მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

ლალი დათეშიძე

დასაწყისი იხ. ,, კლინიკური ფარმაცია. კლინიკურ-ფარმაცევტული გადაწყვეტილებების მიღების  თეორიული საფუძვლები” >>>

პრაქტიკული ამოცანები, როგორც აღვნიშნეთ, მრავალკრიტერიუმიანია. უფრო მეტიც- ეს კრიტერიუმები ურთიერთსაწინააღმდეგოა.
         მაქსიმალური თერაპიული ეფექტი, მიმინალური დანახარჯით.
max E
min X
 
         ეს ორი კრიტერიუმი შეიძლება ურთიერთ საწინააღმდეგი იყოს.
         განვიხილოთ გამარტივებული მაგალითი:
მაგალითი 1.
         გვინდა კონკრეტული დაავადება განვკურნოთ. აღვნიშნოთ ეს დაავადება D-თი,
         ამისათვის არსებობს ორი პრეპარატი
         P1 – ღირს 1 ლარი, მაგრამ ამ პრეპარატით სრული განკურნების ალბათობა 80 პროცენტია.
         P2 – ღირს 10 ლარი, მაგრამ ამ პრეპარატით განკურნების ალბათობა 100 პროცენტია.
         სხვა პირობები, დავუშვათ ორივე პრეპარატისათვის თანაბარია.
         ამდენად, თითოეული პრეპარატი, მოცემულ მაგალითში ხასიათდება ორი პარამეტრით:
         – K1 – ფასით.
        -  K2  – სრული განკურნების ალბათობით.
         წარმოვადგინოთ სურათი ცხრილის ფორმით

 

კრიტერიუმები

პრეპარატის დასახელება

ფასი  K1

სრული განკურნების ალბათობა   K2

P1

1

80

P2

10

100

ეს ორი კრიტერიუმი ურთიერთსაწინააღმდეგოა.  მინიმალური დანახარჯით (min X =1 ლარი) ვერ მივიღებთ მაქსიმალურ ეფექტს (max E= 100 %).
           ამოცანა, შეიძლება იმ ამოცანათა ჯგუფს მივაკუთვნოთ, სადაც არ ხერხდება სარგებლიანობის ფუქნციის დადგენა. აქ განხილული ორი კრიტერიუმიდან ერთი იზომება პროცენტით, მეორე კი – თანხით. ამდენად, სარგებლიანობის ფუნქცია არ ჩანს. შესაძლებელია, მოძებნილ იქნეს ისეთი გლობალური კრიტერიუმი, რომელიც ორივე კრიტერიუმს გააერთმნიშვნელიანებს, მაგრამ ოპერატიული კლინიკური ამოცანების გადაჭრისას, ამ ტიპის “სარგებლიანის ფუქნციით” სარგებლობა რთული და სიტუაციის არაადეკვატური იქნება.
           ამ ტიპის ამოცანის ამოხსნის ერთ-ერთი მეთოდია კრიტერიუმთა რანჟირების მეთოდი. ამ დროს ექსპერტი ადგენს კრიტერიუმთა შორის შემდეგი სახის მიმართებებს:
            მოცემულ სიტუაციაში კრიტერიუმი K1  უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე  K2
            უფრო მნიშვნელოვანია ჩაიწერება ნიშნით >  
            K1  > K2
           სხვა კლინიკურ სიტუაციაში, ექსპერტა ჯგუფმა, ან ექსპერტმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება
            K2  > K1
            კრიტერიუმთა რანჟირების მეთოდის გამოყენებისას, ფორმალურად აღარ ხდება სარგებლიანობის  ფუნქციის დადგენა. მას ცვლის საექსპერტო პროცედურა, რომელიც ექსპერტის გამოცდილებას ეყრდნობა.
            იხ. აგრეთვე პარაგრაფი:  “კრიტერიუმთა გადაგვარების მეთოდი”

გაგრძელება იხ. >>>

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
  
ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

http://www.who.int/en/, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net

Viewed 456 times by 251 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri