სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

თვალის დაავადებები

ბადურის აშრევება – განასხვავებენ ბადურის პირველად და მეორად აშრევებას, რომელიც ვითარდება ტრავმების, ანთებითი პროცესების, თვალის სიმსივნეების დროს. ბადურის პირველადი აშრევება წარმოადგენს ახლომხედველობის შედეგად ასაკობრივი ხასიათის ბადურის დეგენერაციას და ა. შ. პათოგენეზი. მკვეთრი მოძრაობების, ფიზიკური დაძაბულობების, თვალის გაჭყლეტისას დეგენერაციულად შეცვლილ ბადურაში შესაძლებელია წარმოიქმნას დეფქტები, რომლის გავლითაც სუბრეტინულ სივრცეში აღწევს სითხე მინისებური სხეულიდან. ამის შედეგად, ასევე ბადურის გაჭიმვის გამო, რაც უკავშირდება მინისებური სხეულის ცლილებებს, ხდება მისი აშრევება. ბადურის პიგმენტური ფურცელი რჩება ბადურის ადგილზე.

სიმპტომები. მხედველობის უეცარი გაუარესება, ,,შავი ღრუბლის წარმოქმნა მხედველობის ველის ნაწილის გამოთიშვის გამო. ოფთალმოსკოპიით ბადურის აშრევებულ ნაწილი არის მორუხო ან მორუხო-მოცისფერო და გამოდის მინისებურ სხეულში შედარებით ბრტყელი ან

ბადურას აშრევება

გამობერილი წარმონაქმნის სახით. მისი ზედაპირი, როგორც წესი, უსწორმასწოროა; ამ უბანზე სისხლძარღვები დაკლაკნილია და გააჩნიათ შედარებით მუქი ფერი. უმრავლეს შემთხვევაში აშრევების უბანში ჩანს გაგლეჯა სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის წითელი ლაქების სახით. გაგლეჯა ხშირად ლოკალიზებულია თვალის ფსკერის ზედა გარეთა კვადრანტში. ბადურაში კვების მოშლა იწვევს მის შემდგომ დეგენერაციასა და მხედველობის შემდგომ დაქვეითებას სიბრმავემდე.

მკურნალობა. ქირურგიულია; პირველადი აშრევების შემდეგ ადრეულ სტადიებში ჩატარებული ოპერაცია ხშირად მთავრდება კეთილსაიმედოდ.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1064 times by 511 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka