ლალი დათეშიძე
დაკრიოცისტიტი – საცრემლე პარკის ანთება, ჩვეულებრივ ქრონიკული. ცალკე ფორმაა ახალშობილთა დაკრიოცისტიტი.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. ცხვირ – ცრემლის არხის შევიწროვება ან მისი დაცობა, რაც გამოწვეულია ცხვირის ღრუში, მის დანამატ წიაღებში, გარემომცველ ძვლებში ანთებითი პროცესების შედეგად; აღნიშნულის გამო ხდება მასში პათოგენური მიკრობების შეჩერება და განვითარება და ლორწოვანი გარსის ანთება. ახალშობილთა დაკრიოცისტიტი წარმოიქმნება ჩანასახოვანი აპკის შენარჩუნების დროს, რომელიც ხურავს ცხვირ – ცრემლის არხის ქვედა ნაწილს.
სიმპტომები, მიმდინარეობა. საცრემლე პარკის მიდამოში აღინიშნება შეშუპება ანთებითი მოვლენების გარეშე; მასზე დაჭერისას საცრემლე წერტილებიდან გამოდის ლორწოვან – ჩირქოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი.
ხანგრძლივად მიმდინარე დაკრიოცისტიტმა შესაძლოა გამოიწვიოს საცრემლე პარკის გაჭიმვა (ექტაზია), ქრონიკული დაკრიოცისტიტი ზოგჯერ რთულდება საცრემლე პარკის მწვავე ანთებით, აბსცესის ან ფლეგმონის სახით. მწვავე დაკრიოცისტიტის დროს ვითარდება მტკივნეული ინფილტრატი საცრემლე პარკის არეში.
მკურნალობა. ქრონიკული დაკრიოცისტიტის მკურნალობა ქირურგიულია – დაკრიოცისტორინოსტომია. მწვავე დაკრიოცისტიტის დროს – ანთების საწინააღმდეგო თერაპია, ხოლო ანთებითი პროცესის ჩაქრობის შემდეგ – ოპერაცია. ახალშობილთა დაკროიოცისტიტის დროს ნაჩვენებია დაღმავალი მასაჟი, საცრემლე გზების გამორეცხვა, ხოლო ეფექტის არარსებობისას – ცხვირ – ცრემლის არხის ზონდირება. პროგნოზი, როგორც წესი, კეთილსაიმედოა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1594 times by 780 viewers



