ყბაყურა

 ეპიდემიური პაროტიტი (ყბაყურა) pertussis
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

ყბაყურა – მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადება; ავადდებიან უპირატესად ბავშვები 15 წლის ასაკამდე; ხასიათდება სანერწყვე ჯირკვლებისა და სხვა ჯირკვლოვანი ორგანოების ანთებით და ზოგჯერ  სეროზული მენინგიტის განვითარებითაც.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

დაავადების გამომწვევია პარამიქსოვირუსი, რომელიც არამდგრადია გარემოში.  ინფექცია გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით; ინფექციის შეჭრის კარია ცხვირის, პირის ღრუს, ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსი.
გამომწვევი ჰემატოგენურად ვრცელდება სხვადასხვა ორგანოებში, ავლენს ტროპიზმს ჯირკვლოვანი ორგანოებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის მიმართ (უმთავრესად ტვინის რბილი გარსები).
განსაკუთრებით ხშირად ზიანდება ყბაყურა ჯირკვლები, რომლებშიც ვითარდება პერიპაროტიტის მოვლენები. დაავადების გადატანის შემდეგ ყალიბდება მყარი იმუნიტეტი.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 11-დან 23 დღემდე. (ხშირად 15-20 დღე). დაავადება იწყება სხეულის ტემპერატურის მომატებითა და ყბაყურა ჯირკვლის მტკივნეული შეშუპებით, ზოგჯერ ორივე მხარეს.
დაახლოებით შემთხვევათა ნახევარში პროცესში ერთვება ყბისქვეშა და იშვიათად ენისქვეშა სანერწყვე ჯირკვლები. პირველ დღეებში შეშუპება მატულობს, ხოლო მე-3-4 დღიდან მცირდება ტემპერატურის დაწევასთან ერთად და 8-10 დღეზე ჩვეულებრივ ქრება. დაჩირქება არ აღინიშნება;

გართულებები

მოზარდებში და ახალგაზრდა მამაკაცებში შესაძლებელია განვითარდეს ორქიტი (ქალებში – ოოფორიტი), იშვიათად ზიანდება კუჭქვეშა ჯირკვალი (მწვავე პანკრეატიტი) და კიდევ უფრო იშვიათად სხვა ჯირკვლოვანი ორგანოები (მასტიტი, დაკრიოცისტიტი და სხვ.).
დაავადების არაიშვიათი გართულებაა მწვავე სეროზული მენინგიტი; ძალიან იშვიათ და სახიფათო გართულებას წარმოადგენს ენცეფალიტი ან მენინგოენცეფალიტი; შესაძლებელია შუა ყურის ანთება.

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკის დროს საჭიროა გამოირიცხოს მეორადი ბაქტერიული პაროტიტები, ლინფადენიტი, ხოლო სეროზული მენინგიტის დროს – ენტეროვირუსული და ტუბერკულოზური მენინგიტი. საჭიროების მიხედვით გამოიყენება ლაბორატორიული მეთოდები.

მკურნალობა

მკურნალობა სიმპტომატურია. ნაჩვენებია ადგილობრივი სითბური პროცედურები, ფიზიოპროცედურები. ორქიტის, პანკრეატიტისა და მენინგიტის დროს – მკურნალობა ტარდება ზოგადი პრინციპების შესაბამისად.
პროგნოზი კეთილსაიმედოა. შიგნითა ყურის იშვიათმა დაიზანებამ შესაძლებელია გამოიწვიოის მყარი სიყრუე. ორმხრივი ორქიტის შედეგი შესაძლოა იყოს სათესლეების ატროფია, გენერაციული ფუნქციის შემდგომი დარღვევებით.

პროფილაქტიკა

საჭიროა ავადმყოფის იზოლაცია ბინის პირობებში 9 დღით დაავადების დაწყებიდან. ჰოსპიტალიზაცია ტარდება მხოლოდ დაავადების მძიმე მიმდინარეობის დროს და ეპიდემიოლოგიური ჩვენების მიხედვით.
აქტიური იმუნიზაცია პაროტიტი ცოცხალი ვაქცინით ტარდება ბავშვებში 15-18 თვის ასაკში ერთჯერადად, წითაელას საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან ერთად.

ყბაყურა – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ყბაყურა – მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადება, რომლითაც ავადდებიან უპირატესად 15 წლის ასაკამდე ბავშვები
🧬 დაავადების გამომწვევია პარამიქსოვირუსი, რომელიც არამდგრადია გარემოში. ინფექცია გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით
🧠 გამომწვევი ჰემატოგენურად ვრცელდება სხვადასხვა ორგანოებში, ავლენს ტროპიზმს ჯირკვლოვანი ორგანოებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის მიმართ (უმთავრესად ტვინის რბილი გარსები)
🔎 ყბაყურას შეიძლება მოჰყვეს შემდეგი გართულებები:
➡️ მწვავე სეროზული მენინგიტი;
➡️ ენცეფალიტი;
➡️ მენინგოენცეფალიტი;
➡️ შუა ყურის ანთება
🦠 დიაგნოსტიკის დროს საჭიროა გამოირიცხოს მეორადი ბაქტერიული პაროტიტები, ლინფადენიტი, ხოლო სეროზული მენინგიტის დროს – ენტეროვირუსული და ტუბერკულოზური მენინგიტი
🧪 საჭიროების მიხედვით გამოიყენება ლაბორატორიული მეთოდები
👉 შეიტყვეთ მეტი ყბაყურაზე – https://bit.ly/3cAaEfK
#ყბაყურა #ყბაყურასსიმპტომები #ყბაყურასნიშნები #ყბაყურასგართულებები #ყბაყურასმკურნალობა #ყბაყურასდიაგნოსტიკა #ბატონები #პაროტიტი #ეპიდემიურიპაროტიტი #პაროტიტისმკურნალობა #სანერწყვეჯირკვლისანთება #კისრისშეშუპება #კისრისტკივილი #სმენისდაქვეითება #სისუსტე #ტკივილისშეგრძნება #ცხელება #დაღლილობა #პირისსიმშრალე #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ინფექციური დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით..

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ყბაყურა – (parotitis epidemica ეპიდემიური პაროტიტი) მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ფილტრში გამავალი ვირუსი; გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით; მიმდინარეობს ყბაყურა ჯირკვლების, იშვიათად სათესლე და სხვა ჯირკვლების ანთებით.

 

 

 

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian