მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

ლალი დათეშიძე

ინფექციური დაავადებები 

ეტიოლოგია. დაავადების გამომწვევია Entamoeba histolytica, რომელიც შეიძლება არსებობდეს სამი ფორმით: დიდი ვეგეტატიური (ქსოვილოვანი). მცირე ვეგეტატიური (სანათუროვანი) და ინცისტირებული (ცისტების სახით). ამების ქსოვილოვანი ფორმა ჩნდება დაავადებულის ქსოვილებში და განავალში და გააჩნია ძლიერად გამოხატული ინვაზიური თვისებები. სანათუროვანი ფორმა იმყოფება ნაწლავის სანათურში, რეკონვალესცენციის პერიოდში მათ განავალში, ქრონიკული ნაწლავური ამებიაზით დაავადებულების განავალში, აგრეთვე ცისტების მტარებლებში. ჰისტოლიტიკური ამების ცისტების აღმოჩენა ხდება რეკონვალესცენტებისა და ცისტების მტარებლების განავალში.

e_histolytica

პათოგენეზი. ადამიანის ორგანიზმში ამება ხვდება ცისტების სახით. მოხვდებიან რა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, ისინი გარდაიქმნებიან სანათუროვან ფორმებად. ამ უკანასკნელს გააჩნია აქტიური მოძრაობის უნარი და გამოყოფს ehistolytica05პროტეოლიზურ ფერმენტებს, რომლებიც იწვევენ მსხვილი ნაწლავის კედელის ქსოვილთა გალღობასა და ლიზისს ღრმა წყლულების წარმოქმნით. მსხვილი ნაწლავის კედლის ლორწოვანში და ლორწქვეშა შრეში მოხვედრის შემდეგ, სანათუროვანი ფორმა, მნიშვნელოვნად იზრდება და გარდაიქმნება ქსოვილოვან ფორმად. ამების ქსოვილოვანი ფორმა იწვევს უკვე არსებული წყლულების ზომაში ზრდას, გამოყოფს  ჰისტოლიტურ ნივთიერებას და ხელს უწყობს ახალი წყლულების წარმოქმნას. ზიანდება უპირატესად მსხვილი ნაწლავის აღმავალი ნაწილი, აგრეთვე სიგმური და სწორი ნაწლავი. ამების ქსოვილოვანი ფორმის პარაზიტობა ნაწლავის კედელში ხელს უწყობს ამებიაზის ხანგრძლივი მიმდინარეობის შენარჩუნებას; შესაძლებელია პროცესის ქრონიზაცია პერიოდული გამწვავებებით, აგრეთვე ამებების სხვა ორგანოებში (უპირატესად ღვიძლში) ჰემატოგენური გავრცელება ამ ორგანოებში აბსცესების წარმოქმნით. დაავადების კეთისაიმედოდ მიმდინარეობისას, ასევე წარმატებული თერაპიის შედეგად, ქსოვილოვანი ფორმები გარდაიქმნება სანათუროვან ფორმებად. ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესებას თან სდევს მსხვილი ნაწლავის დისტალურ ნაწილებში სანათუროვანი ფორმის გარდაქმნა ცისტებად.

კლინიკური სურათი

ინფექციის წყაროა ავადმყოფები ამებიაზის ქვემწვავე ან ქრონიკული მიმდინარეობით, დაავადების გამწვავების ფაზაში, ცისტების მტარებლები, 1047რომელთაც შესაძლოა საერთოდ არ აღენიშნებოდეთ ამებიაზის რაიმე სახის კლინიკური გამოვლინება. დასნებოვნება ხდება ჰისტოლიტიკური ამების ცისტების ზრდასრული ფორმების, პირის ღრუს გავლით, კუჭ – ნაწლავის ტრაქტში მოხვედრის შედეგად. ადამიანის დასნებოვნება ხდება ამებიაზით დაავადებულებისა და ცისტების მტარებლების განავლით დაბინძურებული სასმელი წყლისა და საკვები პროდუქტების გამოყენების შემდეგ (ამებიაზით დაავადებულების ფეკალიებით განაყოფიერებული ბოსტნიდან ახლად მოწყვეტილი, გაურეცხავი ბოსტნეულისა და კენკრის საკვებად გამოყენება). დაავადება გავრცელებულია თბილი და ცხელი კლიმატის პირობებში; ამებიაზი გვხვდება კავკასიაში, შუა აზიის ზოგიერთ რაიონში. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ გრძელდება 20 – 30 დღე. გამოყოფენ ნაწლავურ, არანაწლავურ და კანის ამებიაზებს. ძირითად კლინიკურ ფორმას წარმოადგენს ნაწლავური ამებიაზი. მისი კლინიკური ვარიანტებია – ამებური კოლიტი და ე.წ. ამებური დიზენტერია. ამებური კოლიტის ძირითადი სიმპტომებია: მადის დაქვეითება, მუცლის შებერვა და ყურყური, შეკრულობებისა და აშლილობების მონაცვლეობა, დეფეკაციის შემდეგ ნაწლავის ნაწილობრივად დაცლის შეგრძნება, გახშირებული (4 – 5 – ჯერ დღეში), თხელი ფაფის მსგავსი ლორწონარევი განავალი. ზოგჯერ განავალში აღინიშნება სისხლის მინარევი ძაფის ან კოლტის სახით. ადრეულ პერიოდში ამებური კოლიტისთვის ტიპიური ,,ჟოლოს ჟელესებური” განავალი (მასში ლორწო თანაბრად არის შეფერილი სისხლით) ამჟამად გვხვდება ავადმყოფთა მხოლოდ 1,5 – 2% – ში. ჩვეულებრივ აღინიშნება შესქელებული ენა ჭუჭყიანი – თეთრი ნადებით, მტკივნეულობა მთელი მუცელში ან ბრმა ნაწლავისა და აღმავალი კოლინჯის პროექციაში. ტემპერატურა დაავადების გამწვავებისას იზრდება ზომიერად და ხანმოკლე პერიოდით. ამებური დიზენტერიისთვის 18085დამახასიათებელია საკმაო ინტენსივობის, შეტევითი ან მოვლითი ხასიათის ტკივილები მუცლის არეში, ლორწოვან – სისხლიანი განავალი, ტენეზმები, საერთო სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა. კუჭის მოქმედების სიხშირე დღეში 10 – მდეა. ტემპერატურა მომატებულია 380 C –მდე და შენარჩუნებულია 3 – 5 დღის განმავლობაში. ენა დაფარულია ნადებით, მუცელი ზომიერად შებერილია, აღინიშნება ყურყური; პალპაციით ვლინდება მსხვილი ნაწლავის სხვადასხვა ნაწილის გამკვრივება, არც თუ იშვიათად სიგმური ნაწლავის სპაზმი. ზოგიერთ შემთხვევაში ღვიძლი ზომიერადაა გადიდებული. ისევე როგორც ამებური კოლიტის დროს, ამებური დიზენტერიისთვის დამახასიათებელია ცუდი მადა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, აპათია, უძილობა, ანემია, ავადმყოფის წონაში დაკლება. რექტორომანოსკოპიით, განსაკუთრებით მსხვილი ნაწლავის დისტალურ ნაწილში წყლულების არსებობის დროს, ნახულობენ ლორწოვანი გარსის წყლულოვან დეფექტებს. წყლულები ლორწქვეშა შრეში განლაგებულნი არიან იზოლირებულად და ერთმანეთთან შეერთებულნი არიან იმ გზებით, რომლებითაც მოძრაობდა ამება. წყლულის ფსკერი დაფარულია ქსოვილოვანი დაშლის შედეგად წარმოქმნილი მონაცრისფრო ნადებით, ხოლო კიდეები – ღიაა. ნადების მოცილების შემდეგ წყლულები სისხლმდენი ხდება. არანაწლავური ამებიაზი უხშირესად მიმდინარეობს ღვიძლის დაზიანებით, ამებური ჰეპატიტის ან ღვიძლის აბსცესის სახით. ამებური ჰეპატიტისთვის დამახასიათებელია ინტოქსიკაცია, სხვადასხვა ინტენსივობის სიყვითლე, რიგ შემთხვევებში – ცხელება, ღვიძლის ზომების მომატება. ღვიძლის ამებური აბსცესისთვის ტიპიურია ჰექტიური ცხელება, ტკივილები მარჯვენა ნეკნქვეშა მიდამოში, მტკივნეული და გადიდებული ღვიძლი, არც თუ იშვიათად – სიყვითლე. ცნობილია აგრეთვე თავის ტვინის, ელენთის ადა სხვა ორგანოების ამებური აბსცესები. კანის ამებიაზი ჩვეულებრივ თან სდევს ამებიაზის ნაწლავურ ფორმას. შორისის და სათესლეების მიდამოში ვითარდება ეროზიები და წყლულები ხანგრძლივი, შენელებული მიმდინარეობით.

