გადაწყვეტილების მიღების ეტაპები

ლალი დათეშიძე

დასაწყისი იხ. ,, კლინიკური ფარმაცია. კლინიკურ-ფარმაცევტული გადაწყვეტილებების მიღების  თეორიული საფუძვლები” >>>

გადაწყვეტილების მიღების პროცესი, მათ შორის გადაწყვეტილებისა პრეპარატის რაციონალური არჩევის შესახებ, მიღებულია დაიყოს ხუთ ეტაპად:

წინასწარი ანალიზი
იგულისხმება, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა უკვე იცის რაში 2_naxatiმდგომარეობს გადასაჭრელი ამოცანა და ზოგადად ცნობილია ამ ამოცანის გადაჭრის ალტერნატივები. წინასწარი ანალიზის შედეგად, ხდება სავარაუდო მიზნების, კრიტერიუმებისა და არჩევის გზების შერჩევა.

სტრუქტურული ანალიზი
გადაწყვეტილების მიმღები ახდენს პრობლემის ხარისხობრივ სტრუქტურიზებას. რა მიზნების, კრიტერიუმების, გადაწყვეტილებათა ალტერნატივების აღება შეიძლება ამ ეტაპზე? რა უნდა გადაიდოს მომდევნო ეტაპებისათვის და რა თანმიმდევრობით? რა ექსპერიმენტალური თანხლება შეიძლება დაიგეგმოს? რა დამატებითი ინფორმაციების მიღება შეიძლება დამატებით და რა წყაროებიდან? და ა.შ.

განუსაზღვრელობათა ანალიზი
ხშირად არაა ცნობილი გადაწყვეტილების სავარაუდო შედეგი. ასეთ შემთხვევაში ვსაუბრობთ განუსაზღვრელობაზე. განუსაზღვრელობები მოითხოვს განსაკუთრებულ ანალიზს.ყველაზე მარტივ შემთხვევაში, განუსაზღვრელობათა შეფასება ალბათობის კოეეფიციენტით ხდება.

სარგებლიანობის ანალიზი
წინა ეტაპები ქმნის ერთიან სურათს: რა “არჩევანი” გვაქვს და რა შესაძლო გადაწყვეტილებები შეიძლება მივიღოთ (ავირჩიოთ). სარგებლიანობის ანალიზის ეტაპზე, თითოეული არჩევანისათვის ხდება სავარაუდო სარგებლის დადგენა.

gadawyvetilebis_etapebi
ოპტიმიზაციის (რაციონალიზების) პროცედურა
ამ ეტაპზე უკვე ხდება სარგებლიანობის შედარებები, რაციონალური არჩევანის შერჩევა და გადაწყვეტილების მიღება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცედურები იტერაციულია, ანუ ხდება მრავალგზის დაბრუნება წინა ეტაპებზე.

გაგრძელება იხ. >>>

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

..