სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

კანისა და ვენერიული  დაავადებები

ტრიქოფიტიატრიქოფიტია – კანისა და მისი დამანატების (თმები, ფრჩხილები) დაავადებაა; გამომწვევია Trichophyton – ის გვარის სოკოები. განასხვავებენ ზედაპირულ, ღრმა, დაჩირქებად ტრიქოფიტიებს. ზედაპირული ტრიქოფიტიების დასნებოვნების წყაროს წარმოადგენენ დაავადებული ადამიანები. დასნებოვნება ხდება ავადმყოფთან უშუალო კონტაქტის შედეგად, უხშირესად ოჯახის, დახურული საბავშვო დაწესებულებების პირობებში. ღრმა ტრიქოფიტიის დასნებოვნების წყაროებია დაავადებული ცხოველები, მათთან უშუალო ან მათი ბეწვით დაბინძურებული საგნებთან კონტაქტი. ტრიქოფიტიის პათოგენეზში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კანის ტრამვებს, მის სინოტივეს, ორგანიზმის დამცველობითი ძალების დარღვევებს.

სიმპტომები
გლუვი კანის ზედაპირული ტრიქოფიტია – მრგვალი ან ოვალური ფორმის, წვრილი ანთებითი, ჩვეულებრივ ერთეული ლაქები პერიფერიული ბალიშებით, რომლებზეც წარმოიქმნება ქერქებად გამშრალი ბუშტუკები; ლაქების ცენტრში ვლინდება აქერცვლა. ქავილი ჩვეულებრივ არ აღინიშნება.

თავის თმიანი ნაწილის, წვერების, ულვაშების ზედაპირული ტრიქოფიტია – მრგვალი ფორმის, პატარა ზომის ტრიქოფიტიააქერცლილი კერები არამკვეთრი საზღვრებით, თმების დაზიანების კერაში გაიშვიათებულია, ზოგიერთი მათგანი მოტეხილია კანიდან 1 – 2 მმ სიმაღლეზე. მოზრდილთა ქრონიკული ტრიქოფიტიის დროს ვლინდება არათანაბარი მოხაზულობის და არამკვეთრი საზღვრების, აქერცვლადი, მოლურჯო ფერის მრავლობითი კერები, რომლებიც განიცდიან შერწყმისადმი ტენდენციას. დამახასიათებელია სიმეტრიული ლოკალიზაცია (წვივების, წინამხრებზე, დუნდულოებზე). თავზე აქერცვლა მოგვაგონებს სებორეას.

ფრჩხილების ტრიქოფიტიის დროს, ისინი ხდებიან მკრთალი ელფერის, დახორკლილნი, ნაცრისფერ – რუხი შეფერილობის, შესქელებულნი, ადვილად განიცდიან ქერქებად გარდაქმნას.

ღრმა ჩირქოვანი ტრიქოფიტიის დროს – კანის მკვეთრი ჰიპერემია, ინფილტრაცია, კერებში ფოლიკულური პუსტულების გაჩენა. დაზიანების კერები არიან მრგვალი ფორმის, სიმსივნური შესახედაობის, მუქი წითელი ფერის, რომლებიც დაფრულნი არიან ქერქებით, ზეწოლისას ფოლიკულებიდან გამოიყოფა ჩირქი. არც თუ იშვიათია მტკივნეულობა, რეგიონალური ლიმფური კვანძების გადიდება, ტემპერატურის მომატება, მეორადი ალერგიული გამონაყარი – ტრიქოფიტიდები.
პროფილაქტიკა დაფუძნებულია ავადმყოფების დისპანსერულ მომსახურებაზე: ოჯახის წევრების განმეორებითი გამოკვლევები, დეზინფექციები მიკოზის კერებში, ტრიქოფიტიებით დაავადებული ცხოველების გამოვლენა, დერატიზაცია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 6816 times by 3688 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka