გულის უკმარისობა

გულის უკმარისობა
არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

გულის უკმარისობა – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია გულის, როგორც ტუმბოს, მუშაობის მოშლით, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის ადეკვატურ მიმოქცევას.
პათოლოგიური მდგომარეობების გამოვლინებები და შედეგები, რომლებიც აზიანებენ მიოკარდს ან აფერხებენ გულის მუშაობას შემდეგია: გულის იშემიური დაავადება, გულის მანკები, არტერიული ჰიპერტენზია, ფილტვების, მიოკარდის დიფუზური დაზიანება, მიოკარდის დისტროფია – (მათ შორის თირეოტოქსიკური, სპორტული და სხვ.), მიოკარდიოპათიები – (მათ შორის ალკოჰოლური) და სხვ.


გულის უკმარისობის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე”
ომეგა-3


ეტიოლოგია, პათოგენეზი

გულის უკმარისობის შედეგს და გამოვლინებას წარმოადგენს სისხლავსების, სისხლდინების ან (და) წნევის შემცირება ან გაზრდა სისხლის მიმოქცევის ამა თუ იმ ცენტრალურ და პერიფერიული განყოფილებებში.
ეს ცვლილებები წარმოიქმნება არა მხოლოდ როგორც გულის სატუმბი ფუნქციის მოშლის პირდაპირი მექანიკური შედეგი, არამედ როგორც არაადეკვატური ადაპტაციური რეაქციების შედეგი.
ამგვარ რეაქციებს მიეკუთვნება ტაქი – და ბრადიკარდია, სისხლძარღვოვანი პერიფერიული და ფილტვისმიერი წინააღმდეგობა, სისხლის მიმოქცევის ,,ცენტრალიზაცია” და სისხლის ავსების გადანაწილების სხვა ფორმები, სითხის, ნატრიუმის შეკავება, გულის ცალკეული საკნების ჰიპერტროფია და გაფართოება და სხვ.
ჰემოდინამიკის დარღვევები თავის მხრივ იწვევენ პათოლოგიურ ცვლილებებს როგორც გულში და სისხლძარღვებში, ასევე სხვა ორგანოებსა და სისტემებში და იწვევს დაზიანებებს, რომლებიც ზღუდავენ ავადმყოფის სასიცოცხლო აქტივობას და საბოლოო ჯამში, ხიფათს უქმნიან მის სიცოცხლეს.
გულის უკმარისობის სხვადასხვა ფორმები და სტადიები ხასიათდებიან განსხვავებული სიმპტომებითა და მიმდინარეობით.

კლინიკური ფორმები

1. შეგუბებითი მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა დამახასიათებელია მიტრალური მანკისათვის, გულის იშემიური დაავადების მძიმე ფორმებისათვის – განსაკუთრებით არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულებში.
მაღალი წნევა ფილტვის ვენებში ხელს უწყობს მარცხენა პარკუჭის შესებასა და გულის საკმაო წუთმოცულობის შენარჩუნებას.
ამავე დროს, ფილტვებში შეუბებითი მოვლენები არღვევენ გარეგანი სუნთქვის ფუნქციას და წარმოადგენენ ავადმყოფის მდგომარეობის დამამძიმებელ ფაქტორებს, გულის უკმარისობის ამ ფორმის დროს.
გამოვლინებები: ქოშინი, ორთოპნოე, ფილტვებში შეგუბებითი მოვლენების აუსკულტაციური და რენტგენოლოგიური ნიშნები, კარდიალური ასთმა და ფილტვების შეშუპება, მეორადი ფილტვისმიერი ჰიპერტენზია, ტაქიკარდია;
2. მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა დამახასიათებელია აორტის მანკისათვის, გულის იშემიური დაავადებისათვის, არტერიული წნევისთვის.
გამოვლინებები: ტვინის სისხლის მიმოქცევის უკმარისობა – (თავბრუსხვევა, თვალებში დაბნელება, გულის წასვლა), კორონარული უკმარისობა.
მძიმე შემთხვევებში შესაძლოა ჩეინ – სტოქსის სუნთქვა, გალოპის პრესისტოლური რიტმი – (პათოლოგიური მეოთხე ტონი), შეგუბებითი მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობის კლინიკური გამოვლინებები.
ტერმინალურ სტადიაში შესაძლოა თან დაერთოს მარჯვენა პარკუჭის უკმარისობაც.
3. შეგუბებითი მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა დამახასიათებელია მიტრალური და ტრიკუსპიდალური მანკისათვის, კონსტრიქციული პერიკარდიტისთვის.
ჩვეულებრივ უერთდება შეგუბებით მარცხენაპარკუჭოვან უკმარისობას. გამოვლინებებია: კისრის ვენების დაბერვა, მაღალი ვენური წნევა, აკროციანოზი, ღვიძლის გადიდება, სუბიქტერულობა, შეშუპებები;
4. მარჯვენაპარკუჭოვანი უკმარისობა დამახასიათებელია ფილტვის არტერიის სტენოზისათვის, ფილტვისმიერი ჰიპერტენზიისათვის.
დიაგნოსტირდება ძირითადად რენტგენოლოგიურად. შესაძლოა გამოვლინდეს ამ ფორმის სხვა ნიშნებიც: ქოშინი ფიზიკური დატვირთვის მკაცრად განსაზღვრული ზღურბლოვანი დონის დროს, მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფია – პალპატორული, შემდეგში კი მისი ეკგ – ს ნიშნებიც; განსაკუთრებულ მძიმე შემთხვევებში აღინიშნება კანის საფარველის რუხი შეფერილობა;
5. დისტროფული ფორმა. როგორც წესი, წარმოადგენს მარჯვენაპარკუჭოვანი უკმარისობის ტერმინალურ სტადიას.
ვარიანტები: ა) კახექსიური; ბ) შეშუპებულ – დისტროფული, კანის დისტროფული ცვილებებით, შეშუპებებით; განსაკუთრებით გამოხატულ შემთხვევებში – ანასარკა; გ) არაკორეგირებული მარილოვანი გამოფიტვა.

საკუთრივ გულის ცვლილებები

რიგ შემთხვევებში პირველ პლანზე გამოდის საკუთრივ გულის ცვლილებები (კარდიომეგალია, ატრიომეგალია, მოციმციმე არითმია), რაც საშუალებას იძლევა ვილაპარაკოთ გულის უკმარისობის ,,ცენტრალური” ფორმის შესახებ.
როგორც განსაკუთრებული ფორმებს, სისხლის მიმოქცევის დარღვევის სპეციფიკური მექანიზმითა და გამოვლინებებით, განიხილავენ გულის უკმარისობას გულის თანდაყოლილი ,,ლურჯი” მანკების დროს, ასევე ფილტვისმიერი გულის, თირეოტოქსიკოზის, ანემიის, ღვიძლის ციროზის, დროს.
ავადმყოფებს ბავშვობიდან შესაძლოა განუვითარდეთ ,,პასიური ადაპტაცია” (სხეულის მცირე წონა და სიმაღლე, არასაკმარისი ფიზიკური განვითარება, მკვეთრად დაქვეითებული ფიზიკური აქტივობა, ინფანტილიზმი).
გულის უკმარისობის ჩამოთვლილი ფორმები გვხვდება სხვადასხვა კომბინაციაში, ხშირად ხერხდება მხოლოდ წამყვანი ფორმის გამოყოფა.

შეგუბებითი გულის უკმარისობის განვითარების სტადიები და სიმძიმის ხარისხი.

გულის უკმარისობის მრავალრიცხოვანი ნიშნებიდან აუცილებელია გამოვყოთ ისინი, რომელთაგან თითოეული საკმარისია კონკრეტული სტადიის განსასაზღვრავად.
I სტადია: გულის უკმარისობის სუბიექტური სიმპტომები ზომიერი ან შედარებით მნიშვნელოვანი დატვირთვების დროს;
II ა სტადია 1) გულის უკმარისობის გამოხატული სუბიექტური სიმპტომები უმნიშვნელო დატვირთვების დროს; 2) ორთოპნოე; 3) მოხრჩობის შეტევები; რენტგენოგრაფიული, რიგ შემთხვევებში – მეორადი ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის ელექტროკარდიოგრაფული ნიშნები; 5) განმეორებითი შეშუპებები; 6) ღვიძლის განმეორებითი გადიდება; 7) კარდიომეგალია ამ სტადიის სხვა ნიშნების გარეშე; 8) მოციმციმე არითმია ამ სტადიის სხვა ნიშნების გარეშე.
სტადია II ბ: 1) კარდიალური ასთმის განმეორებითი შეტევი; 2) მუდმივი პერიფერიული შეშუპებები; 3) არსებითი შეშუპებები – მუდმივი ან განმეორებითი; 4.) ღვიძლის მყარი გადიდება, რომეეიც მკურნაობის პროცესში შესაძლოა შემცირდეს, მაგრამ იგი კვლავ გადიდებული რჩება; 5) ატრიომეგალია; 6) კარდიომეგალია შერწყმულ წინა სტადიის თუნდაც ერთ ნიშანთან; 7) მოციმციმე არითმია შეწყმულ წინა სტადიის თუნდაც ერთ ნიშანთან.
III სტადია: ტერმინალური: 1) მძიმე სუბიექტური დარღვევები მინიმალური დატვირთვების ან მოსვენებითი მდგომარეობის დროს; 2) კვირის განმავლობაში კარდიალური ასთმის მრავალჯერადი ეპიზოდები; 3) ორგანოებისა და ქსოვილების დისტროფული ცვლილებები.
თუკი არსებობს თუნდაც ერთი ,,საკმარისი” ნიშანი უფრო მძიმე სტადიის, საჭიროა დადგენილ იქნას სწორედ ეს სტადია. პრიორიტეტი ეძლევა კლინიკურ კრიტერიუმებს.
განსაკუთრებით არსებითი ,,პირდაპირი” გამოვლინებები გულის უკმარისობისა, რომლებიც განსაზღვრავენ ავადმყოფის სიცოცხლის ხარისხს, ფასდება შკალით, რომელიც მიღებულია ნიუ – იორკის კარდიოლოგიური ასოციაციის მიდიფიცირებული კლასიფიკაციის საერთაშორისო პრაქტიკაში.

ფუნქციონალური კლასები

ფუნქციონალური კლასები განისაზღვრება ქოშინის, გულის ფრიალის, ანგინოზური ტკივილების გამოვლინებით.
ეს გამოვლინებები არ არსებობენ 0 ფუნქციონალური კლასის დროს.
I – IV კლასების დროს ისინი წარმოიქმნება ამა თუ იმ ინტენსივობის დატვირთვის დროს; ფიზიკური აქტივობისადმი ტოლერანტობის შესაფასებლად ტარდება სინჯები დოზირებული ფიზიკური დატვირთვით (ველოერგომეტრი, ტრედმილი).
გულის იშემიური დაავადების მწვავე და ქვემწვავე ფორმების, აორტული და სუბაორტული სტენოზის, მაღალი არტერიული ჰიპერტენზიის, გამოხატული გულის უკმარისობის დროს ისინი უკუნაჩვენებია.
ვრცელ დიაგნოზში საჭიროა ფიგურირებდეს გულის უკმარისობის ფორმა და ხარისხი, ასევე მისი ძირითადი გამოვლინებები: მოციმციმე არითმია, კარდიალური ასთმა (იშვიათი, ხშირი ეპიზოდები), ფილტვების შეშუპება, მეორადი ფილტვისმიერი ჰიპერტენზია, ასციტი, ჰიდროპერიკარდი, ანასარკა, კახექსია, კარდიომეგალია, ატრიომეგალია.
საჭიროა ობიექტურად შეფასდეს სუბიექტიური სიმპტომები და იმაში დარწმუნება, რომ ისინი განპირობებულია სწორედ გულის უკმარისობით და არა სხვა მიზეზით, – ისეთით, როგორიცაა მაგალითად ფილტვების დაავადებები ან ნევროზული რეაქცია.
საეჭვო შემთხვევებში აუცილებელია გამოირიცხოს ფილტვების, თირკმელების უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, მიქსედემა.

