სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

თვალის დაავადებები

ახლომხედველობა (მიოპია) - ამეტროპიის სახე, რომლის დროსაც გარკვეულ მანძილზე მყოფი საგნებიდან მომავალი პარალელური სხივები ერთდებიან ბადურის წინ.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. მიოპია ხშირად განპირობებულია თვალის წინაუკანა ღერძის დაგრძელებით, იშვიათად მისი ოპტიკური გარემოს დიდი გარდამტეხი ძალით. ახლომხედველობის განვითარებას ხელს უწყობს ახლო

მიოპია

მანძილებზე დაძაბული მუშაობა შესუსტებული აკომოდაციის და მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობის დროს. სკლერის სისუსტის დროს ხდება თვალის კაკლის პროგრესირებადი გაჭიმვა, რომელიც იწვევს ცვლილებებს სისხლძარღვოვან და ბადურის გარსებში. აკომოდაციის შესუსტება და სკლერის გაჭიმვა შესაძლებელია წარმოიქმნას ზოგადი ინფექციებისა და ინტოქსიკაციების გავლენით, ენდოკრინული გადახრებითა და ნივთიერებათა ცვლის მოშლის შედეგად.

სიმპტომები, მიმდინარეობა. მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, განსაკუთრებით შორ მანძილებზე. მხედველობა უმჯობესდება უარყოფითი ლინზებით. ახლო მანძილებზე მუშაობის დროს შესაძლებელია წარმოიქმნას ტკივილი თვალებში, შუბლისა და საფეთქლის მიდამოში. ახლომხედველობა განვითარებას იწყებს დაწყებით კლასებში. მისი ხარისხი შემდგომში თანდათანობით მატულობს 18 – 20 წლის ასაკამდე. რიგ შემთხვევებში თვალის კაკლის დაგრძელებამ შესაძლოა მიიღოს პათოლოგიური ხასიათი და გამოიწვიოს ყვითელი ლაქის მიდამოში განმეორებითი სისხლჩაქცევები და დეგენერაცია, ბადურა გარსის გაგლეჯა და მის აშრევება, მინისებრი სხეულის შემღვრევა. როდესაც დროულად არ ხდება ახლომხედველობის სათვალეებით კორექცია, შიგნითა სწორი კუნთების ჭარბი მუშაობისა და აკომოდაციისადმი იმპულსის არარასებობის შედეგად ბინოკულარული მხედველობა შესაძლებელია დაირღვეს და ვლინდება სიელმე.
დიაგნოზი ეყრდნობა რეფრაქციის განსაზღვრას.
მკურნალობა. ახლომხედველობის სუსტი და საშუალო ხარისხის დროს, როგორც წესი, ხორციელდება მთლიანი ან თითქმის მთლიანი ოპტიკური კორექცია დიდი მანძილებისათვის და შედარებით სუსტი (1 – 2 დპტრ) ლიზები ახლო მანძილებისათვის. ახლომხედველობის მაღალი ხარისხის დროს – მუდმივი კორექცია. თუკი სათვალე საკმარის კორექციას ვერ ახდენს, რეკომენდებულია კონტაქტური კორექცია; ცილიარული კუნთის ვარჯიშები აკომოდაციის გასაუმჯობესებლად. ახლომხედველობის პროგრესირების დროს ინიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა.
პროგნოზი. სტაციონარული გაურთულებელი მიოპიის დროს მხედველობა კარგად კორეგირდება სათვალეებით. ვიზუალური პროგნოზი უარესდება მიოპიის პროგრესირებისა და გართულებების წარმოქმნისას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 2279 times by 1240 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka