ჭუმბურიძე ბიძინა – დაიბადა 1925 წლის 1 მაისს, ფარმაცევტი, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1952) წელს თემაზე: ,,ღვიძლის ანტრაქიონების შესწავლა, სადოქტორო დისერტაცია (1964) წელს თემაზე: ,,იონმცველი პოლიმერების გამოკვლევა მედიცინაში გამოყენების მიზნით”. ავტორია 240 სამეცნიერო ნაშრომის, აქვს ფარმაცევტული ქიმიის პრობლემებზე გამოგონების 21 საავტორო მოწმობა; გამოქვეყნებული აქვს 18 წიგნი, მათ შორის 6 მონოგრაფია, 7 სახელმძღვანელო. არის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, ღირსების ორდენის კავალერი. მისი ხელმძღვანელობით შესრულებლი და დაცულია 17 დისერტაცია. იგი ხელმძღვანელობდა 9 აპრილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ კომისიას. რევაზ გუჯაბიძე.
Viewed 460 times by 257 viewers


