სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

რ. სტრიტი. ,,სქესობრივი ცხოვრების კულტურა”

წინასასიყვარულო ურთიერთობის (პრელუდიის) ტექნიკა

cf_sex-life_mainქალების უმრავლესობა მგრძნობიარეა სასქესო ორგანოების არეში, მაგრამ ყველა ერთნაირად როდი რეაგირებს ორგაზმზე. ყველა ქალს გააჩნია მსგავსი ორგანო, მაგრამ არა ერთნაირი ტემპერამენტი. ზოგიერთი ქალი უფრო მორცხვია, სხვები ნაკლები გამოცდილებისა, ზოგი მოკრძალებულია, ზოგი უფრო თავისუფალი ქცევისა.
ცხოვრებისეული გარემო სქესობრივი განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. ხშირად გოგონა ისეთ ოჯახში იზრდება, სადაც გრძნობების აშკარა გამოხატვა არ ხდება.

გათხოვების შემდეგ სასიყვარულო თამაშზე (პრელუდიაზე) რეაქცია მისგან არც არის მოსალოდნელი. რა თქმა უნდა არის შემთხვევა, როცა ქალი არაჩვეულებრივად ვნებიანია. ზოგიერთი ქალის დამოკიდებულება სექსუალური საკითხებისა და მამაკაცების მიმართ დასაწყისში საკმაოდ თავშეკავებულია, მაგრამ მომავალში ეს ვითარება ძირფესვიანად იცვლება. სასიყვარულო თამაშის, პრელუდიის დროს სუსტი და საშუალო6 ტემპერამენტის მქონე ქალთა უმრავლესობა პასიურია და მამაკაცის უბრალო შეხებისას მორცხვობენ, მაგრამ უფრო ტემპერამენტიანი ქალები აშკარად ნებდებიან წინა სქესობრივ ურთიერთობას, ისინი დაუფიქრებლად იღებენ მამაკაცის ალერსს. ვნებათაღელვა აიძულებთ სირცხვილის გარეშე გამოამჟღავნონ საკუთარი ემოციები და სურვილები. თუ მათი ქცევები აღელვებს მამაკაცსაც, ეს საუკეთესო დამთხვევაა. ძლიერ ტემპერამენტიანი ქალები რიგ შემთხვევაში პრელუდიის დროს პასიურნი არიან, სამაგიეროდ დაუოკებელ ვნებებს ამჟღავნებენ სქესობრივი აქტის დროს. ისინი არიან მოძრავნი ადვილად აღგზნებადები. მათ შეუძლიათ მიაღწიონ აღგზნებადობის უმაღლეს ხარისხს სქესობრივი პრელუდიის დროს და ყოველთვის მზად არიან სქესობრივი აქტისათვის. მათ ძალუძთ სქესობრივი სიახლოვისადმი წინააღმდეგობის გაწევა, შემდეგ კი ადვილად ნებდებიან. ალერსის დროს ზოგჯერ იკბინებიან. უყვართ კოცნა. მამაკაცს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევენ თანაც მთელი სხეულით მჭიდროდ ეკვრიან. ასეთი ქალები ალერსისას იმპულსურად ირხევიან რამდენიმე წუთს. მძაფრ ემოციებს თან სდევს მძიმე სუნთქვა და გულის ძლიერი ფეთქვა. მთელი პრელუდიის erogenuliგანმავლობაში ქალი ყოველნაირად გამოხატავს კაცისადმი სიახლოვის სურვილს. ზოგიერთი კი, პირიქით, სურვილი აქვთ მოისმინონ და იგრძნონ პარტნიორის მისდამი აღტაცება. ხდება ხოლმე, რომ კარგად აღზრდილი ქალები სქესობრივი პრელუდიის დროს უწმაწურ სიტყვებს ამბობენ და ამით უფრო აღიგზნებენ თავს. ლაპარაკობენ ათასნაირ სისულელეს, მაგრამ ორგაზმის დროს კი არცერთი ქალი არ ლაპარაკობს. ემოციების ამგვარი გამომჟღავნება აბსოლუტურად ნორმალურია და ასეთი ქალები სექსუალურად ნორმალურები არიან. ერთმანეთისაგან მხოლოდ ტემპერამენტის ხარისხით განსხვავდებიან.

როგორ ფიქრობთ თქვენს პარტნიორ ქალს შეუძლია სქესობრივი სიახლოვისადმი წინააღმდეგობის გაწევა? (უპასუხეთ მხოლოდ მამაკაცებმა)

View Results

Loading ... Loading ...

იმ ტიპის ქალების შემთხვევაში, რომლებიც გვიან აღიგზნებიან, მამაკაცის ალერსზე დაგვიანებული რეაქცია გასაგებია. ქმარმა საჭიროა შეიგნოს, რომ მისი მეუღლე გვიან აღიგზნება. იგი მომავალში დარწმუნდება, რომ ცოლის სქესობრივი მონაცემები მისას ემთხვევა. დიდი მნიშვნელობა აქვს წინა სასიყვარულო თამაშს (პრელუდიას) მაგრამ აღნიშნული ურთიერთობისას სამწუხაროდ, იგი ხშირად უარყოფილია.

 

როგორ ფიქრობთ შეგიძლიათ სქესობრივი სიახლოვისადმი წინააღმდეგობის გაწევა? (უპასუხეთ მხოლოდ ქალებმა)

View Results

Loading ... Loading ...

gadasvla_stritze

პრელუდია სქესობრივი ურთიერთობის საწყის ეტაპს წარმოადგენს, იგი სტიმულს აძლევს გრძნობების გაღვივებას და წინ უძღვის სქესობრივ აქტს. წინა სასიყვარულო თამაში პრაქტიკულად ორ ნაწილად უნდა გაიყოს: თავდაპირველად ხდება მამაკაცის სასქესო ასოს კონტაქტი ქალის სასქესო 25ორგანოსთან და მსუბუქი მოფერებით მისი აღზნება. პარალელურად მამაკაცი ეფერება ქალის მკერდს. პრელუდია უნდა გაგრძელდეს თხუთმეტი წუთის განმავლობაში, თუმცა ქალი შეიძლება ხუთ წუთშიც აღიგზნოს. წინა სასიყვარულო ალერსის უკანასკნელი ათი წუთი აუცილებელია იმისათვის, რათა ქალის ვნებათაღელვა უმაღლეს დონემდე იყოს აყვანილი.
პრელუდიის ხანგრძლივობის შემცირების ერთადერთ მიზანს შეიძლება წარმოადგენდეს სქესობრივ აქტზე თვით ქალის თხოვნა, ან მაღალი აღზნების მიღწევის შემდეგ მისი ვნებათაღელვის ერთგვარი განელება.მრავალი ქალი სწორედ პრელუდიის დროს გრძნობს დიდ სიამოვნებას. ზოგიერთი მათგანი კი კლიტორის ერექციას განიცდის. სხვა შემთხვევებში საჭიროა უფრო ხანგრძლივი დრო (ნახევარ საათამდე), მაგრამ მოხერხებული მოქმედებით შეიძლება ამ დროის შემცირება.

გსიმოვნებთ თუ რა , როცა პარტნიორი ქალი ასოზე გეფერებათ? (უპასუხეთ მხოლოდ მამაკაცებმა)

View Results

Loading ... Loading ...
 

ეფერებით თუ არა პარტნიორს ასოზე? (უპასუხეთ მხოლოდ ქალებმა)

View Results

Loading ... Loading ...

პრელუდიის ჩატარების მეთოდი სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ეროგენული ზონების მგრძნობელობის ხარისხით და მათი ინდივიდუალური თვისებებით სხვადასხვაგვარია. საწოლში ქალები სხვადასხვანაირად იქცევიან. ერთნი აღმერთებენ კოცნას და აღგზნების უმაღლეს დონეს აღწევენ თითქმის ერთ წუთში. სხვებისათვის საჭიროა აღგზნების სტიმულირების მიზნით სასქესო ორგანოების მამაკაცის სასქესო ასოსთან ან ბარძაყთან შეხება. არიან ქალები, რომლებიც მამაკაცთან წუთიერი სიახლოვის შემდეგ, უკვე ითხოვენ სასქესო ასოს საშოში შეყვანას და ამასთან ერთად სურვილს გამოთქვამენ სასიყვარულო პრელუდია უფრო ინტიმურ მდგომარეობაში გააგრძელონ. ზოგიერთი ქალი ამჯობინებს კოცნის სახვადასხვა კომბინაციას: ტუჩებში, კისერზე და მკერდზე, თან ეალერსებიან მამაკაცს თეძოებსა და 45წელზე. არიან ქალები, რომლებიც აღმერთებენ მამაკაცის სასქესო ასოს მკერდზე მიდებას ან ძუძუებს შორის ჩადებას. ძლიერი ტემპერამენტიანი ქალების 90% განიცდის მამაკაცის სასქესო ასოს ტუჩებით და ენით ალერსის დაუოკებელ სურვილს. ბევრ ქალს მოსწონს, როცა კაცი თანდათან გადადის კოცნით ტუჩებიდან სხვა მგრძნობიარე ადგილებზე და ამით არაჩვეულებრივ ექსტაზს აღწევს. ძლიერი ტემპერამენტის ქალები აქტიურად გამოხატავენ თავიანთ განცდებს. ისინი შეიძლება არც საჭიროებენ სასქესო ორგანოების სპეციალურ აღგზნებას სქესობრივ აქტზე გადასვლისათვის, მაგრამ მამაკაცმა მაინც არ უნდა აარიდოს თავი ამ ფაზას, იმიტომ რომ სასქესო ორგანოების ხელით მოფერება იწვევს თვით მამაკაცში ძლიერ აღელვებას. ის, რაც გამოუცდელი ადამიანებისათვის არაბუნებრივად არის მიჩნეული, გამოცდილი ადამიანებისათვის აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა. ქალის თავისებურების კარგად მცოდნე მამაკაცი ზემოთ აღნიშნულ ქალის ტიპს სწორად აფასებს.

გიჩნდებათ თუ არა სურვილი პარტნიორ მამაკაცს ასოზე მოეფეროთ? (უპასუხეთ მხოლოდ ქალებმა)

View Results

Loading ... Loading ...

ზომიერი და ნაკლებტემპერამენტიანი ჯგუფის ქალებისათვისაც მნიშვნელოვანია სასიყვარულო პრელუდია და ალერსის ხანგრძლივობა. ასეთი ქალები პრელუდიის დროს მეტნაკლებად სიტყვაძუნწნი და პასიურნი არიან. ქალი გაღიზიანების საშუალებას აძლევს მამაკაცს. ალერსის მხოლოდ ერთი ფორმა არ არის საკმარისი. მამაკაცმა უნდა გამოამჟღავნოს ფანტაზია, 38ნებისყოფა და არ დაიზაროს, რათა ქალი გააღიზიანოს იმ დონემდე, რასაც ტემპერამენტიანი ქალები აღწევენ ალერსის დასაწყისშივე. გაძლიერებული ალერსი და მრავალრიცხოვანი კოცნა ასეთ ქალში ისეთ ემოციებს იწვევს, რაც მაღალტემპერამენტიან ქალებში ერთი კოცნის შემდეგაც კი შეიმჩნევა. ასეთ ქალებზე მამაკაცის ხელით მოფერება იწვევს კლიტორის-სავნებოს ერექციას. ამიტომ ალერსის პირველი ნაწილი უნდა გრძელდებოდეს ხელით მოფერებისა და კოცნის კომბინაციით. მხოლოდ ასე მიიღწევა ამ ტიპის ქალის თანდათანობით აღგზნება. მიუხედავად იმისა, რომ იგი ნელ-ნელა აღიგზნება, ამ პროცესს მამაკაცმა თავი არ უნდა აარიდოს, რადგან ქალისათვის ეს საკმაოდ სასიამოვნოა. იგი ასტიმულირებს რაღაც უფრო დიდისა და გარდუვალის სურვილს, მაგრამ ამ პროცესზე ქალი მძაფრად არ რეაგირებს და მხოლოდ მაშინ აღიგზნება, როცა მამაკაცის ხელები სასქესო ორგანოების გარეგან ალერსზე გადადიან, თუმცა სხეულის ამ ნაწილის გაღიზიანება (კლიტორის გამოკლებით) არ იწვევს მასში სქესობრივ დაკმაყოფილებას. უნდა ითქვას, რომ სასქესო ორგანოების ალერსი აღგზნების ხარისხს მაინც ზრდის. ქალის35 ასეთი რეაქცია უფრო გონებრივია, ვიდრე ფიზიკური, რადგან მას ესმის, რომ პარტნიორი ეფერება სათუთ ადგილს და ეს გამაღიზიანებლად მოქმედებს. ასევეა კაციც. ქალთან ინტიმური ურთიერთობის შესახებ მხოლოდ ფიქრითაც კი აღიგზნება და ხდება სასქესო ასოს ერექცია. ქალი შეიძლება არაჩვეულებრივად აღეგზნოს სხეულის ეროგენულ ზონებზე შეხებითაც კი, რადგან მამაკაცის ხელი აღიზიანებს კლიტორს და იწვევს მის ერექციას, ქალს ეუფლება გადაულახავი ვნებაღელვა, რომელიც შემდგომ სქესობრივი სურვილის დაკმაყოფილებას განსაზღვრავს. სწორედ ეს მომენტი ითვლება ორგაზმის საწყისად, რომელსაც ტემპერამენტიანი ქალები თითქმის სასიყვარულო თამაშის დაწყებისთანავე აღწევენ.

gadasvla_stritze

არსებობს ვნებაღელვის სხვადასხვა ხარისხი იმ ტიპის ქალებში, რომელიც ზემოთ იყო განხილული. ზომიერი ტემპერამენტის მქონე ქალებსა და სუსტ ტემპერამენტიანებს დროის სხვადასხვა მონაკვეთი სჭირდებათ ორგაზმის მისაღწევად. ისინი ერთმანეთისაგან ორგაზმის განცდის რაოდენობის უნარითაც განსხვავდებიან. ამ ორი ტიპის ქალები სასიყვარულო პრელუდიის 34დროს პასიურები არიან და მათი აღგზნებადობისათვის საჭიროა განსაზღვრული ფაქტორები: თავისებური საწოლი, სხეულის სიშიშვლე და ეფექტური ინტიმური სიახლოვე.
საჭიროა აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი ტიპის ქალს დროდადრო უმძაფრდება სექსუალური გრძნობა. მაგალითად, მენსტრუაციის წინ, მის დროს და შემდეგ. ამ შემთხვევაში ისინი სწრაფად აღიგზნებიან კლიტორის დაუყოვნებელი ერექციით. პარტნიორი, როგორც კი შეეხება სავნებოს, მაშინვე აღწევს საჭირო მდგომარეობას, რომელიც ინტენსიურად გრძელდება. ასეთი თვისებები ქალების ორ მესამედს ახასიათებს.

გიმძაფრდებათ თუ არა სექსუალური გრძნობა მენსტრუაციის წინ?

View Results

Loading ... Loading ...

გამოირჩევიან კიდევ ერთი ტიპის ქალები, რომლებიც ისევე განსხვავებულები არიან, როგორც ძლიერ ტემპერამენტიანი ქალები. ასეთი ტიპის ქალები უმრავლესობას ჰგავს იმით, რომ სასიყვარულო ალერსზე მძაფრად არ რეაგირებენ. ამგვარი ქალის დამახასიათებელი ნიშანია ერთი სქესობრივი კავშირის განმავლობაში ხუთიდან ათამდე ორგაზმის განცდის უნარი. ამ ტიპის ქალები უმრავლესობას კიდევ იმით გვანან, რომ ორგაზმს კლიტორის36 გაღიზიანებით აღწევენ, მაგრამ განსხვავდებიან ძლიერ ტემპერამენტიანებისაგან იმით, რომ მათსავით სწრაფად არ აღიგზნებიან. მათი ორგაზმი იმგვარია, როგორსაც განიცდის ქალების უმრავლესობა, მაგრამ უარყოფით გუნებაგანწყობილებას ან სქესობრივი კავშირის არასწორ განხორციელებას შეუძლია შეუმციროს ორგაზმის რიცხვი. ასეთი ქალის პარტნიორი აუცილებლად მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს სქესობრივ ურთიერთობას.
ამრიგად, სქესობრივი ქცევის ემოციური და ფიზიკური მონაცემების, გემოვნების, სურვილის და პირადი გრძნობების მიხედვით, ზემოთ აღწერილი იყო ქალის ყველა ნორმალური ტიპი. შემდეგი თავში განხილულია მეორე მეტად მნიშვნელოვანი ფაზა – სქესობრივი აქტი.

გაწვდით თუ არა რობერტ სტრიტის წიგნი, რომელსაც ეხლა კითხულობთ ინფორმაცია, რომელიც ადრე გააზრებული არ გქონდათ?

View Results

Loading ... Loading ...

__________________________________

gadasvla_stritze

___________________________________________

 ….

Viewed 12081 times by 7328 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka