სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

თვალის დაავადებები

ირიტი – ფერადი გარსის ან ფერადი გარსისა და ცილიარული სხეულის ანთება (ირიდოციკლიტი).

ეტიოლოგია: ტუბერკულოზი, ტოქსოპლაზმოზი, რევმატიზმი, გრიპი, სიფილისი, ლეპტოსპიროზი, ბრუცელოზი, გონოკოკური ინფექცია, ნივთიერებათა ცვლის დაავადებები, ფოკალური ინფექციები, თვალის ჭრილობები, ოპერაციები თვალის კაკალზე, ჩირქოვანი პროცესები რქოვან გარსზე.

პათოგენეზი: გამომწვევის ან მისი ტოქსინების ზემოქმედება უვეალური ტრაქტის წინა ნაწილზე; სენსიბილიზირებულ მდგომარეობაში მყოფი ფერადი გარსისა და ცილიარული სხეულის რეაქცია მიკრობულ ან ავტოიმუნური ანტიგენის მოქმედებაზე. დაავადება, როგორც წესი, მიმდინარეობს ირიდოციკლიტის სახით. ფერადი გარსის იზოლირებული დაზიანება გვხვდება ძალზე იშვიათად.

სიმპტომები. ტკივილი, რომელიც ძლიერდება თვალის პალპაციისას; თვალის კაკლის პერიკორნეალური ან შერეული ინიექცია. ფერადი გარსი შეშუპებულია, მომწვანო ფერისაა, მისი სურათი არამკაფიოა; გუგა შევიწროებულია, სინათლეზე რეაქცია შენელებულია. ფერადი გარსის

ირიტი

ზედაპირზე და რქოვანას უკანა ზედაპირზე აღინიშნება ექსუდატის ჩალაგება – პრეციპიტატები. წინა კამერის ნამი არაიშვიათად მღვრიეა, მის ფსკერზე წარმოიქმნება ჩირქოვანი უჯრედების გროვა (ჰიპოპიონ – ირიტი). ზოგჯერ ვლინდება სისხლჩაქცევები ფერადი გარსის ზედაპირზე და სისხლის დალექვა კამერის ფსკერზე ჰიფემის სახით. ფერადი გარსის გუგის ნაპირსა და ბროლის წინა კაფსულას შორის წარმოიქმნება შეხორცებები – სინექიები. ირიდოციკლიტის მიმდინარეობა შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. მწვავე ფორმების ხანგრძლივობა 3 – 6 კვირამდეა, ქრონიკულისა – რამდენიმე თვე, რეციდივებისაკენ მიდრეკილებით, განსაკუთრებით წლის ცივ პერიოდებში. თვალის გარდამტეხი გარემოს ცლილებების დროს მხედველობის სიმახვილე ქვეითდება.

დიფერენციალური დიაგნოზი. მწვავე ირიდოციკლიტი განსხვავდება მწვავე კონიუნქტივისაგან გამონადენის არარსებობით, თვალის კაკლის პერიკორნეალური ინექციის არსებობით, ფერადი გარსის, გუგის ცვლილებებით. მნიშვნელოვანია მწვავე ირიდოციკლიტის განსხვავება გლაუკომის მწვავე შეტევისაგან, რომლის დროსაც თვალშიგა წნევა მომატებულია, რქოვანა შემღვრეულია, შეშუპებულია, ადგილი აქვს შეგუბებით და არა ანთებით სისხლძარღვთა ინიექციას, გუგა გაფართოებულია, ტკივილი ლოკალიზდება არა თვითონ თვალში, არამედ თავის შესაბამის ნახევარში.

მკურნალობა მიმართულია ძირითადი დაავადებისაკენ, რამაც გამოიწვია ირიდოციკლიტი.

პროგნოზი. მწვავე ფორმები მთავრდება ჩვეულებრივ 3 – 6 კვირის განმავლობაში, ქრონიკული ფორმები გრძელდება რამდენიმე თვე; დამახასითებელია რეციდივები, განსაკუთრებით წლის ცივ პერიოდებში. მხედველობის სიმახვილის დაქვეითება დამოკიდებულია პროცესის სიმძიმეზე.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1382 times by 712 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka