კარდიომიოპათია

კარდიომიოპათია
არჩილ შენგელიალალი დათეშიძე 

კარდიომიოპათია – გაურკვეველი ეტიოლოგიის გულის კუნთის დაზიანება. ზოგჯერ კარდიომიოპათიის დიფერენცირება გვიხდება ფიდლერის იდიოპათიკური მიოკარდიტისგან, რომელიც ხასიათდება ანთებითი მოვლენების უფრო მკაფიოდ განვითარებით.
რიგ შემთხვევებში, საფუძვლიანი გამოკითხვის შედეგად, შეიძლება დავადგინოთ კარდიომიოპათიის გამომწვევი მიზეზი (მაგალითად ალკოჰოლის ხანგრძლივად, ბოროტად გამოყენება.).


კარდიომიოპათიის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე”

ომეგა-3


სიმპტომები, მიმდინარეობა

კარდიომიოპათიაკარდიომიოპათია, ჩვეულებრივ, საფუძველშივე ვითარდება თანდათანობით. ზოგჯერ დაავადების დაწყებიდანვე, მიოკარდიუმის დაზიანება ვლინდება კუნთოვანი ძაფების ჰიპერტროფიით. თანდათანობითად განვითარებული ჰიპერტროფია, შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში არ გამომჟღავნდეს. მან შეიძლება თანაბრად მოიცვას გულის ყველა საკანი, ან უპირატესად მარცხენა პარკუჭი, ან პარკუჭთაშუა ძგიდე.
პარკუჭთაშუა  ძგიდის ჰიპერტროფიითამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთოვანი სუბაორტული სტენოზი. ჰიპერტროფირებული კარდიომიოპათია, განვითარების ადრეულ სტადიაზე, შეიძლება აღმოჩენილ იქნას მხოლოდ სპეციალური გამოკვლევებით: ექოკარდიოგრამის რეგისტრაციით, იშვიათად ეკგ – ით, რომლის ზოგიერთ განხრაში ჩნდება დაქვეითებული ან უარყოფითი T კბილი, იშემიური დაავადების სხვა ნიშნების არარსებობის ფონზე.

მოგვიანებითი სტადია

ჰიპერტროფირებული კარდიომიოპათიის მოგვიანებით სტადიაში, ვითარდება მიოკარდიუმის მძიმე დაზიანების კლინიკური ნიშნები: პროგრესირებადი გულის უკმარისობა გამოხატული შეგუბებით სისხლის მიმოქცევის დიდ ან მცირე წრეში, გულის ზომების მნიშვნელოვანი გადიდება მისი ყველა საკნის ზომაში მომატების ხარჯზე, არითმიის სხვადასხვა ტიპები და გამტარობის დარღვევები.
ზოგიერთ ავადმყოფში არითმია წარმოადგენს წამყვან სინდრომს დაავადების ადრეულ სტადიაზეც, გულის უკმარისობის ნიშნების განვითარებამდე.
მოგვიანებით სტადიაზე კარდიომიოპათიის სერიოზული გართულებაა თავის ტვინის, თირკმლების, ელენთის, აგრეთვე პერიფერიული სისხლძარღვების თრომბოემბოლია.

დიაგნოსტიკა

ხანში შესულ ასაკში, ხშირად, კარდიომიოპათიის დიფერენცირება გვიხდება გულის იშემიური დაავადებისგან კარდიოსკლეროზის განვითარებით.
თუმცა ეს პაციენტები ანამნეზში არ აღნიშნავენ სტენოკარდიას, მოიკარდიუმის ინფარქტის, სხვა ლოკალიზაციის ათეროსკლეროზის კლინიკურ ნიშნებს.
ფიდლერის ქრონიკული მიოკარდიტის გარდა, ახალგაზრდა ასაკის ავადმყოფებში დიფერენცირებისას, აუცილებელია მხედველობაში ვიქონიოთ ზოგიერთი სისტემური დაავადება, მაგალითად პირველადი ამილოიდოზი გულის უპირატესი დაზიანებით.
თუმცა ამასთან ერთად, აგრეთვე აღინიშნება სხვა ორგანოების დაზიანების ნიშნებიც. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები


კარდიომიოპათიალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🫀 კარდიომიოპათია – გაურკვეველი ეტიოლოგიის გულის კუნთის დაზიანება.
⭕️ კარდიომიოპათია, ჩვეულებრივ, ვითარდება თანდათანობით. ზოგჯერ დაავადების დაწყებიდანვე, მიოკარდიუმის დაზიანება ვლინდება კუნთოვანი ძაფების ჰიპერტროფიით.
📍 თანდათანობითად განვითარებული ჰიპერტროფია, შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში არ გამომჟღავნდეს. მან შეიძლება თანაბრად მოიცვას გულის ყველა საკანი, ან უპირატესად მარცხენა პარკუჭი, ან პარკუჭთაშუა ძგიდე.
🔎 ჰიპერტროფირებული კარდიომიოპათიის მოგვიანებით სტადიაში, ვითარდება მიოკარდიუმის მძიმე დაზიანების კლინიკური ნიშნები:
✔️ პროგრესირებადი გულის უკმარისობა;
✔️ გულის ზომების მნიშვნელოვანი გადიდება მისი ყველა საკნის ზომაში მომატების ხარჯზე;
✔️ არითმიის სხვადასხვა ტიპები;
✔️ გამტარობის დარღვევები.
🧠 მოგვიანებით სტადიაზე კარდიომიოპათიის სერიოზული გართულებაა თავის ტვინის, თირკმლების, ელენთის, აგრეთვე პერიფერიული სისხლძარღვების თრომბოემბოლია.
👉 შეიტყვეთ მეტი კარდიომიოპათიის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3Q6dkl3
#კარდიომიოპათია #რაარისკარდიომიოპათია #კარდიომიოპათიისსიმპტომები #კარდიომიოპათიისნიშნები #კარდიომიოპათიისმკურნალობა #კარდიომიოპათიისდიაგნოსტიკა #კარდიომიოპათიისგართულებები #გულისკუნთისდაზიანება #ტერფებისშეშუპება #მუცლისშეშუპება #მკერდისტკივილი #თავბრუსხვევა #დაღლილობა #სუნთქვისგაძნელება #პალპიტაციები #გულისუკმარისობა #გულისჰიპერტროფია #არითმია #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


 ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
 როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
 დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 

 

 

Azerbaijani Azerbaijani English English Georgian Georgian Russian Russian Turkish Turkish