ასთენოპია

ასთენოპია asthenopia

ასთენოპია თვალის კუნთების სწრაფი დაღლა საგნების ახლო ყურების დროს. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ასთენოპიიის ორი სახე: აკომოდაციური და კუნთოვანი.

აკომოდაციური ასთენოპია – ეტიოლოგია, პათოგენეზი

არაკორეგირებული ჰიპერმეტროპია, პრესბიოპია, ასტიგმატიზმი; ცილიარული კუნთის სისუსტე. ზედმეტი დაძაბვის გამო ხდება ცილიარული კუნთის დაღლა; მის შესუსტებას ხელს უწყობს ზოგადი დაავადებები და ინტოქსიკაციები.

აკომოდაციური ასთენოპია – სიმპტომები

თვალებში დაღლისა და სიმძიმის შეგრძნება; თავის ტკივილი და ტკივილი თვალებში ახლო მანძილზე ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ; 40 წელზე უფროს პირებში ასთენოპიის მოვლენები ძლიერდება აკომოდაციის ასაკობრივი შესუსტების გამო. დიაგნოზი ეყრდნობა დამახასიათებელ ჩივილებს, რეფრაქციის და აკომოდაციის მდგომარეობას. საშუალო და მაღალი ხარისხის ჰიპერმეტროპია, ასტიგმატიზმი ან ცილიარული კუნთის სისუსტის გამოვლინებები ადასტურებენ დიაგნოზს.

აკომოდაციური ასთენოპია – მკურნალობა, პროფილაქტიკა

ჰიპერმეტროპიის, პრესბიოპიის და ასტიგმატიზმის დროს მაკორეგირებელი სათვალეების დანიშვნა. ბავშვები უნდა ატარებდნენ სათვალეს მუდმივად, მოზრდილები – კითხვის და წერის დროს. მუშაობის დროს საჭიროა სამუშაო მაგიდის კარგი, თანაბარი განათება, თვალების ხშირი დასვენება; გამაკაჟებელი მკურნალობა. ცილიარული კუნთის სისუსტის დროს – ვარჯიში. მკურნალობის შედეგად როგორც წესი, ხდება ასთენოპიური მოვლენების მოხსნა.

კუნთოვანი ასთენოპია ეტიოლოგია, პათოგენეზი

მიოპია, ჰეტეროფორია, კონვერგენციის სისუსტე; არაიშვიათად ამ მიზეზების კომბინირება. არაკორეგირებული მიოპიის დროს მუშაობა ახლო მანძილზე სრულდება ცილიარული კუნთის დაძაბვის გარეშე, და კონვერგენციას არ საჭიროებს. აკომოდაციასა და კონვერგენციას შორის დოსიციაციის შედეგად ვლინდება სისუსტე, შიგნითა სწორი კუნთების სწრაფი დაღლა. ჰეტეროფორიის დროს ასთენოპიური მოვლენები წარმოიქმნება ნერვულ-კუნთოვანი გადაძაბვის დროს ცალი თვალის გადახრისაკენ მიდრეკილების გადასალახავად.

კუნთოვანი ასთენოპია  – სიმპტომები, მიმდინარეობა

თვალის დაღლა, ტკივილი თვალებში და თავის ტკივილი, გარდამავალი დიპლოპია საგნების ახლო მანძილებზე დათვალიერების დროს. ეს მოვლენები სწრაფად იხსნება თუკი ავადმყოფი დახუჭავს ერთ თვალს. დიაგნოზი ეყრდნობა დამახასიათებელ ჩივილებს, მიოპიის და ჰეტეროფორიის გამოვლინებას.

კუნთოვანი ასთენოპია მკურნალობა, პროფილაქტიკა

მიოპიის ადრეული ოპტიკური კორექცია. სათანადო ჰიგიენური პირობები კითხვის, წერის და სხვ. დროს. ჰეტეროფორიის მაღალი ხარისხის დროს ინიშნება სათვალეები პრიზმებით, რომელიც მიმართულია წვერით თვალის გადახრის მხარეზე. თუკი დროულად არ იქნა მიღებული სამკურნალო ღონისძიებები, მაშინ ბინოკულარული მხედველობა ირღვევა და შესაძლებელია განვითარდეს სიელმე.

კუნთოვანი ასთენოპია  – პროგნოზი

დროულად ჩატარებული მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა.

თვალის დაავადებები


2. ასთენოპია – თვალის სწრაფი დაღლა, რომელიც განპირობებულია წამწამოვანი კუნთის ან თვალის კაკლის გარეთა კუნთის ფუნქციონალური უკმარისობით. ვლინდება მხედველობითი დისკომფორტით მუშაობის დროს, განსაკუთრებით ახლო მანძილზე.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

..