ეგზემა

ეგზემა
არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ეგზემა კანის ზედაპირული შრეების ნერვულ – ალერგიული ხასიათის ანთებაა, რომელიც წარმოიქმნება გარეგანი ან შინაგანი გამაღიზიანებლების ზემოქმედების შედეგად; გამოირჩევა გამონაყრის პოლიმორფიზმით, ქავილითა და ხანგრძლივი მორეციდივე მიმდინარეობით. ეტიოლოგია ცნობილი არ არის.

ეგზემის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე”

ომეგა-3
ეგზემის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
ეგზემის დროს გამოსაყენებელი მალამოები
ტანის დასაბანად გამოსაყენებელი საშუალებები ეგზემის დროს
შამპუნების ეგზემის დროს

ეტიოლოგია, პათოგენეზი

კანის პოლივალენტური სენსიბილიზაცია, რის გამოც იგი არაადეკვატურად რეაგირებს სხვადასხვა ეგზოგენურ და ენდოგენურ ზემოქმედებებზე. სენსიბილიზაციას ხელს უწყობს სტრესული განცდები, ენდოკრინოპათიები, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის დაავადებები, ასევე ტერფების მიკოზი, ქრონიკული პიოკოკური პროცესები და ალერგიული დაავადებები. ბავშვთა ასაკში ეგზემა პათოგენეტიკურად დაკავშირებულია ექსუდაციურ დიათეზთან.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ეგზემა აღინიშნება ნებისმიერ ასაკში, კანის საფარველის ნებისმიერ უბანზე (ხშირად სახეზე და ზედა კიდურებზე). განასხვავებენ ჭეშმარიტ, მიკრობულ, სებორეულ და პროფესიონალურ ეგზემას. ჭეშმარიტი ეგზემა მიმდინარეობს მწვავედ, ქვემწვავედ და ქრონიკულად.
მწვავე ეგზემა ხასიათდება მკაფიო შეშუპებული ერითემით, მრავლობითი წვრილი ბუშტუკებით, რომელთა გახსნისას წარმოიქმნება წერტილოვანი ეროზიები უხვი სისველით, ქერქებისა და ქერცლების წარმოქმნით. სუბიექტრად აღინიშნება ქავილი. მწვავე ეგზემა გრძელდება 1,5 – 2 თვე.
ქვემწვავე მიმდინარეობის დროს ანთებითი მოვლენები ნაკლებადაა გამოხატული: კერების შეფერილობა ხდება მოლურჯო – ვარდისფერი, შეშუპება და სისველე ზომიერია, ცხრება ქავილი და წვა; თან ერთვის ინფილტრაცია. პროცესის ხანგრძლივობა ნახევარ წლამდეა.
ქრონიკული მიმდინარეობისას კლინიკურ სურათში სჭარბობს კანის ინფილტრაცია, ბუშტუკები და სველი ეროზიები ძნელად ვლინდება, სუბიექტურად – აღინიშნება ქავილი. მიმდინარეობა გაურკვევლად ხანგრძლივია, მორეციდივე.
ჭეშმარიტი ეგზემის სახესხვაობას წარმოადგენს დისჰიდროზული ეგზემა, რომელიც ლოკალიზდება ხელისგულებსა და ფეხისგულებზე და ვლინდება უხვი, ბუშტუკების და მრავალკამერიანი ბუშტების კერებით, მკვრივი სახურავით, რომელთა გახსნისას შიშვლდება  რქოვანი შრით გარშემორტყმული სველი უბნები.
მიკრობული ეგზემა, რომლის პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიკროორგანიზმებისადმი სენსიბილიზაცია, გამოირჩევა განლაგების ასიმეტრულობით, (ხშირად კიდურებზე) მრგვალი მოხაზულობით, აშრევებული რქოვანი შრის მკაფიო საზღვრებით, ჩირქგროვების არსებობით, ხანგრძლივად შეურხორცებადი ჭრილობებით, ტროფიკული წყლულებით.
სებორეული ეგზემა პათოგენტიკურად დაკავშირებულია სებორეასთან. გვხვდება ჩვილ ბავშვთა ასაკში და პუბერტატული პერიოდის შემდეგ. ლოკალიზდება თავის თმიან ნაწილზე, ყურის ნიჟარებს უკან, სახეზე, გულმკერდზე და ბეჭებს შორის.
მისი დამახასიათებელი თავისებურებაა მოყვითალო შეფერვა, ცხიმიანი ქერცლები, გამოხატული სისველის არარსებობა, არამკვეთრი ინფილტრაცია, კერების მიდრეკილება რეგრესისაკენ ცენტრში და ერთდროული ზრდით პერიფერიაზე.
პროფესიონალური ეგზემა მორფოლოგიურად მსგავსია ჭეშმარიტი ეგზემისა, აზიანებს კანის ღია ნაწილებს; პირველ რიგში ექვემდებარება ქიმიური გამაღიზიანებლების მავნე ზემოქმედებას საწარმოო პირობებში და არ ხასიათდება მყარი მიმდინარეობით, ვინაიდან სენსიბილიზაცია ატარებს არა იმდენად პოლივალენტურ, არამედ მონოვალენტურ ხასიათს.

მკურნალობა

ითვალისწინებს გამაღიზიანებელი ფაქტორების გამოვლინებასა და მოხსნას, თანმხლები დაავადების თერაპიას; საჭიროა კანის მაქსიმალური დაცვა, განსაკუთრებით დაზიანებული უბნების. ინიშნება ანტიჰისტამინური და სედატიური საშუალებები, მათ შორის ტრანკვილიზატორები;  გამოიყენება კორტიოსტეროიდული მაზები.

პროფილაქტიკა, პროგნოზი

ნევროგენული გადახრებისა და თანმხლები დაავადებების კორექცია, განსაკუთრებით ტერფების მიკოზებისა და პიოკოკური დაზიანებების; ექსუდაციური დიათეზის და სებორეული მდგომარეობების დროული მკურნალობა;
ქიმიურ გამაღიზიანებელთან კონტაქტის გამორიცხვა წარმოებაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში.
პროგნოზი ჭეშმარიტი ეგზემის დროს სრული განკურნების თვალსაზრისით საეჭვოა, სხვა ფორმების დროს – შედარებით კეთილსაიმედოა. 
კანისა და ვენერიული დაავადებები

ეგზემალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ეგზემა – კანის ზედაპირული შრეების ნერვულ-ალერგიული ხასიათის ანთება, რომელიც წარმოიქმნება გარეგანი ან შინაგანი გამღიზიანებლების ზემოქმედების შედეგად
🔎 განარჩევენ ჭეშმარიტი ეგზემის სამ სახეს:
➡️ მწვავე ეგზემა – ხასიათდება მკაფიო შეშუპებული ერითემით, მრავლობითი წვრილი ბუშტუკებით, რომელთა გახსნისას წარმოიქმნება წერტილოვანი ეროზიები;
➡️ ქვემწვავე ეგზემა – ანთებითი მოვლენები ნაკლებადაა გამოხატული: კერების შეფერილობა ხდება მოლურჯო – ვარდისფერი, შეშუპება და სისველე ზომიერია, ცხრება ქავილი და წვა;
➡️ ქრონიკული ეგზემა – კლინიკურ სურათში ჭარბობს:
✅ კანის ინფილტრაცია;
✅ ბუშტუკები და სველი ეროზიები;
✅ სუბიექტურად – აღინიშნება ქავილი;
✅ მიმდინარეობა გაურკვევლად ხანგრძლივია
👉 შეიტყვეთ მეტი ეგზემაზე ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3BggflO
#ეგზემა #ეგზემასსიმპტომები #ეგზემასნიშნები #ეგზემასპროფილაქტიკა #ეგზემასმკურნალობა #რაიწვევსეგზემას #როგორმოვარჩინოთეგზემა #ეგზემასსამკურნალოპრეპარატები #გამონაყარი #ქავილი #ქერცლიანილაქები #წითელილაქები #დაბზარულიკანი #მუწუკები #მგრძნობიარეკანი #მშრალიკანი #ქრონიკულიეგზემა #მწვავეეგზემა #ქვემწვავეეგზემა #ჭეშმარიტიეგზემა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


 ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
 როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
 დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება


გამოგვყევით სოც. ქსელებში:  1 ,