ლალი დათეშიძე
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. კარდიომიოპათია
კარდიომიოპათია – გაურკვეველი ეტიოლოგიის გულის კუნთის დაზიანება. ზოგჯერ კარდიომიოპათიის დიფერენცირება გვიხდება ფიდლერის იდიოპათიკური მიოკარდიტისგან, რომელიც ხასიათდება ანთებითი მოვლენების უფრო მკაფიოდ განვითარებით. რიგ შემთხვევებში, საფუძვლიანი გამოკითხვის შედეგად, შეიძლება დავადგინოთ კარდიომიოპათიის გამომწვევი მიზეზი (მაგალითად ალკოჰოლის ხანგრძლივად, ბოროტად გამოყენება.).
კარდიომიოპათია, ჩვეულებრივ, საფუძველშივე ვითარდება თანდათანობით. ზოგჯერ დაავადების დაწყებიდანვე, მიოკარდიუმის დაზიანება ვლინდება კუნთოვანი ძაფების ჰიპერტროფიით. თანდათანობითად განვითარებული ჰიპერტროფია, შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში არ გამომჟღავნდეს. მან შეიძლება თანაბრად მოიცვას გულის ყველა საკანი, ან უპირატესად მარცხენა პარკუჭი, ან პარკუჭთაშუა ძგიდე.
პარკუჭთაშუა ძგიდის ჰიპერტროფიამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთოვანი სუბაორტული სტენოზი. ჰიპერტროფირებული კარდიომიოპათია, განვითარების ადრეულ სტადიაზე, შეიძლება აღმოჩენილ იქნას მხოლოდ სპეციალური გამოკვლევებით: ექოკარდიოგრამის რეგისტრაციით, იშვიათად ეკგ – ით, რომლის ზოგიერთ განხრაში ჩნდება დაქვეითებული ან უარყოფითი T კბილი, იშემიური დაავადების სხვა ნიშნების არარსებობის ფონზე. ჰიპერტროფირებული კარდიომიოპათიის მოგვიანებით სტადიაში, ვითარდება მიოკარდიუმის მძიმე დაზიანების კლინიკური ნიშნები.: პროგრესირებადი გულის უკმარისობა გამოხატული შეგუბებით სისხლის მიმოქცევის დიდ ან მცირე წრეში, გულის ზომების მნიშვნელოვანი გადიდება მისი ყველა საკნის ზომაში მომატების ხარჯზე, არითმიის სხვადასხვა ტიპები და გამტარობის დარღვევები. ზოგიერთ ავადმყოფში არითმია წარმოადგენს წამყვან სინდრომს დაავადების ადრეულ სტადიაზეც, გულის უკმარისობის ნიშნების განვითარებამდე. მოგვიანებით სტადიაზე კარდიომიოპათიის სერიოზული გართულებაა თავის ტვინის, თირკმლების, ელენთის, აგრეთვე პერიფერიული სისხლძარღვების თრომბოემბოლია. ხანში შესულ ასაკში, ხშირად, კარდიომიოპათიის დიფერენცირება გვიხდება გულის იშემიური დაავადებისგან კარდიოსკლეროზის განვითარებით. თუმცა ეს პაციენტები ანამნეზში არ აღნიშნავენ სტენოკარდიას, მოიკარდიუმის ინფარქტის, სხვა ლოკალიზაციის ათეროსკლეროზის კლინიკურ ნიშნებს. ფიდლერის ქრონიკული მიოკარდიტის გარდა, ახალგაზრდა ასაკის ავადმყოფებში დიფერენცირებისას, აუცილებელია მხედველობაში ვიქონიოთ ზოგიერთი სისტემური დაავადება, მაგალითად პირველადი ამილოიდოზი გულის უპირატესი დაზიანებით. თუმცა ამასთან ერთად, აგრეთვე აღინიშნება სხვა ორგანოების დაზიანების ნიშნებიც.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 8563 times by 3838 viewers



