სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

თვალის დაავადებები

კატარაქტაკატარაქტა – ბროლის ნივთიერების ან კაფსულის შემღვრევა. ეტიოლოგია: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, ტოქსიკური და რადიაციული ზემოქმედებები, მემკვიდრეობითი ფაქტორი, ტრავმა, თვალის შიგნითა გარსების დაავადებები.
სიმპტომები, მიმდინარეობა მრავალფეროვანია: მხედველობის მეტ – ნაკლებად მნიშვნელოვანი დაქვეითება; შემღვრევის დიდი ინტენსივობის შემთხვევაში შენარჩუნებულია მხოლოდ სინათლის აღქმა. ხშირად ზიანდება ორივე თვალი. გუგის მიდამოში მოჩანს ბროლის ნაწილობრივი ან სრული შემღვრევა. არც თუ იშვიათად აღინიშნება ნისტაგმი. განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ კატარაქტებს, არაპროგრესირებად და პროგრესირებად ფორმებს. თანდაყოლილი კატარაქტები ჩვეულებრივ არ პროგრესირებს. შემღვრევის ლოკალიზაციის კატარაქტამიხედვით განასხვავებენ კაფსულურ, ქერქოვან, ფენოვან, ბირთვოვან და სრულ კატარაქტებს. კატარაქტის საწყის სტადიებში ნაზი შემღვრევა შესაძლოა გამოვლინდეს მხოლოდ ბიომიკროსკოპიით. კატარაქტის დროს გუგის მიდამო მორუხო, მორუხო – თეთრი, ან რძისფერი – თეთრია. მხედველობის დაქვეითების ხარისხი დამოკიდებულია შემღვრევის ინტენსივობაზე.

შეძენილი კატარაქტები. როგორც წესი არიან პროგრესირებადნი, ვითარდებიან ზოგადი დაავადებებისა და ინტოქსიკაციების, სხივური ენერგიის ზემოქმედების დროს, ბროლის ტრამვების შემდეგ, მოხუცებულობით ასაკში. კატარაქტა შეიძლება იყოს ირიდოციკლიტის, გლაუკომის, მაღალი ახლომხედველობის გართულება.

მოხუცებულობითი კატარაქტა. ეტიოლოგია ბოლომდე ცნობილი არ არის. უვითარდებათ 50 წელს გადაცილებულ პირებს.

სიმპტომები. მხედველობის თანდათანობითი დაქვეითება მხოლოდ სინათლის შეგრძნებამდე სინათლის სწორი პროექციით. საწყისი კატარაქტის დროს გამავალ სინათლეში შემღვრევა მოჩანს მხოლოდ ეკვატორის

კატარაქტა

მახლობლად რადიალური ან სექტორული შტრიხების სახით, რომელთა ფართო ფუძე მიმართულია ბროლის ეკვატორისკენ. მოუმწიფებელი კატარაქტის დროს შემღვრევები ერთმანეთს ერწყმის, თანდათანობით იწვევნ რა გუგის დახურვას, თუმცა ბროლის წინა შრეები ჯერ კიდევ გამჭვირვალეები რჩებიან. როდესაც მოხდება ბროლის ყველა შრის შემღვრევა დგება მესამე სტადია – მომწიფებული კატარაქტა. აღნიშნული სტადიის დროს გვერდითი განათების პირობებში ფერადი გარსის ჩრდილები არ მოჩანს. საგნობრივი მხედველობა სრულიად ქრება.

ტრავმული კატარაქტა ვითარდება ბროლის კაფსულის დაზიანებით მიმდინარე გამჭოლი ჭრილობების დროს, ბლაგვი ტრამვების შემდეგ.

კატარაქტა

სიმპტომები. მხედველობის თანდათანობითი დაქვეითება ბროლის პროგრესირებადი შემღვრევის შესაბამისად. არც თუ იშვიათად მიმდინარეობს ირიდოციკლიტისა და ტრამვების სხვა გამოსავლების ფონზე.

კატარაქტა ორგანიზმის ზოგადი დაავადებების დროს – ვითარდება დიაბეტის, ტეტანუსის, მძიმე ზოგადი ინფექციური დაავადებების, მნიშვნელოვანი სისხლდენების, ხანგრძლივი შიმშილობის დროს. ვითარდება კატარაქტის სხვა ფორმებისთვის დამახასიათებელი მხედველობის დარღვევები.

ტოქსიკური კატარაქტები ვლინდება სამრეწველო შხამებით ქრონიკული მოწამვლების დროს: ნაფტალინი, ტრინიტროთოლუოლი, ნიტროსაღებავები და სხ. კლინიკურ თავისებურებებს მიეკუთვნება ცვლილებები თვალის ფსკერზე თეთრი კერების სახით და კრისტალების ჩალაგება ბროლის უკანა კაფსულის ქვეშ და მინისებრ სხეულში. ხშირად თან სდევს ღვიძლის დაზიანება.

სხივური კატარაქტები. ბროლი განსაკუთრებით მგრძნობიარეა სხივური ენერგიის მიმართ. ინფრაწითელი სხივები მოკლეტალღოვანი ნაწილი იწვევს ბროლის შემღვრევას გახურებულ საწარმოებში მომუშავეებში

კატარაქტა

(მდნობელები, მეფოლადეებში, მჭედლებში, მეშუშეებში და სხვ.) – სითბური კატარაქტა. განვითარებული სითბური კატარაქტის გარჩევა ძნელდება მოხუცებულობითი კატარაქტისგან. მაიონიზირებელი გამოსხივება (რენტგენის, ალფა – , ბეტა – და გამ – სხივები, ნეიტრონები) აგრეთვე იწვევს ბროლის შემღვრევას. სხივური კატარაქტები ვითარდებიან ხანგრძლივი ლატენტური პერიოდის შემდეგ. ბროლის შემღვრევის პროცესი შეიძლება შემოისაზღვროს უმნიშვნელო ცვლილებებით და შემდგომი პროგრესირება არ განიცადოს.

მკურნალობა ძირითადად ქირურგიულია.

კატარაქტა

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. http://www.geoanswer.net/

Viewed 16334 times by 6381 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka