სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

ლარინგიტი – ხორხის ლორწოვანი გარსის ანთება. შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. მწვავე ლარინგიტი იშვიათადაა იზოლირებული. ხშირად არის მწვავე რესპირატორული დაავადების, გრიპის, ქუნთრუშის, ყივანახველის და ა. შ. გამოვლინება. მის განვითარებას ხელს უწყობს

ლარინგიტი

ზოგადი და ადგილობრივი გაცივება, ხმის გადაძაბვა, მტვრიანი ჰაერის ჩასუნთქვა, თამბაქოს წევა, სპირტიანი სასმელების ხშირი გამოყენება.

სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება სიმშრალე, ჩაფხაჭნის შეგრძნება ყელში, ხველა თავდაპირველად მშრალია, შემდეგ ახლავს ნახველის გამოყოფა; ხმა ჩახლეჩილია, უხეში ან საერთოდ უხმოა; ზოგჯერ აღინიშნება ტკივილი ყლაპვისას, თავის ტკივილი და ტემპერატურის მცირედი მომატება. დაავადების ხანგრძლივობა არ აღემატება 7 -10 დღეს. არახელსაყრელ პირობებში შესაძლებელია გადავიდეს ქვემწვავე ან

ქრონიკული ლარინგიტი

ქორნიკულ ფორმაში. ლარინგოსკოპიით აღინიშნება ხორხის ლორწოვანო გარსის დიფუზური ჰიპერემია და შეშუპება. მბგერავი ნაოჭები გასქელებული და ჰიპერემიულია, მათზე აღინიშნება წებვადი ნახველი. გრიპის დროს შესაძლებელია განვიტარდეს სისხლჩაქცევა ლორწოვან გარსში (ე. წ. ჰემორაგიული ფარინგიტი). თუკი პათოლოგიური ცლილებები აღინიშნება მხოლოდ ხორხის ერთ მხარეზე და ლარინგიტს აქვს გახანგრძლივებული მიმდინარება, აუცილებელია ტუბერკულოზის, სიფილისური დაზიანების, ახალწარმონაქმნის გამორიცხვა.

მკურნალობა. დაავადების გამომწვევის მიზეზების გამორიცხვა. ხორხის სრული სიმშვიდის მიზნით 5-7 დღის განმავლობაში ავადმყოფს ეკრძალება ლაპარაკი. გამოირიცხება თამბაქოს მოწევა, სპირტიანი სასმელების მიღება. აუცილებელია ასევე ცხარე სანელებლების გამორიცხვაც; სასარგებლოა თბილი სასმელები (ბორჯომი, რძე), ყელის გამოვლება გვირილით, თბილი ტუტე ინჰალაციები, სათბური ყელზე, ფეხების ცხელი აბაზანა. ხველის დროს ინიშნება კოდეინი, იპეკაკუანა. გამოიყენება ასევე ფიზიოთერაპიული მეთოდები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1832 times by 1057 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka