მკურნალობა უცხოეთში


წითურა rubella

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

წითურა

წითურა – მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადება, რომელიც გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით; ხასიათდება ხანმოკლე ცხელებით, ლაქოვანი გამონაყრითა და კისრის უკანა და კეფის ლიმფური კვანძების შესიებით.

წითურაეტიოლოგია. დაავადების გამომწვევია რნმ – ის შემცველი ვირუსი. ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი, განსაკუთრებით დაავადების დაწყებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში. ინფექცია გადაეცემა ჰაერ – წვეთოვანი გზით. უხშირესად ავადდებიან ბავშვები 4 – დან 10 წლამდე. განსაკუთრებით სახიფათოა წითურათი ორსულის დასნებოვნება, რამეთუ ეს იწვევს ნაყოფის დაზიანებასა და თანდაყოლილი სიმახინჯეების განვითარებას.

 წითურა

წითურაპათოგენეზი. ვირუსი ორგანიზმში ხვდება ცხვირ – ხახის ლორწოვანი გარსიდან და ვრცელდება სისხლით, რასაც მივყავართ გამონაყრის განვითარებამდე და ლინფადენიტებამდე. განსაკუთრებით დამახასიათებელია კეფის მიდამოს ლინფადენიტები. ვირუსს შეუძლია შერჩევითად დააზიანოს ემბრიონალური ქსოვილი. ორსულებში ნაყოფის განვითარების დარღვევები ვლინდება მე – 3 – 16 კვირაზე დასნებოვნების შემთხვევაში.

 წითურა

წითურაკლინიკური სურათი. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 16-20 დღე. დაავადების დასაწყისში აღინიშნება სხეულის ტემპერატურის მომატება (37,7 – 38,5), სურდო, უმნიშვნელო მშრალი ხველა, კონიუნქტივიტი; დაავადებულის განწყობილება დამაკმაყოფილებელია.  ტიპიური ადრეული სიმპტომია კისრის უკანა, კეფის და სხვა ლიმფური კვანძების შესიება.  სხეულის ტემპერატურის მატებასთან ერთად ჩნდება ღია ფერის წითელი ეგზანთემა; გამონაყარი ვლინდება დაავადების 1 – ლი დღის ბოლოს ან მე – 2 – 3 დღეს; იგი შედგება წვრილლაქოვანი როზეოლური ელემენტებისგან, რომლებიც ზედაპირიდან ამოწეულები არ არიან,  განლაგებულნი არიან სახეზე და  15 – 20 საათის განმავლობაში სწრაფად, რაიმე თანმიმდევრობის გარეშე, ვრცელდებიან მთელ სხეულზე. 2 – 3 დღის შემდეგ გამონაყარი უკვალოდ ქრება, პიგმენტაციის გარეშე. როგორც წესი, ავადმყოფი თავს ცუდად არ გრძნობს; არაიშვიათად წითურას  ინფექცია მიმდინარეობს ფარულად

 13151

წითურა - გართულებები. პოსტნატალური პერიოდის დროს ძალზე იშვიათია (ართროპათიები, ენცეფალოპათიები). მუცელშიგა დასნებოვნებისას ნაყოფი იღუპება ან მას უვითარდება ქრონიკული წითურასმიერი ინფექცია, სხვადასხვა ორგანოების დაზიანებითა და მუცელშიგა მანკების ჩამოყალიბებით (მიკროცეფალია, სიყრუე, კატარაქტა, გულის მანკები და სხვ.); მუცელშიგა დასნებოვნებისას ორგანოგენეზის დამთავრების შემდეგ ვითარდება ფეტოპათიები (ანემია, თრომბოციტოპენიური პურპურა, ჰეპატიტი, ძვლების დაზიანებები და სხვ.). ასეთ ბავშვებში აღინიშნება ვირუსის ხანგრძლივი პერსისტენცია. განსხვავებით წითელასგან, წითურას დროს უმრავლეს შემთხვევაში ადგილი არ აქვს კატარალურ პერიოდს, არ არის ფილატოვ-კოპლიკის ლაქები, არ აღინიშნება გამონაყრის გამოხატული ეტაპურობა, გამონაყარი გაცილებით უფრო მკრთალია, ლაქები ერთმანეთს არ ერწყმის და არ ტოვებს პიგმენტაციასა და აქერცვლას.

 rubellagermanmeasles_14304_lg1

წითურადიაგნოზი. დიაგნოზის დაზუსტებაში გვეხმარება სეროლოგიური გამოკვლევა. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

წითურაპროფილაქტიკა. განსაკუთრებული მოფრთხილება ესაჭიროებათ ორსულ ქალებს, რომლებსაც არ გადაუტანიათ წითურა. კონტაქტის შემთხვევაში რეკომენდებულია ჰიპერიმუნური გამაგლობულინის (20 მლ-მდე) შეყვანა ორსულებში. თუკი ორსული ქალი დაავადდა წითურათი, ორსულობის პირველ 3 თვეს ნაჩვენებია მისი შეწყვეტა; შემუშავებულია აგრეთვე აქტიური იმუნიზციის მეთოდი.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ინფექციური დაავადებები


Comments are closed.

nostalgia

vaka