ლალი დათეშიძე
შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია) – ამეტროპიის სახე, რომლის დროსაც შორს მყოფი საგნებიდან მომავალი პარალელული სხივები ერთდებიან ბადურის უკან. სუსტი ხარისხის (3 დპტრ) შორსმხედველობა წარმოადგენს ნორმალურ რეფრაქციას. საშუალო ხარისხის (3,5 – 6 დპტრ) და მაღალი ხარისხის (6 დპტრ-ზე ზევით) შორსმხედველობა განიხილება როგორც თვალის კაკლის ზრდის შეფერხების შედეგი, რომლის მიზეზი ცნობილი არ არის. მხედველობის დაქვეითება ჩვეულებრივ აღინიშნება მხოლოდ საშუალო და, განსაკუთრებით მღალი ხარისხის შორსმხედველობის

დროს. მხედველობა უმჯობესდება თვალთან დადებითი ლინზების მოთავსებით. მოზრდილებში ჰიპერმეტროპიის ხარისხი ჩვეულებრივ არ იცვლება, მაგრამ მხედველობა, განსაკუთრებით ახლო მანძილებზე ასაკთან ერთად უარესდება, აკომოდაციის შესუსტებასთან დაკავშირებით.
მკურნალობა. სკოლამდელ ასაკში აუცილებელია მუდმივი კორექცია ლინზებით, ჰიპერმეტროპიის მცირე ხარისხის დროსაც კი. სკოლის მოსწავლეებსა და მოზრდილებში ჰიპერმეტროპიის მაღალი ხარისხის დროს ინიშნება სათვალეები ახლო მანძილებზე მუშაობისათვის, ხოლო მაღალი ხარისხის დროს – ინიშნება მუდმივი ტარება. სწორი ოპტიკური კორექციის დროს მხედველობა შენარჩუნებულია.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1218 times by 623 viewers