მკურნალობა

რეჟიმი და დიეტა: პირველი სტადია: შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა, ზომიერი ფიზიკური ვარჯიშები – (მაგრამ არა სპორტი).
შედარებით მძიმე სტადიებში ფიზიკური დატვირთვები იზღუდება, პერიოდულად ან მუდმივად ინიშნება წოლითი, ნახევრადწოლითი რეჟიმი.
დიეტა – სრულყოფილი, ადვილად ასათვისებელი, ცილებით, ვიტამინებით, კალიუმით მდიდარი საკვები.
სითხის შეკავებისადმი მიდრეკილების არსებობისას და არტერიული ჰიპერტენზიის დროს ნაჩვენებია სუფრის მარილის ზომიერი შეზღუდვა.
მასიური შეშუპებებისას შესაძლოა დანიშნული იქნას ხანმოკლე, მკაცრი უმარილო დიეტა.
ეფექტურია განტვირთვის დღეები, რომელთა განმავლობაში გამოიყენება ერთგვაროვანი, ადვილად ასათვისებელი, ნატრიუმის ქლორიდით ღარიბი საკვები (ბრინჯის, ვაშლის და სხვ.).
სანატორული მკურნალობა ნაჩვენებია პირველ და მეორე სტადიებზე, ხოლო გამონაკლისის სახით მესამე სტადიაზეც.
მედიკამენტოზური თერაპია განსხვავებულია გულის უკმარისობის სხვადასხვა ფორმის, გამოვლინებების და წარშობის დროს. იგი საჭიროა ჩატარდეს შეზღუდული ფიზიკური აქტივობის ფონზე. 
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები


გულის უკმარისობა – ქ-ნ ლალი დათეშიძისა და ბ-ნ არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🫀 გულის უკმარისობა – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია გულის, როგორც ტუმბოს, მუშაობის მოშლით, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის ადეკვატურ მიმოქცევას
📌 გულის მუშაობას აფერხებს შემდეგი ფაქტორები:
✅ გულის იშემიური დაავადება;
✅ გულის მანკები;
✅ არტერიული ჰიპერტენზია;
✅ ფილტვების, მიოკარდის დიფუზური დაზიანება;
✅ მიოკარდის დისტროფია;
✅ მიოკარდიოპათიები
🏋️ გულის უკმარისობის პირველი სტადიის დროს აუცილებელია შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა, ზომიერი ფიზიკური ვარჯიშები (მაგრამ არა სპორტი)
🚫 შედარებით მძიმე სტადიებში ფიზიკური დატვირთვები იზღუდება, პერიოდულად ან მუდმივად ინიშნება წოლითი, ნახევრადწოლითი რეჟიმი
🍏 დიეტა – სრულყოფილი, ადვილად ასათვისებელი, ცილებით, ვიტამინებით, კალიუმით მდიდარი საკვები
👉 გაიგეთ მეტი გულის უკმარისობის სხვადასხვა ფორმის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3zI0dQJ
#გულისუკმარისობა #გულისუკმარისობისნიშნები #გულისუკმარისობისსიმპტომები #გულისუკმარისობისპროფილაქტიკა #გულისუკმარისობისმკურნალობა #თავბრუსხვევა #დაღლილობა #ჰაერისუკმარისობა #ტერფისშესუპება #მადისდაკარგვა #გულისიშემიურიდაავადება #გულისმანკები #არტერიულიჰიპერტენზია #მიოკარდიუმისდიფუზურიდაზიანება #მიოკარდიოპათიები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


 ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
 როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
 დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება


სოც.ქსელები: 1 ,