სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ფილტვების შეშუპებაფილტვების შეშუპება – ვითარდება სისხლძარღვებიდან სისხლის თხიერი ნაწილის გასვლის შედეგად ფილტვების სასუნთქ სივრცეში, ფილტვის ვენებსა და კაპილარებში სისხლის წნევის მომატების, ან ალვეოლურ – კაპილარული კედლის გამავლობის გაზრდის შედეგად. ყველაზე ხშირად ფილტვების შეშუპება ვითარდება მწვავე მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობის შედეგად, რასაც თან მოსდევს სისხლის შეგუბება ფილტვის ვენებში და მათში წნევის მომატება. ეს მდგომარეობა თავისი ხასიათით და გამოვლინებებით ახლოსაა გულის ასთმასთან (იხ.). ფილტვების შეშუპება აღინიშნება მიოკარდიუმის ინფარქტის, ათეროსკლეროზული კადრიოსკლეროზის, მიტრალური სტენოზის, ჰიპერტონული დაავადების, განსაკუთრებით ჰიპერტონული კრიზების, დროს. ფილტვების შეშუპების განვითარებას შეიძლება ხელი შეუწყოს ინფექციურმა დაავადებებმა, რომლებიც დაკავშირებულია მძიმე ინტოქსიკაციასთან, კრუპოზულმა პნევმონიამ, განსაკუთრებით ხანში შესულ ასაკში.

სიმპტომები. ჩვეულებრივ ფილტვების შეშუპება ვითარდება იმ ძირითადი დაავადების კლინიკური ნიშნების არსებობის ფონზე, რომელიც იწვევს გულის მწვავე უკმარისობას. არც თუ იშვიათად ავადმყოფებს შეშუპებამდეც აღენიშნებათ ქოშინი მოსვენებით მდგომარეობაში. ფილტვების შეშუპების დაწყებასთან და მის განვითარებასთან ერთად, ქოშინი მნიშვნელოვნად ძლიერდება, ვითარდება ხველა ჩვეულებრივ არცთუ დიდი რაოდენობით ქაფიანი ნახველის გამოყოფით, ზოგჯერ მოვარდისფრო ფერის. ავადმყოფს ლოგინში აქვს იძულებით მჯდომარე მდგომარეობა. კანის საფარველი ფერმკრთალია, ციანოზური ელფერით, სველი. სუნთქვა მკვეთრად გახშირებულია. ფილტვებში მოისმინება მრავლობითი და მრავალფეროვანი სველი ხიხინები, სუნთქვა გაძლიერებულია. პულსი მკვეთრად გახშირებულია, ჩვეულებრიც სუსტი ავსების. არტერიული წნევა ხშირად

ფილტვების შეშუპება

დაქვეითებულია კლინიკურად და ელექტროკარდიოგრაფიულად აღინიშნება გულის შესაბამისი დაავადების ნიშნები. რენტგენოლოგიურად ვლინდება ფილტვის ქსოვილის, ჩვეულებრივ საშუალო და დიდი ზომის, ინფილტრაციის მსგავსი უბნები. ფილტვების შეშუპება შეიძლება ხასიათდებოდეს მწვავე მიმდინარეობით, მკვეთრი კლინიკური გამოვლინებებით, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ავადმყოფის სიცოცხლეს. თუმცა შესაძლებელია დაავადების ფილტვების შეშუპების ნაკლებად მძიმე, ქვემწვავე და გახანგრძლივებული მიმდინარეობა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით დამახასიათებელია, როცა შეშუპება ვითარდება თირკმლის ან გულის ქრონიკული უკმარისობის ფონზე. ამასთან ერთად ფილტვებში განვითარებულ გაზთა ცვლის დარღვევას მივყავართ მჟავა – ტუტოვანი წონასწორობის მკვეთრ გადახრამდე და პირველადი რესპირატორული აციდოზის განვითარებამდე. ფილტვების შეშუპება ასევე შეიძლება განვითარდეს აზოტის ზეჟანგის, საბრძოლო მომწამლავი ნივთიერებების, შხამქიმიკატების შესუნთქვის გავლენით, ალვეორალურ – კაპილარული კედლის ტოქსიკური დაზიანების შედეგად. ფილტვების შეშუპება, აგრეთვე ფილტვების ალერგიული შეშუპება, თავისი წარმოშობით, ამ პათოლოგიას უახლოვდება ქრონიკული ურემიის, თირკმლისმიერი ან დიაბეტური კომის დროს. ამ შემთხვევებში შეშუპების გამოვლინებები მსგავსია მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობის სიმპტომებისა. თუმცა შესაძლებელია კლინიკურად უფრო კეთილსაიმედო მიმდინარეობა, მცირედ გამოხატული ქოშინით, მცირე რაოდენობით ხიხინებით, ფილტვების შეშუპების მკვეთრად გამოხატული რენტგენოლოგიური ცვლილებების ფონზე. კლინიკურად ჩვეულებრივ პრევალირებს შეშუპების გამომწვევი ძირითადი პათოლოგიის ნიშნები. ყურადღება უნდა გავამახვილოთ, რომ ზოგიერთი ინტოქსიკაციების დროს (მაგ. აზოტის ჟანგებით) ტოქსიკური ნივთიერების შესუნთქვასა და ფილტვების შეშუპების კლინიკურ გამოვლინებას შორის, შესაძლებელია იყოს საკმაოდ ხანგრძლივი ფარული პერიოდი, რომელიც ზოგჯერ რამოდენიმე დღე გრძელდება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 2203 times by 1377 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka