მიოკარდიტი

მიოკარდიტი myocarditis
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

მიოკარდიტი – მიოკარდიუმის უპირატესად ანთებითი დაზიანება.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

მიმდინარეობის მიხედვით მიოკარდიტი შეიძლება იყოს მწვავე, ქვემწვავე ან ქრონიკული. მწვავე მიოკარდიტი ხშირად ვითარდება ინფექციური დაავადებებისას, მაგალითად ვირუსული გრიპი) და ბაქტერიული (დიფთერია) ეტიოლოგიის, აგრეთვე მწვავე ალერგიული რეაქციების (წამლისმიერი აუტანლობა) დროს.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ძირითადი დაავადების ნიშნებთან ერთად აღინიშნება ტაქიკარდია, გულის რიტმის და გამტარებლობის სხვა დარღვევები, ქოშინი. აუსკულტაციით მოისმინება გულის ტონების, განსაკუთრებით I ტონის, შესუსტება, მწვერვალზე არამკაფიო სისტოლური შუილი. რენტგენოლოგიური გამოკვლევით შეიძლება ინახოს გულის გარდამავალი გაფართოება. შეგუბებითი გულის უკმარისობის ნიშნები ჩვეულებრივ ზომიერად არის გამოხატული.
ზოგიერთ ავადმყოფთან გულის დაზიანება ვლინდება გადატანილი ინფექციის, მათ შორის ზომიერად გამოხატული კატარული მოვლენების შემდეგ. ამასთან ერთად, აღინიშნება მკვეთრი ტკივილები გულის არეში, უმნიშვნელო ცვლილებები ეკგ – ზე (ძირითადად S – T სეგმენტის და T კბილის). ასეთ შემთხვევებში მიოკარდიტის დიფერენცირება მიოკარდიუმის დისტროფიისგან, რომელიც ხშირად ხანგრძლივად მიმდინარეობს, საკმაოდ რთულია. მიოკარდიტის საპირისპიროდ მეტყველებს გულის უკმარისობის, მისი გადიდების, ეკგ – ზე სწრაფი დინამიკის არარსებობა.
ქრონიკული მიოკარდიტი უპირველეს ყოვლისა აღინიშნება რევმატიზმის დროს, აგრეთვე კოლაგენოზური დაავადებების დროს. ფიდლერის არასპეციფიკური (იდიოპათიკური) მიოკარდიტი – შედარებით იშვიათი დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს გულის პროგრესირებადი უკმარისობით, გულის ყველა საკნის გაფართოებით, რიტმისა და გულშიდა გამტარობის დარღვევით, თრომბოემბოლიებით.
დაავადება იწყება უცაბედად, ცხელებით, ნეიტროფილური ლეიკოციტოზით, ედს – ის მომატებით. ჩვეულებრივ ადგილი აქვს გამოხატულ ცვლილებებს ეკგ – ზე, რომლებიც გამოხატავენ გულის საკნების ჰიპერტროფიას, ნაწიბუროვან ცვლილებებს.
ფიდლერის მოიკარდიტის მიმდინარეობა შეიძლება იყოს მრავალფეროვანი – მწვავე მიმდინარეობით დაწყებული, რომელიც სწრაფად პროგრესირებს და მთავრდება ლეტალურად დაავადების დაწყებიდან 1 – 3 თვეში, ქრონიკულით დამთავრებული, რომელიც შედარებით კეთილთვისებიანია და ნელა პროგრესირებს. ამასთან ერთად გულის უკმარისობის სიმპტომები ზომიერადაა გამოხატული და ვლინდება დაავადების მოგვიანებით სტადიაზე.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

მიოკარდიტილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🫀 მიოკარდიტი – მიოკარდიუმის უპირატესად ანთებითი დაზიანება
📌 მიმდინარეობის მიხედვით ის შეიძლება იყოს:
➡️ მწვავე – ხშირად ვითარდება:
✔️ ინფექციური დაავადებების დროს (მაგ. ვირუსული გრიპი);
✔️ ბაქტერიული (დიფთერია) ეტიოლოგიის დაავადებების დროს;
✔️ მწვავე ალერგიული რეაქციების (წამლისმიერი აუტანლობა) დროს;
➡️ ქვემწვავე
➡️ ქრონიკული
🔎 ზოგიერთ ავადმყოფთან გულის დაზიანება ვლინდება გადატანილი ინფექციის, მათ შორის ზომიერად გამოხატული კატარული მოვლენების შემდეგ
👉 შეიტყვეთ მეტი მიოკარდიტის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3uTKz1N
#მიოკარდიტი #გულისკუნთისანთება #მიოკარდიტისსიმპტომები #მიოკარდიტისნიშნები #მიოკარდიტისგამომწვევიმიზეზები #მწვავემიოკარდიტი #ქვემწვავემიოკარდიტი #ქრონიკულიმიოკარდიტი #გულისდაზიანება #კარდიოლოგია #კარდიოლოგიურიდაავადებები #ჰაერისუკმარისობა #გულისცემისაჩქარება #არარეგულარულიგულისრიტმი #ფეხებისშეშუპება #გულმკერდისტკივილი #კისრისტკივილი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

 


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian