სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

კანისა და ვენერიული დაავადებები

კანის დაავადება, რომელიც ხასიათდება ქავილით, ლიქენური პაპულებით, ლიქენიფიკაციითა და ქრონიკული რეციდივული მიმდინარეობით. ახასიათებს მკაფიოდ გამოხატული სეზონურობა: ზამთრობით – გამწვავებები და რეციდივები, ზაფხულობით – ნაწილობრივი ან სრული რემისიები.

ატოპიური დერმატიტი

დამახასიათებელია თეთრი დერმოგრაფიზმი. მაპროვოცირებელ როლს ასრულებენ საკვები პროდუქტები (ციტრუსები, ტკბილეული, ცხარე საკვები, სპირტიანი სასმელები), მედიკამენტები (ანტიბიოტიკები, ვიტამინები, სულფანილამიდენი, პირაზოლინის წარმოებულები), აცრები და რიგი სხვა ფაქტორები.

ეტიოლოგია

 ცნობილი არ არის.

პათოგენეზი

 საფუძვლად უდევს ორგანიზმის რეაქტიულობის ცვლილება, განპირობებული იმუნური და არაიმუნური მექანიზმებით. არაიშვიათია კომბინირება ალერგიულ რინიტთან, ასთმასთან, პოლინოზთან ან მითითებულია მათი არსებობა ოჯახურ ანამნეზში

კლინიკური სურათი

 დაავადება შესაძლებელია გამოვლინდეს ერთ- ერთ სამ ასაკობრივ ფაზაში – ჩვილ ასაკში, ბავშვობაში და მოზრდილ ასაკში. კლინიკური სურათი განისაზღვრება ავადმყოფის ასაკით. ფაზები ხასიათებიან კლინიკური გამოვლინებების ლოკალიზაციის თანდათანობითი ცვლით, მწვავე ანთების შესუსტებითა და ლიქენური პაპულებისა და ლიქენიფიკაციის კერების შემდგომი პრევალირების ფორმირებით. ყველა ფაზაში ავადმყოფს აწუხებს

ატოპიური დერმატიტი

 ძლიერი, მტანჯველი ქავილი. ჩვილ ასაკში ფაზა მოიცავს ბავშვის სიცოცხლის მე-7-8 კვირიდან 1,5 – 2 წლამდე პერიოდს. დაავადება ამ პერიოდში ატარებს მწვავე, ეგზემისებურ ხასიათს, სახის კანის უპირატესი დაზიანებით, თუმცა შესაძლებელია გავრცელდეს კანის სხვა ნაწილებზეც. ბავშვობის ასაკის ფაზაში სჭარბობს ლიქენური პაპულები და ლიქენიფიკაციის კერები, რომლებიც ლოკალიზებულია ძირითადად კისრის გვერდით ზედაპირზე, გულმკერდის ზევით, იდაყვისა და იდაყვის ქვედა მომხრელებში და მტევნებზე. მოზრდილთა ფაზა იწყება პუბერტატული

ატოპიური დერმატიტი

ასაკიდან და თავისი კლინიკური სიმპტომატიკით უახლოვდება გვიანდელი ბავშვობის გამონაყარს (ლიქენური პაპულები, ლიქენიფიკაციის კერები). კანის საფარველის პროცესში ჩართვის ხარისხის მიხედვით განასხვავებენ შემოსაზღვრულ, გავრცელებულ და უნივერსალურ (ერითროდერმია) ფორმებს.

მკურნალობა

მაპროვოცირებელი ფაქტორის მოხსნა, ჰიპოალერგიული დიეტა, კუჭის მოქმედების მოწესრიგება, ანტიჰისტამინური, სედატიური და იმუნოკორეგირებადი პრეპარატები, რეფლექსოთერაპია, ულტრაიისფერი

ატოპიური დერმატიტი

დასხივება, სელექტიური ფიტოთოთერაპია, ფოტოქიმიოთერაპია, ადგილობრივი საშუალებები (საფენები, კორტიკოსტეროდული მაზები, პარაფინის აპლიკაციები). მძიმე გამწვავებისას ნაჩვენებია ჰოსპიტალიზაცია; განსაკუთრებით ეფექტურია ხანგრძლივი კლიმატოთერაპია.

პროფილაქტიკა

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

 ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 2545 times by 1604 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka