ლალი დათეშიძე
ზედა ქუთუთოს დაწევა (პტოზი) – განასხვავებენ თანდაყოლილ, შეძენილ და სიმპათიკურ პტოზს.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. თანდაყოლილი პტოზი ხშირად არის მემკვიდრული და წარმოიქმნება ქუთუთოს ამწევი კუნთის განუვითარებლობის ან არარსებებობის გამო, ასევე თვალის მამოძრავებელი ნერვის გვერდითი ბირთვების აპლაზიის შედეგად. შეძენილი პტოზის

მიზეზებია: ქუთუთოს ამწევი კუნთის ტრავმა, ასევე თვალის მამოძრავებელი ნერვებისა და მისი ცენტრების დაზიანება ტრავმის, ანთებითი პროცესების და სიმსივნეების შედეგად. სიმპათიკური პტოზი ვითარდება კისრის სიმპათიკური ნერვის სხვადასხვა ეტიოლოგიის დამბლის ან პარეზის მქონე ავადმყოფებში.
სიმპტომები: ზედა ქუთუთოს დაწევა, თითქმის თვალის ნაპრალის დახურვამდე. გამოხტული პტოზის დროს ავადმყოფები ძაბავენ შუბლის კუნთს და თავს გადასწევენ უკან, რათა უკეთ დაინახონ. ქუთუთოთი რქოვანას დახურვისას შესაძლებელია განვითარდეს ამბლიოპია. დიფერენციალური დიაგნოზის გატარებისას ითვლისწინებენ, რომ თანდაყოლილი პტოზი არაიშვიათად შერწყმულია ზედა სწორი კუნთის პარეზთან, ზოგჯერ ეპიკანტუსით; შეძენილი პტოზი ჩვეულებრივ წარმოადგენს სიმპტომოკოპლექსის ნაწილს, რომელიც განპირობებულია შესაბამისი ზოგადი და ადგილობრივი დარღვევებით; სიმპათიკური პტოზი, როგორც წესი, დიდი არ არის, ცალმხრივია და ხშირად ახლავს გუგის შევიწროვება, ზოგჯერ კი ენოფთალმი (გორნერის სინდრომი). მკურნალობა. შეძენილი და სიმპათიკური პტოზის დროს – ძირითადი დაავადების მკურნალობა. ადგილობრივად გალვანიზაცია, პარაფინოთერაპია. ეფექტის არასებობისას – ოპერაცია. თანდაყოლილი პტოზის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია; ოპერაციის შედეგები კეთილსაიმედოა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1130 times by 529 viewers



