სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ინფექციური დაავადებები

012ვირუსული ენცეფალიტები – ნეიროტროპული ვირუსებით გამოწვეული დაავადებების ჯგუფი.
ენცეფალტი ტკიპისმიერი – მწვავე ვირუსული დაავადება, რომელიც ხასიათდება თავისა და ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების დაზიანებით. ინფექციის რეზერვუარი და წყაროა ველური ცხოველები (უპირატესად მღრღნელები) და ტკიპები. დაინფიცირება შესაძლებელია არა მხოლოდ ტკიპის მიკვრისას, არამედ დაინფიცირებული თხის რძის მიღების დროს.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევი მიეკუთვნება არბოვირუსებს. ინფექციის კარია კანის საფარველი (ტკიპების მიკვრისას) ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსი (ალიმენტური დასნებოვნებისას). ვირუსი ჰემატოგენურად აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, იწვევს გამოხატულ ცვლილებებს ზურგის ტვინის კისრის ნაწილის წინა რქების ნერვულ უჯრედებში და მოგრძო ტვინის ბირთვებში.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა შეადგენს 8 – 14 დღეს. დაავადება იწყება მწვავედ, ტემპერატურის სწრაფი მომატებით 40 გრადუსამდე, ამ დონეზე ტემპერატურა შენარჩუნებულია 5 – 7 დღე. დაავადების პირველი 2 – 3 დღის განმავლობაში აღინიშნება თავის მკვეთრი ტკივილი, ტეხვის შეგრძნება მთელ სხეულში, ერთჯერადი ან განმეორებითი ღებინება. სახე ჰიპერემიულია, ვითარდება კონიუნქტივის სისხლძარღვების ინექცია. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია გონების დაბინდვა, მენინგიალური სიმპტომები. სისხლში – ანეოზინოფილია, ლიმფოპენია. ზურგის ტვინის არხის პუნქციისას, სითხე გამოდის მომატებული წნევით, მასში გაზრდილია ცილებისა და ფორმიანი ელემენტების შემცველობა, პანდის რეაქცია დადებითია. დაავადება ჩვეულებრივ მთავრდება სრული გამოჯანმრთელებით; თუმცა ზოგიერთ ავადმყოფს დაავადების მე – 3 – მე – 4 დღიდან უვითარდება კისრისა და მხრის სარტყლის კუნთების დამბლა, რასაც მოჰყვება მუსკულატურის ატროფია. დროული და ენერგიული მკურნალობის ფონზე, კუნთების პარეზები და დამბლები უკუგანვითარებას განიცდიან, თუმცა რიგ შემთხვევებში აღნიშნული პროცესები შეუქცევადი ხდება. ზოგიერთ შემთხვევებში კისრის და მხრის სარტყლის კუნთების დამბლები და პარეზები შესაძლოა შერწყმული იყოს თავის ქალის ნერვების ბირთვების დაზიანებასთან (გაურკვეველი საუბარი, ყლაპვის გაძნელება). ზოგჯერ აღინიშნება დაავადების საწყისი პერიოდის წაშლილი ფორმები, თუმცა მათ მოგვიანებით მაინც ცვლის პარეზები და დამბლები. შესაძლებელია ლეტალური გამოსავლებიც, რაც განპირობებულია სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის მძიმე დაღვევებით.
დიაგნოსტიკისათვის გარკვეული მნიშვნელობა აქვს ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს (სეზონურობა, ტკიპის მიკვრა, ენდემურ კერაში ყოფნა), ნევრული სისტემის დამახასიათებელ დაზიანებას. დიაგნოზის დასაზუსტებლად მიმართავენ სეროლოგიურ რეაქციებს.
მკურნალობა. მკაცრი წოლითი რეჟიმი: მსუბუქი ფორმის დროს 7-10 დღე, საშუალო სიმძიმის დროს 2-3 კვირა, მძიმე ფორმის დროს – მნიშვნელოვნად მეტი. მკურნალობის პირველ 3 დღეს შეჰყავთ ენცეფალიტის საწინააღმდეგო გამაგლობულინი 3-6 მლ/კუნთებში; ოქსიგენოთერაპია, ვიტამინები. ენცეფალიტის განვითარების დროს ინიშნება პრედნიზოლონი 40-60 მგ, შარდმდენები. რეკონვალესცენციის პერიოდში პარეზებისა და დამბლის არსებობისას ტარდება ორთოპედული მკურნალობა.
პროგნოზი თანამედროვე მკურნალობის დროს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ცალკეულ ავადმყოფებთან შესაძლებელია შრომისუნარინობის მყარი დaრღვევები, ნერვული სისტემის დაზიანების ნარჩენი მოვლენების შედეგად.
პროფილაქტიკა. ტკიპის მიკვრისას ტარდება ენცეფალიტის საწინააღმდეგო გამაგლობულინის შეყვანა (მოზრდილებში 3 მლ, ბავშვებში 1,5-2 მლ). ჩვენების მიხედვით ტარდება პროფილაქტიკური ვაქცინაცია.
კოღოსმიერი ენცეფალიტი (იაპონური) – გამომწვევია სპეციფიკური ვირუსი, რომელიც გადააქვთ განსაკუთრებული სახის კოღოებს. კლინიკური სურათისათვის დამახასიათებელია ენცეფალური სინდრომის გამოხატულება, გონების ღრმა დაბინდვა. სისხლში აღინიშნება მაღალი ლეიკოციტოზი; სიკდვილიანობა ცალკეული აფეთქებების დროს შეადგენს 10% – ს; სრული გამოჯანმრთელება აღინიშნება დაავადებულთა ნახევარში.
ეკონომოს ლეთარგიული ენცეფალიტის მწვავე სტადია აღინიშნება როგორც ჰიპერსომნული ოფთალმოპლეგია. ეკონომოს დაავადების ჭეშმარიტი შემთხვევები ამჟამად არ გვხვდება.
პარაინფექციური და პოსვაქცინური ენცეფალიტები (მენინგოენცეფალომიელიტები). ეტიოლოგია, პათოგენეზი. გადამწყვეტია ალერიული რეაქციები. ნერვული სისტემის მხრივ პარაინფექციური გართულებები აღინიშნება თითქმის ყველა ცნობილი ინფექციების დროს. პარაინფექციური და პოსტვაქცინური გართულებების ნევროლოგიურ სინდრომს, როგორც წესი, არა აქვს რაიმე სპეციფიკური ნიშნები, მისი ხასიათი დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე.
ენცეფალომიელიტი ანტირაბიული აცრების დროს. ჩვეულებრივ კონსტანტირებულია ნევროლოგიური გართულებების 2 – 3 შემთხვევა 10 ათას ადამიანზე, რომლებმაც მიიღეს ანტირაბიული ვაქცინა. აცრის შემდგომი გაფანტული ენცეფალომიელიტი წარმოიქმნება ჩვეულებრივ ანტირაბიული ვაქცინის რამდენიმე ინექციის შემდეგ. განსაკუთრებით კანონზომიერია განივი მიელიტის განვითარება თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილების დაზიანების ფონზე. მკურნალობა სიმპტომატურია: გამოიყენება დიდი დოზებით გლუკოკორტიკოიდები. მძიმე შემთხვევებში ინიშნება ანტიბიოტიკები სუპერინფექციის პროფილაქტიკისათვის.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 5038 times by 1621 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka