ჰიპერსექსუალურობა – მომატებული სქესობრივი აგზნებადობა; ზომიერი ხარისხით დამახასიათებელია გარკვეული ასაკობრივი პერიოდებისათვის (პუბერატული ჰიპერსექსუალობა, პარადოქსული ჰიპერსექსუალობა კლიმაქსური ინვოლუციის საწყის ფაზაში).
ჰიპერსექსუალურობა – ეტიოლოგია. ძლიერად გამოხატული ჰიპერსექსუალობა აღინიშნება დიენცეფალური ლოკალიზაციის ირიტაციული ან დესტრუქციული ნევროლოგიური კერების არსებობისას, ასევე ზოგიერთი ენდოკრინული სინდრომის, ფსიქიკური დაავადების დროს (მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის მანიაკალური ფაზა, შიზოფრენია და სხვ.). ჰიპერსექსუალობის ზოგიერთი სახესხვაობები (ქალებში ნიმფომანია და სატირიაზი – მამაკაცებში), ხშირად განპირობებულია ენდოგენური ფსიქიკური დაავადებებით: სქესობრივი ლტოლვის მომატება განისაზღვრება ლიბიდოს ბიოლოგიურ და ფსიქიკურ კომპონენტებს შორის დისონანსით. აგზნება ამ დროს სუბიექტურია, არ მიმდინარეობს სასქესო ორგანოების სპეციფიკური რეაქციებით, ორგაზმის დადგომა გაძნელებულია.
ჰიპერსექსუალურობა – კლინიკური სურათი. ახალგაზრდა ასაკისათვის დამახასიათებელი ფსიქიკის ჭარბი ფიქსაცია სექსუალურ-ეროტიკულ შთაბეჭდილებებსა და ფანტაზიებზე, რომლებსაც თან ახლავთ სპონტანური ერექციები და ხშირი პოლუციები; ყოველივე ეს ბადებს გარკვეულ ნევროზულობას, ამავე დროს ხელს უწყობს სასქესო სფეროს პირობით-რეფლექტორული კომპლექსების ფორმირებას, რომლებიც განაპირობებენ სქესობრივი ფუნქციის ნორმალურ მიმდინარეობას მომწიფების პერიოდში. ამ ფორმის დროს მასტურბაცია ატარებს მკაფიო სუროგატულ-დამცველობით ხასიათს და მიმართულია ჭარბი სქესობრივი აგზნების განთავისუფლებისაკენ. ამის საპირისპიროდ, ნიმფომანია და სატირიაზი ხშირად მიმდინარეობენ ფსიქიკური გამოვლინებებით, ხოლო მასტურბაცია ატარებს პერსევერატორულ-აბსენსურ ხასიათს.
ჰიპერსექსუალურობა – მკურნალობა. პუბერტული ჰიპერსექსუალობა მოითხოვს ფსიქოგენეტიკურ რეკომენდაციებს, ზოგიერთ შემთხვევებში -მედიკამენტოზურ და ფიზიოთერაპიული ზემოქმედების გამოყენებას ზოგადნევროზული სიმპტომატიკის მოსახსნელად; კლიმაქტერული ფორმების დროს შესაძლოა საჭირო გახდეს მედიკამენტოზური საშუალებები.
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
ბმები
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“