✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
საბავშვო აბაზანის ქაფები ,,ამაზონზე”
ბავშვის მოვლის ნივთები ,,ამაზონზე”
საბავშვო ჭურჭელი
ბავშვის სავარცხელები
ბავშვის მაკრატელი
ბავშვის წყლის თერმომეტრი
საბავშვო კრემები
საბავშვო ზეთები
საბავშვო ტალკი (პუდრი)
საბავშვო ლოსიონები
მზისაგან დამცავი საშუალებები ბავშვებისათვის
ბავშვის ფრჩხილების მოვლის საშუალებები
საბავშვო საპნები
საბავშვო შამპუნები
ბავშვის თმის კონდიციონერები
ბავშვის კბილის პასტები (გელები)
ბავშვის კბილის ჯაგრისები
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ ნივთები ბავშვებისათვის
ალერგიული დიათეზი (ბავშვებში) – კონსტიტუციური ანომალია, რომელიც ხასიათდება ორგანიზმის წინასწარგანწყობით ალერგიული, ანთებითი დაავადებებისადმი.
კონსტიტუციის მოცემული ანომალია საკმაოდ გავრცელებულია;
ვლინდება 3-6 თვის ასაკში, გრძელდება 1-2 წლის განმავლობაში და შემდეგში ბავშვთა გარკვეულ ნაწილში ქრება.
ეტიოლოგია, პათოგენეზი
ალერგიული დიათეზის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა და გარე ფაქტორების ზემოქმედება.
მაპროვოცირებელი ფაქტორებია ორსულობის პირველი და მეორე ნახევრის ტოქსიკოზები, ინფექციური დაავადებები, წამლების მიღება ორსულობის დროს, კვების რეჟიმის დარღვევა ორსულობის, ასევე ძუძუთი კვების დროს.
ალერგენები ბავშვის ორგანიზმში ხვდებიან ნაწლავის კედლის გავლით, რომელიც ჩვილ ბავშვებში ხასიათდება მომატებული განვლადობით, განსაკუთრებით კი სხვადასხვა დაავადების შემდეგ, ასევე სხეულის მასის შემცირებისა და გამოფიტვის დროს.
პოტენციური მასენსიბილიზირებელი აგენტი შესაძლებელია იყოს თერმულად დაუმუშავებელი საკვები, ასევე ისეთი პროდუქტები როგორიცა თევზი, კაკალი და ზოგიერთი სხვა, რომლებიც არ იცვლიან ალერგიულ თვისებებს თერმული დამუშავების დროსაც კი.
მნიშვნელობა აქვს ურეჟიმო კვებას, ტკბილეულის, ცხარე, მარილიანი კერძების ბოროტად გამოყენებას. ალერგენები ბავშვის ორგანიზმში აღწევენ კანის საფარველისა და ლორწოვანი გარსებითაც, ასევე ინექციებით, ვაქცინაციით.
ალერგიული რეაქციის განვითარებას თან ახლავს სისხლში რიგი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (12 სახემდე): ჰისტამინი, სეროტონინი, ლეიკოტრიენები და სხვ. მომატება. პათოგენეზში გარკვეულ როლს ასრულებს ავტოალერგიული პროცესები.
კლინიკური სურათი
ალერგიული დიათეზისათვის დამახასიათებელია: დაბადებისას სხეულის დიდი წონა, განსაკუთრებით თუკი იგი ოჯახში პირველი ბავშვია; ადრე განვითარებული დაოდვილება; ჩამცხრალი და კვლავ წარმოქმნილი თავის თმიანი ნაწილის სებორეა; ,,გეოგრაფიული“ ენა; ქსოვილთა მომატებული ჰიდროლაბილობა; სხეულის მასის ჭარბი მატება; კანის დადებითი რეაქციები ეგზოგენურ ალერგენებზე.
დათვალიერებისას აღინიშნება შებიჟვინებული ფერმკრთალი სახე, სხეულის ჭარბი მასა, ქსოვილის ტურგორის დაქვეითება, ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა, ნევროზულობა.
სიმპტომატიკა მეტად მრავალფეროვანია. მასში შედის კანისა და ლორწოვანი გარსების დაზიანების სიმპტომები. ამ კატეგორიის ბავშვებში შესაძლებელია აღინიშნებოდეს ბრონქული ასთმა, პოლინოზები (თივის ცხელება) და სხვ.
სისხლში – ეოზინოფილია, შესაძლებელია ზომიერი ანემია, შეფარდებითი ნეიტროფილოზი, მონოციტოპენია და სხვ. შარდში – ნალექში უჯრედული ელემენტების სიუხვე; განავალში – დიდი რაოდენობით ეპითელი და ეოზინოფილები.
გნეისი გვხვდება მხოლოდ ჩვილ ბავშვებში: რუხი ან მოყავისფერო სებორეული ქერცლები თავის თმიან ნაწილზე; გნეისის მიმდინარეობა კეთილთვისებიანია, თუმცა ზოგჯერ იგი ტრანსფორმირდება სებორეულ ეგზემად, რომელიც ვრცელდება ყურის ნიჟარებზე, შუბლზე, ლოყებზე.
ალერგიული დიათეზის ხშირი სიმპტომია რძის ფუფხი: ლოყების, ხშირად ყურის ნიჟარების ახლოს წარმოიქმნება მკვეთრად შემოფარგლული სიწითლე და შეშუპება, არაიშვიათად აქერცვლის ნიშნებით. ნაწილ ბავშვებში რძის ფუფხს თან ახლავს ქავილი, რომელიც ხშირად ტრანსფორმირდება ეგზემად. ალერგიული დიათეზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია ინტერტიგო.
დაოდვილება შესაძლებელია იყოს მშრალი, სხვა შემთხვევებში აღინიშნება კანის მაცერაცია. ალერგიული დიათეზის ყველაზე მძიმე ფორმაა ბავშვთა ეგზემა, რომელიც უფროსი ასაკის ბავშვებში შესაძლებელია გარდაიქმნას ნეიროდერმიტად.
❖ საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით
- სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
- ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
- ბავშვის მოვლის საშუალებები
- საიტები ბავშვების შესახებ
დიაგნოზი
ეყრდნობა ანამნეზის მონაცემებსა და კლინიკურ სიმპტომებს. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ჭეშმარიტ ეგზემასთან, ერითროდერმიასთან, დერმატიტთან, ფსორიაზთან, იმუნოდეფიციტებთან, ნაწლავური შეწოვის დარღვევის სინდრომთან.
მკურნალობა
სტანდარტული დიეტა არ არსებობს; აუცილებელია რაციონალური კვება.
ბავშვის ძუძუთი კვებას არ წყვეტენ, თუმცა გამორიცხული არ არის მასში ტროფოალერგენების არსებობა. დედის დიეტა უნდა იყოს ნახშირწყლებით, ცხიმებით, სუფრის მარილით ღარიბი.
ზოგიერთ შემთხვევებში ხდება დედის რძის პასტერიზება; უფროსი ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია კისელის, მუსების, ღორის ხორცის, ასევე ბულიონის, თევზის, კვერცხის, კაკლის, სანელებლების და სხვ. გამორიცხვა ინიშნება ანტიჰისტამინური და სხვა სამკურნალო საშუალებები. ბავშვთა დაავადებები
ბმულები: გვერდი ,,თურმანიძის მალამო ბავშვებისათვის”
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.