სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

პედიატრიული დაავადებები 

ენტეროპათიური აკროდერმატიტი (ბავშვებში) – ავტოსომურ-რეცესიული დაავადება, რომელიც გამოწვეულია ნაწლავში შეწოვის დარღვევით; ბავშვებში ვლინდება შემატებითი საკვების დანიშვნისას

ეტიოლოგია, პათოგენეზი. დაავადებას საფუძვლად უდევს თუთიის ნაკლებობა, რაც გამოწვეულია საკვებთან თუთიის არასაკმარისი მიღებით ან

აკროდერმატიტი

ნაწლავში მისი შეწოვის დარღვევით. თუთიის დეფიციტი აქვეითებს მრავალი ფერმენტის აქტიურობას და იწვევს ნივთიერებათა ცვლის მოშლას, განსაკუთრებით კი ნახშირწყლებისა და ცილების.

კლინიკური სურათი. დამახასათებელია ვეზიკულური, პუსტულოზური, ბულოზური დერმატიტის განვითარება კიდურების დისტალურ ნაწილებზე, ასევე სხეულის ბუნებრივი ხვრელების ირგვლივ;  ხშირია ალოპეცია, წარბებისა და წამწამების დაცვენა, ლორწოვანი გარსების სოკოვანი

აკროდერმატიტი

დაზიანება, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ფაღარათი, სტეატორეა). დროთა განმავლობაში ვითარდება ჰიპოტროფია, მეორადი ჩირქოვანი ინფექცია; ბავშვები ჩამორჩებიან ზრდაში.
დიაგნოზი დასტურდება სისხლში თუთიის დაბალი შემცველობის დადგენით. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ნაწლავის შეწოვის დარღვევის სინდრომთან, დერმატიტთან.
მკურნალობა. ინიშნება შესაბამისი მკურნალობა; პროგნოზი ადრე დაწყებული მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა.
პროფილაქტიკა – კვების წესების დაცვა ბავშვის ასაკთან შესაბამისობით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1123 times by 574 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka