სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

სასუნთქი სისტემის დაავადებები 

ასპერგილომაასპერგილოზი - დაავადება, რომელსაც იწვევს Aspergilles – ის სახეობის სოკო, ფილტვ-ბრონქის სისტემაში ხშირი ლოკალიზაციით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. ასპერგილები ბუნებაში ფართოდ გავრცელებული საპროფიტებია, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში გამოყოფენ სპორებს. დაავადებას იწვევს ასპერგილების სპორების დიდი რაოდენობით შესუნთქვა, მაგალითად, ლპობით თივასთან, კომპოსტთან მუშაობისას. პათოგენეზში გარდა ენდოტოქსინის ალერგიული და ჰემოლიზური ზემოქმედებისა, დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის რეაქტიულობის დაქვეითება ხანგრძლივი და ქრონიკული დაავადებების დროს (ტუბერკულოზი, ახალწარმონაქმნი, სისხლის სისტემური დაავადებები, ალკოჰოლიზმი და სხვ.), ან იმუნოდეპრესიული პრეპარატების ხანგრძლივი მიღება.
ასპერგილოზისიმპტომები, მიმდინარეობა. გამოყოფენ ფილტვ-ბრონქის ასპერგილოზის 4 ფორმას. მსუბუქი ფორმა მიმდინარეობს როგორც სწრაფად გარდამავალი მწვავე ტრაქეობრონქიტი. ალერგიული ბრონქული ასპერგილოზისათვის დამახასიათებელია ფილტვის ტრანზიტორული ინფილტრატები, ეოზინოფილია, ცხელება, ბრონქოსპაზმი; ნახველს შესაძლოა ჰქონდეს მოყავისფერო ელფერი; ხასიათდება ხანგრძლივი განმეორებითი გამწვავებებითა და მძიმე ბრონქული ასთმის განვითარებით; რიგ შემთხვევებში დგება გამოჯანმრთელება. ასპერგილომა (სოკოს მიცელიუმის კოლონიები, რომელიც თავისუფლად დევს ტუბერკულოზურ კავერნაში, აბსცესის ღრუში, ბრონქოექტაზებში, ფილტვის ინფარქტის, სიმსივნის მიდამოში) შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, მაგრამ ხშირად აღინიშნება ხველა ნახველის გამოყოფით, სისხლიანი ხველა, წონაში დაკლება (კახექსიამდე), მაღალი ტემპერატურა, ტკივილები გულმკერდში, მდგომარეობის პროგრესული გაუარესება. ფილტვის ასპერგილოზის ნეკროზული ფორმა მიმდინარეობს გამოხატული ინტოქსიკაციით, ცხელებით. დიაგნოსტიკაში გამოიყენება რენტგენოლოგიური გამოკვლევები, ნახველის დათესვა, სეროლოგიური მეთოდები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

home

Viewed 2038 times by 1067 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka