპები

”სექსუალური ცხოვრების კულტურა”, რ. სტრიტი

წინა თავებში განხილული იყო სქესობრივი ცხოვრების ზოგადი საკითხები. როგორც აღნიშნული იყო, არსებობს ორი ტიპის ორგაზმი, რომელიც დამახასიათებელია განსაზღვრული ტიპის ქალებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ქალების სხვადასხვა ტიპს სჭირდება განსაზღვრული ტექნიკის გამოყენება, არსებობს საერთო მომენტებიც, მაგალითად, კლიტორთან თითით კონტაქტი. უკიდურესად ტემპერამენტიანი ქალების ორგაზმს შეიძლება ვუწოდოთ “გახანგრძლივებული ორგაზმი”. იგი გამოიხატება იმაში, რომ ორგაზმის მომენტში ქალი განიცდის მეტ-ნაკლებად ინტენსიური სიამოვნების გრძნობას. >>>>

სუსტი ტემპერამენტის მქონე ქალებისათვის დამახასიათებელ ორგაზმს შეიძლება “ერთჯერადი ორგაზმი” ვუწოდოთ. სქესობრივი აქტის განახლების შემთხვევაში ამ ტიპის ზოგიერთმა ქალმა შეიძლება განმეორებითი ორგაზმი განიცადოს. თუ ქალს აქვს რამდენიმე ორგაზმის უნარი, მაშინ მათი კულმინაცია და ინტენსიურობა მცირდება სრულ გაქრობამდე. ეს არის ქალის სრული დაკმაყოფილების ნიშანი. ექვსი ერთჯერადი ორგაზმის უნარის მქონე ქალი შეიძლება დაკმაყოფილებული იყოს მეოთხე, მეხუთეს შემდეგაც. პარტნიორი აქტის სრულ დასრულებამდე უნდა ზრუნავდეს, რომ ქალში რაც შეიძლება მეტი ორგაზმი გამოიწვიოს. მოვიყვანთ ორგაზმის რამდენიმე სახეს, რომელიც სხვადასხვა ტიპის ქალებს ახასიათებთ.

პირველი: ორგაზმის შეგრძნება იზრდება მაქსიმუმამდე, შემდეგ ერთ დონეზე გრძელდება, თანდათან ნელდება, რასაც მოსდევს დაკმაყოფილების გრძნობა.

მეორე: ორგაზმი, რომელიც უეცრად წყდება ქალის თავშეუკავებელი ქვითინითა და კვნესით.

მესამე: ორგაზმი, რომელსაც სჭირდება ხშირი პაუზა. პარტნიორი ისვენებს ქალის ვნებათაღელვის სრულ დაცხრომამდე, შემდეგ განაახლებს სქესობრივი აქტის რიტმს, სანამ ქალს არ დასჭირდება მორიგი პაუზა და ეს გრძელდება სქესობრივი კავშირის დასრულებამდე. თუ ქალის ორგაზმი ხანგრძლივია, მას სჭირდება პაუზები, მაგრამ არა თანაზომიერი. ზოგიერთი ქალი პაუზებს შორის დროის მონაკვეთს დამოუკიდებლად მიმდინარე ორგაზმად თვლის. მართლაც ორგაზმი არ წყდება, მხოლოდ მისი შეგრძნების ინტენსიურობა კლებულობს.

მეოთხე: არის ორგაზმი, რომლის მიღწევაც ნებისმიერი ჯგუფის ქალს შეუძლია. ორგაზმის განცდა აქ მუდმივია და გააჩნია ორი კულმინაციური წერტილი. ასეთი ორგაზმი მიიღწევა, როცა პარტნიორები სქესობრივი აქტის stritiდროს იყენებენ აღგზნების დამატებით საშუალებებს. მაგალითად, თუ მამაკაცი კოცნის ქალის ტუჩებს და  შემდეგ მკერდს, ამ დროს ქალს შეიძლება მძაფრი ვნებათაღელვა  დაეუფლოს. სხვა მხრივ აღნიშნულია მოკლე ხანგრძლივობის აღგზნების შემთხვევები, როცა ვნების დაცხრომა ხდება მამაკაცის მიერ აღგზნების დამატებით ხერხების გამოყენებით. ამიტომ აღგზნების დროებითი აღმავლობის მიღწევისას საჭიროა ასეთი მოქმედების შეჩერება და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ განახლება. მაგალითად, ერთი წუთის გასვლის შემდეგ. ეს ქალს უფრო აღაგზნებს.

gadasvla_stritze

როცა ქალი აღწევს  მეორე კულმინაციურ მომენტს, ეს მისი ღრმა სუნთქვით არის შესამჩნევი. ხშირად ხდება, რომ ამ დროს მამაკაცს ბიძგით შეჰყავს სასქესო ასო ღრმად საშოში და იქ აყოვნებს, თან მჭიდროდ ეკვრის ქალის სხეულს და საკუთარი ორგაზმით ტკბება. ასეთია მამაკაცის ორგაზმი ტემპერამენტიან ქალებთან ურთიერთობაში.

სხვა ტიპის ქალებში ორგაზმი დაახლოებით ერთნაირად მიმდინარეობს, თუმცა განსხვავებული დროის მონაკვეთია საჭირო სქესობრივი ურთიერთობისას კულმინაციური წერტილის მისაღწევად.

მეხუთე: ერთჯერადი ორგაზმი დამახასიათებელია ქალების უმრავლესობისათვის. საწყისი მომენტიდან კულმინაციურ წერტილამდე საკმაოდ დიდი დროა, ხოლო კულმინაციური მომენტი ბევრად მოკლეა. კულმინაციური მომენტის ხანგრძლივობა ვნებიან ქალებში სხვადასხვაგვარია და დაახლოებით სამ წუთს ან უფრო მეტს აღწევს.

მეექვსე: ეს ეხება ერთი სქესობრივი აქტის დროს მრავალჯერ ორგაზმის განცდის უნარის მქონე ქალებს. ამ შემთხვევაში პირველი ყველაზე ხანგრძლივია, მაგრამ უფრო მოკლეა, ვიდრე ერთჯერადი ორგაზმის მქონე ქალებისა. აღნიშნული ორგაზმი უფრო ძლიერი განცდის მომნიჭებელია. პირველიsalvador_dali_apparatus_and_hand ორგაზმის შემდეგ მამაკაცმა წუთის განმავლობაში უნდა გააკეთოს პაუზა და შემდგომ თავიდან დაიწყოს კლიტორის გაღიზიანება. შემდეგი ორგაზმები დგება უფრო ხანგრძლივი პაუზების შემდეგ და მიმდინარეობს სწრაფად და ზუსტად. პაუზების გახანგრძლივების აუცილებლობა გამოწვეულია ქალის ნერვული სისტემის დაძაბულობის ზრდით.  პაუზები მას ენერგიის არდგენის საშუალებას აძლევს. ქალებს აქვთ მრავალჯერადი ორგაზმის უნარიც. პრელუდიის ჩათვლით 45 წუთის განმავლობაში სქესობრივი აქტის დროს შეუძლიათ განიცადონ თორმეტი და მეტი ორგაზმი, მაგრამ ასეთი ქალები იშვიათია. მათ უმრავლესობას უნარი აქვთ ოთხიდან ათამდე ორგაზმის განცდისა. საერთოდ მათი რიცხვი დამოკიდებულია სქესობრივი აქტის მიმდინარეობაზე. მამაკაცისათვის ასეთ ქალებთან ურთიერთობა გარკვეულ სირთულესთან არის დაკავშირებული, რადგან მათ არ შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ  ორგაზმის რაოდენობაზე ქალის მოთხოვნილება. მრავალჯერადი ორგაზმის უნარის მქონე ქალები ძლიერ ჰგვანან ძლიერი ტემპერამენტის ქალებს და რომ არა ორგაზმის ხანგრძლივობაში განსხვავება, მაშინ შეიძლება მათი ერთ ჯგუფში გაერთიანება.

მეშვიდე: ამ ჯგუფის ქალებში შეიძლება ისე მოხდეს, რომ პირველი ორგაზმი მთლიანად არ შეწყდეს. ეს ხდება მამაკაცის სპერმის (სპერმა – სითხე, stritiრომელიც გამოიყოფა მამრობითი სასქესო ჯირკვლებიდან და შეიცავს სასქესო უჯრედებს) თვით გამოყოფისას, რაც ქალში იწვევს ვნებათაღელვის გაძლიერებას და ახალი კულმინაციური მომენტის დადგომას. ამ დროს მეორე ორგაზმის ეფექტი შესამჩნევად დაბალია. ამგვარად, მეორე ორგაზმი წარმოადგენს პირველის გაგრძელებას. ასეთი კომბინირებული ორგაზმი მიმდინარეობს ოთხ წუთს, რაც არც თუ ისე ცოტაა. თუ ორგაზმის დასრულებას თან სდევს კონვულსიური მოძრაობა, ხშირად მისი ხელმეორედ აღგზნება უშედეგოა. განსაკუთრებით მაშინ, თუ მამაკაცი ორგაზმებს შორის არ იცავდა საკმაოდ გრძელ პაუზებს.

gadasvla_stritze

ერთჯერადი ორგაზმი ქალში ნერვული სისტემის მეტ დაძაბულობას იწვევს და იგი მისთვის უფრო ჩვეულებრივია, ვიდრე გახანგრძლივებული და მრავალჯერადი.  აღსანიშნავია, რომ ორგაზმის ერთი სახე დგება მამაკაცის თითით კლიტორის გაღიზიანებით. მაგრამ ორგაზმის დადგომის შემდეგ ხდება კლიტორის აღგზნებადობის სწრაფი დაცემა, მიუხედავად იმისა, აღიზიანებს თუ არა  პარტნიორი. თუ კლიტორის გაღიზიანება მიმდინარეობდა უწყვატად, ორგაზმის დადგომამდე, მაშინ ქალიjupiter_55818s თვითნებურად იმპულსურად მოძრაობს, რაც არის ორგაზმის ციკლის სიგნალი. ასეთი მოძრაობები გრძელდება მანამ, სანამ კლიტორზე თითით კონტაქტი არ შეწყდება. როცა მამაკაცი განაგრძობს კლიტორზე ზემოქმედებას ქალის კონვულსიური მოძრაობა განახლდება წუთიერი შესვენების შემდეგ. ორგაზმის განმეორებას შეიძლება მივაღწიოთ კლიტორის სტიმულაციით, ეს ორგაზმიც ქალის სხეულის კონვულსიური მოძრაობით თავდება და აუცილებელია შემდგომი შესვენება. ორგაზმის რიცხვის ზრდასთან უნდა გაგრძელდეს პაუზებიც ქალის სრულ სქესობრივ დაკმაყოფილებამდე, რაც გამოიხატება კლიტორის აღგზნებადობის სრულ გაქრობაში. მითითებული დრო პირობითია, რადგანაც თითოეული წყვილისათვის ის ინდივიდუალურია და განისაზღვრება ექსპერიმენტის წესით.

ორიოდე სიტყვა შეიძლება ითქვას ქალის კონვულსიური მოძრაობის შესახებ, რომელიც წარმოადგენს მისი აღგზნების ისეთივე მნიშვნელოვან სიგნალს, როგორც საშოდან სეკრეტული სითხის გამოყოფა. თუ კი ასეთი მოძრაობა იწყება გაღიზიანებით, პირველ ორგაზმამდე, მაშასადამე პარტნიორმა აღგზნება მაღალინტენსიურად ჩაატარა. გასათვალისწინებელია, რომ კლიტორზე თითით უხეშ კონტაქტს აღგზნების შემცირება მოჰყვება, ზოგჯერ კი მთლიანი გაქრობა. ასეთი კონტაქტი სავნებოს ნერვული დაბოლოებების დაზიანებას იწვევს. შედარებით ძლიერი კონტაქტი ზოგჯერ დასაშვებია უშუალოდ ორგაზმის დაწყების წინ. ქალი თვითონვე გრძნობს ამას და თავისი მოქმედებით აძლიერებს კონტაქტს, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც იგი არ უნდა იყოს უხეში, რადგან შეიძლება ორგაზმი შეწყდეს. ყველა სხვა შემთხვევაში უკეთესი შედეგი კლიტორის მსუბუქი მოფერებით მიიღწევა.

gadasvla_stritze

ბევრი გათხოვილი ქალი ორგაზმს ვერ განიცდის. ეს მათი ქმრების უვიცობაზე მეტყველებს, რადგან ორგაზმის სიმპტომები ქალებში საკმაოდ გამოკვეთილად გამოიხატება.

განიცდით თუ არა ორგაზმს? (უპასუხონ ქალებმა)

View Results

Loading ... Loading ...

stritiორგაზმი იწყება კლიტორის არეში ქავილის შეგრძნებით, რომელიც იზრდება და ხდება უფრო ინტენსიური, იპყრობს ქალის მთელ სასქესო ორგანოს და გამძვინვარებულ ექსტაზში გადაიზრდება, რაც კონტროლს არ ექვემდებარება. ორგაზმის შეგრძნება ვერ შეედრება ქალის ვერავითარ სხვა შეგრძნებას, მით უმეტეს, რომ იგი ერთადერთ გარემოში, სასქესო ორგანოებშია ლოკალიზებული. გახშირებული გულის ფეთქვა და თავში სისხლის გაძლიერებული პულსაცია თან სდევს ორგაზმს. ერთდროული ორგაზმის მიღწევა ჩვეულებრივ პირობებში იშვიათად ხდება, მაგრამ აქ მოყვანილი მეთოდების შესწავლით, მამაკაცს შეუძლია შედარებით ადვილად მიაღწიოს ამ მიზანს. ამისათვის საჭიროა იგი დაეყრდნოს არა მარტო სასქესო ასოს მოქმედებას, არამედ ყურადღება მიაქციოს კლიტორის გაღიზიანების ტექნიკას. ერთდროული ორგაზმი შეიძლება გამოყენებული იყოს ისეთ ქალებთან ურთიერთობისას, რომელთაც აქვთ უნარი მხოლოდ ერთჯერადი ორგაზმისა და თანაც მხოლოდ იმ რწმენით, რომ ეს საკმარისი იქნება ორივე პარტნიორისათვის. თუ მუდმივად გამოვიყენებთ მას მრავალჯერადი ორგაზმის მქონე ქალთან, მაშინ პარტნიორი რეალიზებას ვერ გაუკეთებს საკუთარ პოტრენციურ შესაძლებლობებს და სრულ კმაყოფილებას ვერ მიიღებს. უბრალოდ მამაკაცს არ ეცოდინება, რომელი ორგაზმის შემდეგ მიიღწევა ასეთ ქალში სრული სქესობრივი კმაყოფილება, ხოლო ორგაზმის რაოდენობა დამოკიდებულია მრავალი ფიზიკური და სულიერი ხასიათის ფაქტორზე. ამის გარდა, ხშირად მამაკაცი ზუსტად ვერ განსაზღვრავს ქალის ორგაზმის დადგომას და მისი საკუთარი ორგაზმი შეიძლება დადგეს ადრე ან გვიან. პრეზერვატივის გამოყენების შემთხვევაში მამაკაცის სასქესო ასო5 მნიშვნელოვნად კარგავს ქალის გაღიზიანების თვისებებს, რადგან ქალი ვერ გრძნობს სპერმის ამორფქვევას. ასეთი რამ ხშირად ხდება თუ საშოს კუნთები არასაკმარისად მგრძნობიარეა. ზოგიერთი ქალი მაინც საჭიროებს ერთდროულ ორგაზმს. ესენი არიან განსაკუთრებული ვნებათაღელვის მქონე ტემპერამენტიანი ქალები, რომელთათვისაც ძლიერ მნიშვნელოვანია პარტნიორის რეაქცია. მათ აღელვებთ ის აზრი, რომ შეუძლიათ დიდი სიამოვნება მიანიჭონ პარტნიორს. ახარებთ ასევე ის, რომ პარტნიორი ტკბება მათი სხეულის ფლობით. ასეთ ქალებში ეს ძლიერ აღგზნებას იწვევს, განსაკუთრებით კულმინაციურ მომენტებში. იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ტიპის ქალები შედარებით იშვიათია, გაუმართლებელია ერთდროული ორგაზმის რეკომენდაცია უმრავლესობისათვის. ამასთან ერთად პარტნიორების ცნობიერება, რომელიც მიმართულია ერთდროული ორგაზმის მიღწევისაკენ მათ მთელ ყურადღებას იქცევს. ეს კი არღვევს სქესობრივი აქტის ბუნებრივ მიმდინარეობას. ამიტომ უკეთესია თუ პარტნიორი მობილიზებას გაუკეთებს საკუთარ ტექნიკურ შესაძლებლობებს და მიზნად დაისახავს მიანიჭოს მაქსიმალური სიამოვნება ქალს.

gadasvla_stritze

 

home >>>

 ….

Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka