სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

ლაბირინთიტილაბირინთიტი - სმენისა და ვესტიბულური ანლიზატორების პერიფერიული ნაწილების დიფუზური ან შემოსაზღვრული დაზიანება. წარმოიქმნება შუა ყურის მწვავე ან ქრონიკული ანთებების, შუა ყურის ტუბერკულოზის, ტრავმის დროს.შუა ყურის ანთებითი დაავადებების განვითარების გზების მიხედვით განახვავებენ ტიმპანოგენურ, მენინგოგენურ და ჰემატოგენურ ფორმებს, ასევე ლაბირინთის ჩირქოვან და არაჩირქოვან დაზიანებებს, ხოლო გავრცელების მიხედვით – დიფუზურ და შემოსაზღვრულს.

სიმპტომები, მიმდინარეობა დამოკიდებულია შიგნითა ყურში პროცესის ლოკალიზაციაზე. დაავადების საწყის სტადიებზე აღინიშნება ლაბირინთის გაღიზიანება (ხმაური ყურებში, თავბრუსხვევა, გულისრევა, სმენის დაქვეითება, სპონტანური ნისტაგმი, წონასწორობის დარღვევა, ღებინება). სპონტანური ნისტაგმი მიმართულია დაავადებულ მხარეზე, თუკი დგება ლაბირინთიტის დათრგუნვა – ჯანმრთელ მხარეზე. თავბრუსხვევის ინტენსივობა საკმაოდ განსხვავებულია. წონასწორობის დარღვევა ვლინდება მოსვენებით მდგომარეობაშიც და მოძრაობის დროსაც. დაავადების კეთილსაიმედო მიმდინარეობის დროს ხდება ექსუდატის თანდათანობითი რეზორბცია. შემოსაზღვრული ლაბირინთიტი შეიძლება მიმდინარეობდეს ფისტულის წარმოქმნით ან მის გარეშე. ფისტულა ხშირად მდებარეობს ჰორიზონტალურ არხში. ჩირქოვანი ლაბირინთიტის დროს შესაძლებელია ტემპერატურის მომატება. დიფუზური ჩირქოვანი ლაბირინთიტის დროს ვითარდება სმენის სრული დაკარგვა. დიაგნოსტიკა რთულია, თუკი ლაბირინთიტი მიმდინარეობს ისეთი გართულებებით, როგორიცაა ნათხემის აბსცესი, მენინგიტი.

მკურნალობა. სეროზული და შემოსაზღვრული ლაბირინთიტის დროს ნაჩვენებია კონსერვატული მკურნალობა (წოლითი რეჟიმი, დეჰიდრატაციული და ანტიბაქტერიული თერაპია). ფისტულის წარმოქმნით მიმდინარე ლაბირინთიტის დროს და ლაბირინთის ფუნქციის შენარჩუნებისას, თუკი ანტიბაქტერიული თერაპია არაეფექტურია, ნაჩვენებია ტრეპენაცია. ოპერაციის აბსოლუტური ჩვენებაა ლაბირინთის სეკვესტრაცია ან ჩირქოვანი ლაბირითიტი ლაბირინთოგენური ქალაშიდა გართულებებით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 7251 times by 2305 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka