სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ინფექციური დაავადებები

ლეპტოსპირალეპტოსპიროზი – მწვავე ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევია ლეპტოსპირების სხვადასხვა სახეობები. ხასიათდება ზოგადი ინტოქსიკაციით, ცხელებით, თირკმელების, ღვიძლის, ნერვული სისტემისა და კუნთების დაზიანებით. მძიმე ფორმების დროს ვითარდება თირკმლის მწვავე უკმარისობა, სიყვითლე და ჰემორაგიული სინდრომი. მიეკუთვნება ზოონოზებს ბუნებრივი კეროვნებით. ადამიანის დასნებოვნება ხდება დაბინძურებული წყალსატევებიდან, იშვიათად საკვები პროდუქტებიდან ან დაინფიცირებულ ცხოველებთან კონტაქტის დროს.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. ლეპტოსპირები წყალსატევებში ძლებენ 25 დღე, სწრაფად იღუპებიან გაცხელებისას, გამოშრობისას, მარილის, შაქრის დამატებისას. საკვებ პროდუქტებზე ძლებენ 1-2 დღე. ლეპტოსპირები მგრძნობიარენი არიან პენიცილინის, ტეტრაციკლინების, ლევოცმიცეტინის მიმართ. ინფექციის შეჭრის კარია კანი. ლეპტოსპირები აღწევენ მიკროტრავმიდან დაინფიცირებულ წყალთან კონტაქტის დროს. შესაძლებელია შეღწევა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსებიდან. დაავადების სიმძიმე დამოკიდებულია მიკროორგანიზმის რეაქტიულობაზე და არა ლეპტოსპირების სეროტიპზე. დაავადების პირველი კვირის განმავლობაში ლეპტოსპირები ვლინდებიან სისხლში.

სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 4-დან 14 დღემდე. (ხშირად 7-9 დღე). დაავადება იწყება მწვავედ, რაიმე პროდრომული სიმპტომების გარეშე. ვლინდება ძლიერი შემცივნება, სხეულის ტემპერატურა პირველივე დღეებშივე აღწევს 39-40 გრადუსს. ავადმყოფები უჩივიან თავის ტკივილის, უძილობას, უმადობას, კუნთების ტკივილს, განსაკუთრებით კანჭის კუნთებისა. ტკივილი კუნთებში იმდენად ძლიერია, რომ ავადმყოფებს სიარული უძნელდებათ. პალპაციით აღინიშნება კუნთების გამოხატული მტკივნეულობა. სახისა და კისრის კანი ჰიპერემიულია; ცხელება გრძელდება 5-10 დღე, ზოგიერთ ავადმყოფთან კი აღინიშნება ცხელების მეორე ტალღა. დაავადების მძიმე ფორმების დროს მე-3-5 დღიდან ვლინდება სკლერებისა და კანის საფარველის იქტერულობა. ამავე პერიოდში ავადმყოფთა 20-50%-ში წარმოიქმნება პოლიმორფული ეგზანთემა. მძიმე ფორმები ხასიათდებიან ჰემორაგიული სინდრომით (პეტექიური გამონაყარი, სისხლჩაქცევა სკლერაში, სიხლჩაქცევები ინექციის ადგილებზე, ცხვირიდან სისხლდენა და სხვ.) ამასთან გვხვდება მძიმე ფორმები ლეტალური გამოსავლით, ურემიის გამო, რომლის დროსაც ადგილი არა აქვს სიყვითლესა და ჰემორაგიულ სინდრომს. მე-5 დღიდან აღინიშნება ღვიძლისა და ელენთის გადიდება. შესაძლებელია გამოვლინდეს მენინგეალური სინდრომი. სისხლში – ნეიტროფილური ლეიოციტოზი, ედსის მომატება. მსუბუქი ფორმები მიმდინარეობს 2-3 დღიანი ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციის ზომიერად გამოხატული სიმპტომებით.

გართულებები: მენინგიტი, ენცეფალიტი, მიელიტი, ირიტები, ირიდოციკლიტები, თირკმლის მწვავე უკმარისობა, პნევმონია, ოტიტი და სხვ. აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოზის გატარება გრიპთან, ჰემორაგიულ ცხელებასთან თირკმლისმიერი სინდრომით, ფსევდოტუბერკულოზთან, ინფექციურ მონონუკლეოზთან, ტიფისმაგვარ დაავადებებთან. დაავადების დამადასტურებელია გამომწვევის გამოყოფა ან სპეციფიკური ანტისხეულების ტიტრის მატება. გამოჯანმრთელების შემდეგ ფორმირდება ხანგრძლივი იმუნიტეტი.

პროგნოზი დაავადების მძიმე ფორმების დროს სერიოზულია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 3053 times by 1777 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka