სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

თვალის დაავადებები

ასთენოპია – თვალის კუნთების სწრაფი დაღლა საგნების ახლო ყურების დროს. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ასთენოპიიის ორი სახე: აკომოდაციური და კუნთოვანი.
აკომოდაციური ასთენოპია
ეტიოლოგია, პათოგენეზი. არაკორეგირებული ჰიპერმეტროპია, პრესბიოპია, ასტიგმატიზმი; ცილიარული კუნთის სისუსტე. ზედმეტი დაძაბვის გამო ხდება ცილიარული კუნთის დაღლა; მის შესუსტებას ხელს უწყობს ზოგადი დაავადებები და ინტოქსიკაციები.
სიმპტომები: თვალებში დაღლისა და სიმძიმის შეგრძნება; თავის ტკივილი და ტკივილი თვალებში ახლო მანძილზე ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ; 40 წელზე უფროს პირებში ასთენოპიის მოვლენები ძლიერდება აკომოდაციის ასაკობრივი შესუსტების გამო.
დიაგნოზი ეყრდნობა დამახასიათებელ ჩივილებს, რეფრაქციის და აკომოდაციის მდგომარეობას. საშუალო და მაღალი ხარისხის ჰიპერმეტროპია, ასტიგმატიზმი ან ცილიარული კუნთის სისუსტის გამოვლინებები ადასტურებენ დიაგნოზს.
მკურნალობა, პროფილაქტიკა. ჰიპერმეტროპიის, პრესბიოპიის და ასტიგმატიზმის დროს მაკორეგირებელი სათვალეების დანიშვნა. ბავშვები უნდა ატარებდნენ სათვალეს მუდმივად, მოზრდილები – კითხვის და წერის დროს. მუშაობის დროს საჭიროა სამუშაო მაგიდის კარგი, თანაბარი განათება, თვალების ხშირი დასვენება; გამაკაჟებელი მკურნალობა. ცილიარული კუნთის სისუსტის დროს – ვარჯიში. მკურნალობის შედეგად როგორც წესი, ხდება ასთენოპიური მოვლენების მოხსნა.

კუნთოვანი ასთენოპია
ეტიოლოგია, პათოგენეზი. მიოპია, ჰეტეროფორია, კონვერგენციის სისუსტე; არაიშვიათად ამ მიზეზების კომბინირება. არაკორეგირებული მიოპიის დროს მუშაობა ახლო მანძილზე სრულდება ცილიარული კუნთის დაძაბვის გარეშე, და კონვერგენციას არ საჭიროებს. აკომოდაციასა და კონვერგენციას შორის დოსიციაციის შედეგად ვლინდება სისუსტე, შიგნითა სწორი კუნთების სწრაფი დაღლა. ჰეტეროფორიის დროს ასთენოპიური მოვლენები წარმოიქმნება ნერვულ-კუნთოვანი გადაძაბვის დროს ცალი თვალის გადახრისაკენ მიდრეკილების გადასალახავად.
სიმპტომები, მიმდინარეობა. თვალის დაღლა, ტკივილი თვალებში და თავის ტკივილი, გარდამავალი დიპლოპია საგნების ახლო მანძილებზე დათვალიერების დროს. ეს მოვლენები სწრაფად იხსნება თუკი ავადმყოფი დახუჭავს ერთ თვალს. დიაგნოზი ეყრდნობა დამახასიათებელ ჩივილებს, მიოპიის და ჰეტეროფორიის გამოვლინებას.
მკურნალობა, პროფილაქტიკა. მიოპიის ადრეული ოპტიკური კორექცია. სათანადო ჰიგიენური პირობები კითხვის, წერის და სხვ. დროს. ჰეტეროფორიის მაღალი ხარისხის დროს ინიშნება სათვალეები პრიზმებით, რომელიც მიმართულია წვერით თვალის გადახრის მხარეზე. თუკი დროულად არ იქნა მიღებული სამკურნალო ღონისძიებები, მაშინ ბინოკულარული მხედველობა ირღვევა და შესაძლებელია განვითარდეს სიელმე.

პროგნოზი დროულად ჩატარებული მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 996 times by 592 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka