ლალი დათეშიძე
კანისა და ვენერიული დაავადებები
სებორეა - ცხიმის ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა, რომელიც ხასიათდება კანის ცხიმის გაძლიერებულ გამოყოფით. ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება თავისუფალი უმდაბლესი ცხიმოვანი მჟავების დაქვეითებულ შემცველობას,

ქოლესტერინისა და თავისუფალი უმაღლესი ცხიმოვანი მჟავების გაზრდის ხარჯზე, რაც ამცირებს კანის ბაქტერიოსტატულ თვისებებს და ხელს უწყობს მეორადი ინფექციის განვითარებას.
ეტიოლოგია ცნობილი არ არის. პათოგენეზი. ფუნქციური ნერვულ – ენდოკრინული დარღვევები, კერძოდ ვეგეტატიური დისტონია. ენდოკრინული გადახრები გამოიხატება ანდროგენებისა და ესტროგენების თანაფარდობის დარღვევით.

შესაძლებელია სებორეის დროს ნერვულ – ენდოკრინული დარღვევები განპირობებულია პირველადი ჰიპოთალამური ან ქერქული პათოლოგიით, ვინაიდან სებორეის მოვლენები ჩვეულებრივ მკვეთრადაა გამოხატული ენცეფალიტების, პარკინსონის დაავადების, დიენცეფალური დარღვევების დროს. სებორეა ძლიერდება ცხარე, მარილიანი და ტკბილი საკვების მიღების შემდეგ. კლინიკური სურათი. განასხვავებენ სებორეის ცხიმოვან, მშრალ და შერეულ ფორმებს. ცხიმოვანი სებორეის დროს კანი ცხიმიანია, ბრწყინავს, ცხიმოვანი ჯირკვლების შესავლები გაფართოებულია. კანზე ზეწოლისას

ცხიმოვანი ჯირკვლების სადინრებიდან გამოიყოფა თეთრი ცხიმოვანი ,,საცობები”. მაღალი ტემპერატურა, ფიზიკური სამუშაო, გონებრივი გადაძაბვა აძლიერებენ ცხიმის გამოყოფას. თავზე თმები ბზინავს და თითქოს მიწებებულნი არიან, ხოლო 20 – 30 წლისთვის იწყება მათი ცვენა. ძალიან ხშირად ცხიმოვანი სებორეის დროს აღინიშნება ფერისმჭამელები, არც თუ იშვიათად მას თან ერთვის მეორადი ინფექცია. მშრალი სებორეა ვლინდება ნაკლებად გამოხატული ცხიმგამოყოფით. სახის, გულმკერდის, ზურგის კანზე ჩნდება კამედონები, რომელთაც გააჩნიათ შავი

წერტილების შესახედაობა, რომლებიც ახშობენ თმის ფოლიკულების შესავლებს. კანი თანდათანობით სქელდება და ღებულობს რუხი – ნაცხრისფერ შესახედაობას. ამ ფონზე წარმოიქმნება სხვადასხვა ფორმის ფერისმჭამელები, აგრეთვე ცხიმის ჯირკვლების კისტები, ეგრეთწოდებული ათერომები, რომლებიც მოგვაგონებენ სიმსივნეს. შესაძლებელია განვითარდეს ათერომების ანთება და დაჩირქება. შერეული სებორეა ხასიათდება ერთი და იგივე უბნებზე ცხიმოვანი და მშრალი სებორეის ნიშნების შერწყმით. მკურნალობა ითვალისწინებს კანის სწორად მოვლას. ქერტილის საწინააღმდეგოდ გამოიყენება 2% – იანის გოგირდ – სალიცილის სპირტი და სხვ; დიეტა – მწვავე, მარილიანი და ტკბილი საკვების შეზღუდვა; ნერვულ – ენდოკრინული გადახრების კორექცია.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 3432 times by 1601 viewers