გართულებები

ნაწლავური სისხლდენები, პერიკოლიტი, მსხვილი ნაწლავის კედლის პერფორაცია, ნაწლავური გაუვალობა, დიაფრაგმისქვეშა აბსცესები, ფილტვების აბსცესები (არანაწლავური ამებიაზის დროს) და სხვ.

დიაგნოზი

დაავადების გამოცნობა ხდება ეპიდემიოლოგიური მონაცემების (იმ მიდამოებში ცხოვრება სადაც გავრცელებულია ამებიაზი, ჰისტოლიტიკური ამებიაზით დასნებოვნების შესაძლებლობა), ანამნეზის, კლინიკური სურათის, რექტორომანოსკოპიის მონაცემებისა და ავადმყოფის განავლის პარაზიტოლოგიური კვლევის საფუძველზე. მათში ჰისტოლიტიკური ამების amebic-ab-1ქსოვილოვანი ფორმების ნახვა ადასტურებს ამ დაავადების დიაგნოზს და მეტყველებს პათოლოგიური პროცესის აქტიურ მიმდინარეობაზე. ამებების სანათუროვანი ფორმებისა და ცისტების აღმოჩენა ფასდება მხოლოდ ყველა ეპიდემიოლოგიური და კლინიკური ნიშნების გათვალისწინებით. გამოკვლევისათვის განავლის აღება ხდება მხოლოდ დეფეკაციისთანავე. არანაწლავური ამებიაზის დროს მიზანშეწონილია სეროლოგიური გამოკვლევების ჩატარება. დაავადების დიფერენცირება პირველ რიგში ხდება დიზენტერიისგან, ტუბერკულოზისგან, მსხვილი ნაწლავის ახალწარმონაქმნებისგან მძიმე არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტისგან.

დიფერენციალური დიაგნოზი

მკურნალობა

პროფილაქტიკა

იმ ადგილებში, სადაც ხშირად გვხვდება ამებიაზი, აუცილებელია სასმელი წყლის მართებულად მომარაგება, მოსახლეობისთვის პირადი ჰიგიენის ზომების გაცნობა, სასმელად მხოლოდ ანადუღარი წყლის გამოყენება, ტუალეტის ჰიგიენურად შენახვა და დეზინფიცირება, საკვები პროდუქტების დაცვა ჰისტოლიტიკური ამების ცისტების მოხვედრისგან. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ცისტები დიდი ხნის განმალობაში ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას სხვადასხვა წყალსატევში. ცისტების მატარებლების დაშვება არ შეიძლება წყლის მომარაგების სისტემაში, საკვების გამომუშავების საწარმოებში, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სამუშაოდ, აგრეთვე ბავშვების მომვლელებად.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 2152 times by 1261 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri