გლაუკომა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ომეგა-3 ,,ამაზონზე”
გლაუკომის დროს გამოსაყენებელი საკვები დანამატები ,,ამაზონზე”
გლაუკომის დროს გამოსაყენებელი ვიტამინები
გლაუკომის დროს გამოსაყენებელი თვალის წვეთები
გლაუკომის დროს გამოსაყენებელი მზის სათვალეები მამაკაცებისათვის 
გლაუკომის დროს გამოსაყენებელი მზის სათვალეები ქალებისათვის

გლაუკომა თვალის ქრონიკული დაავადებაა; ხასიათდება თვალშიგა წნევის პერიოდული ან მუდმივი მომატებით, მხედველობის ნერვის ატროფიითა (გლაუკომური ექსკავაცია) და მხედველობის ველის ცვლილებებით. განასხვავებენ პირველად, მეორად და თანდაყოლილ გლაუკომას.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

პირველადი გლაუკომის განვითარებას წინ უძღვის ტროფიკული დარღვევები თვალის წინა ნაწილის ქსოვილებში, განსაკუთრებით მის სადრენაჟო სისტემაში, რაც განპირობებულია თვალის სისხლძარღვოვანი სისტემის და მისი ჰემოდინამიკის ცვლილებებით, ასევე ზოგადი პათოლოგიური გადახრებით.
ეს იწვევს სითხის ცირკულაციის დარღვევას და ოფთალმოტონუსის მომატებას. მისი მაღალი დონე იწვევს მეორად ტროფიკულ ცვლილებებს თვალის ქსოვილებში.
მხედველობის დაქვეითება უკავშირდება ბადურის და მხედველობის ნერვის ფუნქციური ელემენტების დაღუპვას.

გლაუკომის რისკ-ფაქტორებია:

  1. ასაკი (70 წლის ზემოთ)
  2. შორსმხედველობა
  3. თვალშიგა წნევის პერიოდული მატება
  4. შაქრიანი დიაბეტი
  5. ჰორმონული და ნერვული სისტემის დისფუნქციები
  6. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
  7. თვალის ტრავმა
  8. მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა
  9. ჰორმონული პრეპარატების ხანგრძლივი მიღება

მეორადი გალუკომის დროს თვალშიგა სითხის დინების გზებში ცვლილებები, რომლებიც იწვევენ ოფთალმოტონუსის მომატებას, გამოწვეულია თვალის სხვადასხვა დაავადებებით – (თვალის გარსების ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები, ბროლის პათოლოგია, თვალის ტრავმების შედეგები და სხვ.). თანდაყოლილი გლაუკომის დროს თვალშიგა წნევის მომატება წარმოიქმნება უმთავრესად თვალშიგა სითხის დინების დარღვევით, რაც უკავშირდება მეზოდერმალური ქსოვილით წინა კამერის დახურვას.

სიმპტომები, მიმდინარეობა

მხედველობის ნერვის დაზიანება ვლინდება ერთი ან რამოდენიმე სიმპტომით. მნიშვნელოვანია დროული ვიზიტი ოფთალმოლოგთან და კომპლექსური კვლევების ჩატარება. გლაუკომის ნიშნებია:

  1. პერიოდული ტკივილის, სიმძიმის შეგრძნება დაზიანებული თვალის არეში
  2. მხედველობის ველის შემცირება
  3. ფერადი ლაქები და რგოლები სინათლის წყაროს ირგვლივ
  4. მხედველობის დაქვეითება საღამოობით
  5. თვალის კაკლის ჰიპერემია

განასხვავებენ პირველადი გლაუკომის ორ ფორმას: ღია კუთხოვანს და დახურულ კუთხოვანს. ღია კუთხოვანი გლაუკომა დაკავშირებულია თვალის სადრენაჟო სისტემაში პროგრესირებად დეგენერაციულ ცვლილებებთან.

დაავადება ხშირად ვითარდება ავადმყოფისათვის შეუმჩნევლად.
სუბიექტური შეგრძნებები ავადმყოფთა უმრავლესობაში არ აღინიშნება.
ზოგჯერ ავადყოფები უჩივიან სისავსის შეგრძნებას თვალში, თავის ტკივილს, დაბინდულ მხედველობას, სინათლეზე გახედვისას რგოლების გაჩენას.
ბიომიკროსკოპიის დროს – ფერადი გარსის დისტროფია და პიგმენტური ქობის მთლიანობის დარღვევა გუგის კიდეზე. გონიოსკოპიით კუთხე ღიაა.

გლაუკომადაავადების საწყის სტადიაში თვალშიგა წნევის მომატება ცვალებადია და ხშირად ვლინდება მხოლოდ დღიური ტონომეტრიით, კომპრესიულ – ტონომეტრიული და ტონოგრაფიული გამოკვლევებით.
მხედველობის ნერვის ექსკავაცია და მხედველობის ველის ცვლილებები წარმოიქმნება რამოდენიმე წლის შემდეგ. მხედველობა თანდათანობით უარესდება, თითქმის სიბრმავის განვითარებამდე.
დახურულ კუთხოვანი გლაუკომა უკავშირდება ფერადი გარსის ფესვით წინა კამერის კუთხის ბლოკადას. ავადმყოფი უჩივის ტკივილს თვალში და თავის ტკივილს, მხედველობის დაბინდვას.

დაავადება იწყება მწვავე ან ქვემწვავე შეტევით, რასაც ახლავს მწვავე ტკივლი თვალისა და თავის არეში, ზოგადი დაუძლურება, არაიშვიათად გულისრევა და ღებინება.
აღინიშნება წინა ცილიარული არტერიების გამოხატული ინიექცია; რქოვანა გარსი შეშუპებულია, გუგა შევიწროებულია. შესაძლებელია ფერადი გარსის შეშუპება, უკანა სინექიებისა და გინიოსინექიების განვითარება. თვალის ფსკერი ჩანს ბინდში, მხედველობის ნერვის დისკო შეშუპებულია, არამკაფიო კონტურებით. გონიოსკოპიით კამერის კუთხე მთლიანად დახურულია.
თვალშიგა წნევა მატულობს 60 – 80 მმ.ვწყ.სვ. – მდე; მხედველობა მკვეთრად დაქვეითებულია.

გლაუკომის მწვავე შეტევის დროს აღინიშნება

  • თვალშიგა წნევის მკვეთრი მომატება (60-80 მმ ვწყ. სვ.) 
  • ძლიერი ტკივილი
  • თვალის გაწითლება
  • გუგის გაფართოეება
  • მხედველობის მკვეთრი გაუარესება
  • გულისრევის შეგრძნება, ღებინება
  • ხელით შეხებისას თვალის კაკალი ძალიან მაგარია

მეორადი გლაუკომის დროს მატულობს თვალშიგა წნევა და მასთან დაკავშირებული ცვლილებები შერწყმულია ძირითადი დაავადების მრავალფეროვან კლინიკურ სურათთან.
თანდაყოლილი გლაუკომის დროს თავდაპირველად აღინიშნება სინათლის შიში, ცრემლდენა, რქოვანას დაბინდულობა, შემდეგ კი თვალის კაკლის გარსების დაჭიმვა და მასთან დაკავშირებული ცვლილებები (რქოვანას დიამეტრის გაზრდა, ზოლოვანი შემღვრევები მის უკანა ზედაპირზე, წინა კამერის ჩაღრმავება, ფერადი გარსის ატროფია, გუგის გაფართოება).

დაავადების განვითარების სტადიაში დგება მხედველობის ნერვის ექსკავაცია და მისი ატროფია.
საწყის სტადიაში გლაუკომის დიაგნოზი ემყარება დღიური ტონომეტრიის, ელასტოტონომეტრიის და სხვ. მონაცემებს.
მწვავე შეტევა დიფერენცირდება ირიტისაგან.
ძირითადი განსხვავებაა: ირიტის დროს გუგის სივიწროვე, ნორმალური რქოვანა და წინა კამერის სიღრმე, მნიშვნელოვანი ცილიარული ინიექცია, ნორმალური, დაქვეითებული ან იშვიათად მცირედ მომატებული თვალშიგა წნევა.

მკურნალობა

დახურულ კუთხოვანი ქრონიკული გლაუკომის დროს ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა.
ღია კუთხოვანი გლაუკომის მკურნალობას იწყებენ ადგილობრივი ჰიპოტენზური საშუალებებით. ნორმალიზაციის არარსებობისას ნაჩვენებია ლაზერით ან ქირურგიული მკურნალობა.
პარალელურად ტარდება ზოგადი მკურნალობაც: თანდაყოლილი გლაუკომის დროს დროულად და სწორად ჩატარებული ოპერაცია საშუალებას იძლევა დიდი ხნის განმავლობაში იქნას შენარჩუნებული მხედველობა.
გადასვლა > თვალის დაავადებები


 ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
 როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
 დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება


გამოგვყევით სოც. ქსელებში:  1 ,