როზაცეა

როზაცეა rosacea
არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

როზაცეა – დაავადება, რომელიც წარმოიქმნება საშუალო და ხანდაზმულ ასაკში (ხშირად ქალებში) და ხასიათდება სახეზე მცირე ზომის პაპულურ – პუსტულური გამონაყრის გაჩენით, ერითემის ფონზე, ტელეანგიექტაზიებით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ეტიოლოგია  დადგენილი არ არის.
პათოგენეზი დაკავშირებულია სებორეასთან, ვეგეტატიურ – სისხლძარღვოვან ნევროზთან. გარკვეული მნიშვენელობა აქვს კუჭის სეკრეციის დარღვევას (ხშირად აქილია), ქალებში – ოვარიულ დისფუქციას.
პროცესის პროვოცირებას იწვევენ გარე გამაღიზიანებელი ფაქტორები (მზე, ქარი, ყინვა, ცხელ საამქროებში მუშაობა).

სიმპტომები, მიმდინარეობა

ზიანდება მხოლოდ სახის კანი; სებორეულ ფონზე  წარმოიქმნება მყარი დიფუზური სიწითლე (ერითემა) ტელეანგიექტაზიებით. ერითემის გაჯერება იცვლება.
შედეგად მის ფონზე ჩნდება წვრილი, კაშკაშა წითელი ფერის პაპულები, რომელთა ცენტრში ფორმირდება ზედაპირული პუსტულები.
გამონაყარის რეგრესის დროს ნაწიბურები არ რჩება. სუბიექტურად აღინიშნება სიცხის შეგრძნება, მსუბუქი ქავილი. მიმდინარეობს ხშირი გამწვავებებით, შესაძლებელია განვითარდეს ცხვირის კანის ხორკლიანი ჰიპერტროფია (რინოფიმა). ზოგჯერ აღინიშნება კერატიტის თანდართვა.

მკურნალობა

მაპროვოცირებელი გარეგანი გამაღიზიანებლის მოხსნა. ვეგეტო – სისხლძარღვოვანი დისტონიის, კუჭ – ნაწლავისა და ოვარიული დარღვევების კორექცია.
დიეტა ალკოჰოლის, ცხარე საკვების, მაგარი ჩაის და ყავის გამორიცხვით.

როზაცეალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

📌როზაცეა – დაავადება, რომელიც წარმოიქმნება საშუალო და ხანდაზმულ ასაკში და ხასიათდება სახეზე მცირე ზომის პაპულურ-პუსტულური გამონაყრის გაჩენით, ერითემის ფონზე, ტელეანგიექტაზიებით
🖇 დაავადების პათოგენეზი დაკავშირებულია:
➡️ სებორეასთან;
➡️ ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვან ნევროზთან;
➡️ კუჭის სეკრეციის დარღვევასთან;
➡️ ქალებში – ოვარიულ დისფუქციასთანლ
🌞 პროცესის პროვოცირებას იწვევენ გარე გამაღიზიანებელი ფაქტორები – მზე, ქარი, ყინვა, ცხელ საამქროებში მუშაობა
👉 შეიტყვეთ მეტი როზაცეას შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3mpHeTi
#როზაცეა #როზაცეასსიმპტომები #როზაცეასნიშნები #როზაცეასგამომწვევიმიზეზები #როზაცეასდიაგნოსტიკა #როზაცეასმკურნალობა #რაიწვევსროზაცეას #როზაცეასკლინიკურისურათი #როზაცეასსამკურნალოპრეპარატები #როზაცეასგანკურნება #როგორვუმკურნალოთროზაცეას #კაპილარულისიწითლე #როზაცეადამისიმალამო #როზაციისსამკურნალომალამო #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 23 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

კანისა და ვენერიული დაავადებები