სტენოკარდია

სტენოკარდია – (stenokardia; ბერძ. stenos მოჭერილი, ვიწრო + kardia გული: სინონიმი: ჰებერდენის დაავადება, angina pectoris)  – მიოკარდიუმის მწვავე იშემიის სიმპტომი, რომელიც ვლინდება გულმკერდში ტკივილის შეტევით. გამოწვეულია მიოკარდის სისხლით მომარაგების მწვავე უკმარისობით.
უმრავლეს შემთხვევაში სტენოკარდია განპირობებულია გულის გვირგვინოვანი არტერიების ათეროსკლეროზით;
ამ უკანასკნელის საწყის სტადიაში არტერიის სანათურის გაფართოების შეზღუდვა იწვევს მიოკარდის სისხლით მომარაგების მწვავე დეფიციტს მნიშვნელოვანი ფიზიკური და (ან) ემოციური გადაძაბვების დროს.
არაიშვიათად ახლავს შიშის გრძნობა და რიგი ვეგეტატიური ფუნქციების დარღვევები.

სტენოკარდიის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე”

ომეგა-3 


შეტევის განვითარებას ხელს უწყობს სისხლის დინების შემცირება კორონარული არტერიებისაკენ (არტერიული, განსაკუთრებით დიასტოლური ჰიპოტენზია, ვენური ჰიპოტენზია); სანაღვლე გზების, საყლაპავის, ხერხემლის კისრისა და გულმკერდის ნაწილის თანმხლები დაავადებების დროს პათოლოგიური, რეფლექტორული გავლენა;
კორონარული არტერიების სანათურის მწვავე შევიწროება.

შეტევის ჩაცხრომის ძირითადი მექანიზმებია:

  • გულის კუნთის მუშაობის სწრაფი და მნიშვნელოვანი შემცირება (დატვირთვის შეწყვეტა, ნიტროგლიცერინის მოქმედება)
  • კორონარულ არტერიებში სისხლის ადეკვატური დინების აღდგენა.

შეტევების სიხშირის შემცირებისა და მათი შეწყვეტის ძირითადი პირობებია:

  • ავადმყოფის დატვირთვის რეჟიმის შეგუება მისი კორონარული კალაპოტის სარეზერვო შესაძლებლობებთან;
  • მიოკარდის კოლატერალური სისხლის მიმოქცევის გზების განვითარება;
  • თანმხლები დაავადებების გამოვლინებების ჩაცხრომა;
  • სისტემური სისხლის მიმოქცევის სტაბილიზაცია;
  • მიოკარდის ფიბროზის განვითარება მისი იშემიის ზონაში.

სიმპტომები, მიმდინარეობა

სტენოკარდიის დროს ტკივილი ყოველთვის გამოირჩევა შემდეგი ნიშნებით:

1. აქვს შეტევითი ხასიათი, ანუ აქვს მკაფიოდ გამოხატული წარმოქმნის და შეწყვეტის, ასევე შესუსტების დრო; 2. ტკივილი წარმოიქმნება გარკვეული პირობებისა და გარემოებების დროს; 3. ქრება და საერთოდ წყდება ნიტროგლიცერინის მოქმედებით (1 – 3 წუთის შემდეგ მისი სუბლინგვალური მიღებიდან).
დაძაბვის სტენოკარდია ყველაზე უფრო ხშირად ვითარდება სიარულის დროს (მოძრაობის აჩქარებისას, მთაზე ასვლისას, მკვეთრი შემხვედრი ქარის დროს, ჭამის შემდეგ სიარულისას ან მძიმე ტვირთის ტარების დროს), ასევე სხვა ფიზიკური დატვირთვის ან (და) მნიშვნელოვანი ემოციური დაძაბულობის დროს.
ის, რომ ფიზიკური დატვირთვა განაპირობებს ტკივილს, გამოიხატება იმაში, რომ დატვირთვის გაგრძელებისას ან გაზრდისას განუხრელად მატულობს ტკივილის ინტენსივობაც, ხოლო შეწყვეტისას ტკივილი სუსტდება და რამოდენიმე წუთში ქრება.
ტკივილის სამი დასახელებული თავისებურება საკმარისია სტენოკარდიული შეტევის კლინიკური დიაგნოზის დასადგენად და მის გამოსაცალკევებლად გულის არეში და საერთოდ, გულმკერდში განვითარებული სხვა ტკივილებისაგან. სტენოკარდიის გამოცნობა ხშირად ხერხდება ექიმთან ავადმყოფის პირველივე მიმართვისას.

ნიშნები

შემდეგი ნიშნები ავსებენ სტენოკარდიის კლინიკურ დახასიათებას, მაგრამ მათი არარსებობა არ გამორიცხავს ამ დიაგნოზს:
1. ტკივილის ლოკალიზაცია მკერდის უკან (განსაკუთრებით ტიპიურია), იშვიათად – კისრის მიდამოში, ქვედა ყბებში და კბილებში, ხელებში, ბეჭში (ხშირად მარცხნივ), გულის მიდამოში;
2. ტკივილის ხასიათი – მოჭერითი, ზეწოლითი, იშვიათად მწვავე, ან მკერდში უცხო სხეულის შეგრძნება (ზოგჯერ ავადმყოფს აქვს არა ტკივილის შეგრძნება, არამედ უსიამოვნო შეგრძნება მკერდის უკან და მაშინ იგი უარყოფს საკუთრივ ტკივილის არსებობას);
3. შეტევასთან ერთად არტერიული წნევის მომატება, კანის საფარველის სიფერმკთალე, პულსის სიხშირის ცვლილება, ექსტრასისტოლები. ეს ყველაფერი ახასიათებს დაძაბვის სტენოკარდიას. მოსვენების სტენოკარდია, განსხვავებით დაძაბვის სტენოკარდიისაგან წარმოიქმნება ფიზიკური დატვირთვების გარეშე, ხშირად ღამით, მაგრამ სხვა დანარჩენის მიხედვით აქვს იგივე ნიშნები და ხშირად თან ახლავს ჰაერის უკმარისობა, მოხრჩობის შეგრძნება.
ავადმყოფთა უმრავლესობაში სტენოკარდიის მიმდინარეობა ხასიათდება შედარებითი სტაბილურობით. ამის ქვეშ გულისხმობენ სტენოკარდიის წარმოქმნის ნიშნების გარკვეულ ხანდაზმულობას, როდესაც შეტევები მცირედ იცვლება სიხშირისა და ძალის მიხედვით, ვითარდება ერთი და იმავე ანალოგიური პირობების განმეორებით, არ ვითარდებიან ამ პირობების გარეშე და ქრებიან მოსვენებით მდგომარეობაში (დაძაბვის სტენოკარდია), ან ნიტროგლიცერინის მიღების შემდეგ.

სტაბილური სტენოკარდიის ინტენსივობა კვალიფიცირდება ე. წ. ფუნქციონალური კლასით.

სტენოკარდიაპირველ ფუნქციონალურ კლასსს მიაკუთვნებენ სტაბილურ სტენოკარდიას, რომელიც გამოწვეულია მხოლოდ ჭარბი ფიზიკური დატვირთვით.
თუკი სტაბილური სტენოკარდიის შეტევები წარმოიქმნება ჩვეულებრივი დატვირთვის დროსაც, თუმცა არა ყოველთვის, ასეთ სტენოკარდიას მიაკუთვნებენ მეორე ფუნქციონალურ კლასს, ხოლო როდესაც შეტევები ვითარდება მცირე (საყოფაცხოვრებო) დატვირთვებისას – მიაკუთვნებენ მესამე ფუნქციონალურ კლასს.
მეოთხე ფუნქციონალური კლასი ფიქსირდება ავადმყოფებში, რომლებთაც შეტევები უვითარდებათ მინიმალური დატვირთვების, ზოგჯერ კი მათ გარეშეც კი.

საყურადღებოა

სტენოკარდია განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს თუკი: შეტევა განვითარდა პირველად, განსაკუთრებით – თუკი პირველად განვითარებული შეტევები ხშირდება და ძლიერდება დაავადების პირველივე კვირეებიდანვე; სტენოკარდიის მიმდინარეობა კარგავს თავის სტაბილურობას: შეტევების სიხშირე მატულობს, ისინი ვითარდება სხვა პირობებში (ნაკლები დატვირთვების, დაძაბულობის დროს), ვლინდება დაძაბულობის გარეშეც (მოსვენებით მდგომარეობაში, დილით ადრე), თითქოს გადადიან I – II ფუნქციონალური კლასიდან III – IV ფუნქციონალურ კლასში; ანუ სტენოკარდიის მიმდინარეობა იცვლება, იძენს არსებითად ახალ თვისებებს. ეკგ – ს ცვლილებები (ST სეგმენტის დაწევა, T კბილის ინვერსია, არითმიები), ასევე სისხლის შრატის ფერმენტების აქტივობის ზომიერი მომატება, როგორც წესი, არ ვლინდება, მაგრამ ამ ნიშნების არსებობა დამატებით ადასტურებს სტენოკარდიის არასტაბილურობას.
პრედინფარქტული სტენოკარდია ყოველთვის არ მთავრდება გულის ინფარქტით (ინფარქტის განვითარების ალბათობა შეადგენს დაახლოებით 30% – ს); ეს აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს კლინიკურ დიაგნოსტიკაში.
იშვიათად გვხვდება ე. წ. ვარიანტული (ვაზოსპასტური) სტენოკარდია, რომელიც გამოირჩევა შეტევების სპონტანური ხასიათით, ეკგ – ზე რეგისტრირებული ST სეგმენტის მკვეთრი აწევით, ბეტაბლოკატორებისადმი რეფრაქტერობით (ანაპრილინისადმი და ობზიდანისადმი), მაგრამ კალციუმის იონების ანტაგონისტებისადმი მგრძნობელობით.

დიაგნოზი

ნებისმიერი ფორმების და ვარიანტების დიაგნოზის საფუძველს წარმოადგენს ავადმყოფის სწორად ჩატარებული გამოკითხვა. გაურკვეველ სიტუაციებში ატარებენ სინჯს ფიზიკური დატვირთვით (ველოერგომეტრული სინჯი) ფარულად არსებული კორონარული უკმარისობის გამოვლენის მიზნით.
დიაგნოზის დადგენის ტაქტიკას განსაზღვრავს ძირითადი საკითხების გადაწყვეტის შემდეგი სქემატური თანამიმდევრობა: აქვს თუ არა ტკივილს კორონარული (ანგინოზური) ბუნება? არსებობს თუ არა პრედინფარქტული სტენოკარდიის ნიშნები? დაკავშირებულია თუ არა მიმდინარე გამწვავება გულის იშემიური დაავადების განმავლობაში გულის გარეშე (თანმხლები) დაავადებებზე? მხოლოდ არგუმენტირებული უარყოფითი პასუხი პირველზე სამი კითხვიდან იძლევა უფლებას ვეძებოთ ტკივილის სხვა მიზეზი; ავადმყოფში სხვა დაავადების აღმოჩენა როგორც ტკივილის გამომწვევი წყაროსი, არ გამორიცხავს ერთდროულად სტენოკარდიის შეტევების არსებობასაც.
სტენოკარდიის გართულებები, როგორც წესი, არ აღინიშნება, თუკი იგი არ ხდება კარდიოსკლეროზის პროგრესირების გამოხატულება და თუკი იგი ხდება მიოკარდის ინფარქტის პირველი გამოვლინება. ამიტომ სტენოკარდიის შეტევა, რომელიც გრძელდება 20 – 30 წუთის მანძილზე, ასევე არასტაბილური სტენოკარდია საჭიროებს ელექტროკარდიოგრაფულ და ყველა საჭირო გამოკვლევების ჩატარებას. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები


 ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
 როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
 დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება


სოც.ქსელები: 1 ,

.