ლალი დათეშიძე
ბლეფარიტი – ქუთუთოების კიდეების ანთება.
ეტიოლოგია. ზოგადი მიზეზები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, გლისტური ინვაზიები, კბილების, ცხვირხახის დაავადებები; სკროფულოზი, ანემია, ავიტამინოზი, ეგზემა და სხ. წინასწარ განმაპირობებელ ფაქტორებს

შეიძლება მიეკუთვნებოდნენ რეფრაქციის არაკორეგირებული ფაქტორები, ქრონიკული კონიუნქტივიტები, საცრემლე სადინრების, მეიბომის ჯირკვლების დაავადებები. გარეშე ფაქტორები: სამრეწველო შენობების დამტვერილობა, ქიმურ, ტექსტილურ, ქაღალდის, ცემენტის წარმოებებზე და საოჯახო პირობებში გამაღიზიანებელ ნივთიერებებთან მუდმივი კონტაქტი.
სიმპტომები. ქუთუთოების კიდეების შეწითლება, ქავილი, ვარჯიშის დროს თვალების სწრაფი დაღლა. ქუთუთოების კიდეებზე აღინიშნება ქერცლი და ქერქები – (მარტივი ან ქერცლოვანი ბლეფარიტი), წამწამების ახლოს ჩირქოვანი ქერქებისა და პატარა წყლულების წარმოქმნა – (წყლულოვანი ბლეფარიტი). აღინიშნება წამწამების ცვენა, მათი კონებად შეწებება;. არც თუ იშვიათია ქუთუთოების შესქელება, ჰიპერტროფია და ამობრუნება.
მიმდინარეობა ქრონიკული და ხანგრძლივია.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.geoanswer.net/
Viewed 1092 times by 685 viewers



