სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

გინეკოლოგიური დაავადებები

ვაგინიტი (კოლპიტი) – საშოს ლორწოვანი გარსის ანთება. გამომწვევი: სტრეპტოკოკი და სტაფილოკოკი, ეშერიხიები, ტრიქომონადები, სოკოები (კანდიდები). განმაპირობებელი ფაქტორებია: ზოგადი დაავადებები, საკვერცხეების ჰიპოფუნქცია, პირადი ჰიგიენის დაუცველობა, ინვოლუციური პროცესები მოხუცებულობით ასაკში.

სიმპტომები, მიმდინარეობა. განასხვავებენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ მიმდინარეობას. მწვავე ანთების დროს ავადმყოფი უჩივის სიმძიმეს საშოში, წვას და ქავილს გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში, აღენიშნება უხვი სეროზულ-ჩირქოვანი თეთრად შლა. საშოს სარკეებით

ვაგინიტი

დათვალიერებისას ვლინდება საშოს ლორწოვანის ჰიპერემია წვრილწერტილოვანი სისხლდენებითა და უხვი თეთრად შლით. ქრონიკულ სტადიაში ავადმყოფებს ჩივილები არ აღენიშნებათ. დიაგნოზის დადგენა ხდება ანამნეზით, გინეკოლოგიური გამოკვლევებისა და ბაქტერიოსკოპიის მონაცემებით.

მკურნალობა საჭიროა დადგინდეს გამომწვევი მიზეზი, და მხოლოდ ამის შემდეგ ინიშნება მკურნალობა.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1899 times by 1227 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka