სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ინფექციური დაავადებები

როტავირუსიროტავირუსული დაავადებები – მწვავე ვირუსული დავადება; ავადდებიან უპირატესად ბავშვები; ხასიათდება ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომებით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებით, დეჰიდრატაციით. განაპირობებს ყველა ნაწლავური დაზიანებების დაახლოებით ნახევარს 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია როტავირუსი; იყოფა ორ ანტიგენურ ვარიანტად; მდგრადია გარემოში. ადამიანი ინფიცირდება ალიმენტური გზით. როტავირუსის გამრავლება და დაგროვება ხდება უპირატესად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა განყოფილებებში. დამახასიათებელია სითხის და ელეტროლიტების დიდი დანაკარგები, რაც იწვევს I-III ხარისხის დეჰიდრატაციას. გადატანილი დაავადების შემდეგ ვითარდება იმუნიტეტი.

სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 15 საათიდან 7 დღემდე (ხშირად 1-2 დღე). დაავადება იწყება მწვავედ. დაავადების გაშლილი სურათი ფორმირდება უკვე 12-24 საათში დაავადების დაწყებიდან. ბავშვებში გამოხატული ცხელება არ აღინიშნება. დამახასიათებელია უხვი წყლიანი განავალი, ლორწოსა და სისხლის შერევის გარეშე. შედარებით მძიმე მიმდინარეობას განპირობებს მეორადი ინფექცია. ავადმყოფთა ნახევარს აღენიშნება ღებინება. მოზრდილებში ზომიერად გამოხატული ინტოქსიკაციისა და სუბფებრილური ტემპერატურის ფონზე ვლინდება ტკივილი ეპიგასტრიუმში, ღებინება, ფაღარათი. მხოლოდ ცალკეულ ავადმყოფებთან ღებინება მეორდება დაავადების მე-2-3 დღეს. ყველა ავადმყოფთან აღინიშნება უხვი წყლიანი განავალი, მკვეთრი სუნით. დამახასიათებელია მუცელში ხმაურიანი ყურყური. დეფეკაციის სურვილი ატარებს იმპერატულ ხასიათს, ცრუ სურვილები არ აღინიშნება. ზოგიერთ ავადმყოფთან განავალში აღინიშნება ლორწო და სისხლი, რაც ყოველთვის ადასტურებს ბაქტერიული ინფექციის თანდართვას (შიგელოზი, ეშერიხიოზი). ასეთ ავადმყოფებთან შედარებით მკვეთრადაა გამოხატული ცხელება და ინტოქსიკაცია. უხვი თხიერი განავლის დროს შესაძლებლია განვითარდეს გაუწყლოვნება; ავადმყოფთა 95-97%-ში გაუწყლოვნება ჩვეულებრივ არის პირველი ან მეორე ხარისხის, ბაშვებში ზოგჯერ ვლინდება მძიმე დეჰიდტრატაცია, დეკომპენსირებულ მეტაბოლურ აციდოზთან. ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია თირკმელების მწვავე უკმარისობა და ჰემოდინამიკური დარღვევები. პალპაციით მუცელი მტკივნეულია ეპიგასტრულ და ჭიპის მიდამოებში, მარჯვენა ილეოცეკალურ არეში აღინიშნება ყურყური. ღვიძლი და ელენთა გადიდებული არ არის. რექტორომანოსკოპიით ცვლილებები უმრავლეს შემთხვევაში არ აღინიშნება. შარდის რაოდენობა მწვავე პერიოდში შემცირებულია, ცალკეულ ავადმყოფებთან აღინიშნება ალბუმინურია, ლეიკოციტები და ერითროციტები შარდში; მატულობს ნარჩენი აზოტის შემცველობა სისხლის შრატში. დაავადების დასაწყისში შესაძლებელია ლეიკოციტოზი, რომელიც გაჩაღების პერიოდში იცვლება ლეიკოპენიით, ედსი არ იცვლება.
დიაგნოზი. ითვალისწინებენ კლინიკურ სიმპტომებსა და ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს. დიაგნოზი დასტურდება როტავირუსების აღმოჩენით განავალში. ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება სეროლოგიურ გამოკვლევებს. დიფერენცირება საჭიროა ქოლერისაგან, დიზენტერიისაგან, ეშერიხიოზისაგან, ნაწლავური იერსინიოზისაგან.

მკურნალობა. ძირითადია თერაპიის პათოგენეტიკური მეთოდები, უწინარეს ყოვლისა სითხისა და ელექტროლიტების დანაკარგის აღდგენა. I-II ხარისხის გაუწყლოვნების დროს ხსნარებს აძლევენ პერორალურად.  ხსნარები ეძლევა მცირე დოზებით, ყოველ 5-10 წუთში დასალევად. ხსნართან ერთად რეკომენდებულია სხვა სითხეებიც (ჩაი, მინერალური წყლები). პროგნოზი კეთილსაიმედოა.

პროფილაქტიკა. საჭიროა ავადმყოფის იზოლაცია 10 -15 დღით. ტარდება დეზინფექცია. პროფილაქტიკის სპეციფიკური მეთოდები შემუშავებული არ არის.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 4074 times by 1656 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka