ლალი დათეშიძე
სიელმე – ერთ – ერთი თვალის მხედველობის ღერძის გადახრა ფიქსაციის წერტილიდან. განასხვავებენ პარალიზურ სიელმეს, რომელიც გამოწვეულია თვალის კუნთების მაინერვირებელი ნერვების დაზიანებით, და შუღლებული სიელმე, რომლის მიზეზია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, ზოგადი ინფექციები და ინტოქსიკაციები, ფსიქიკური

ტრავმები, ამეტროპია, მხედველობის მკვეთრი დაქვეითება ან სიბრმავე ერთ – ერთ თვალზე. აღნიშნული ფაქტორების ზემოქმედების გამო ზიანდება მხედველობის ანალიზატორის სხვადასხვა ნაწილები და სენსორულ – მამოძრავებელი კავშირები, რომელზედაცაა დამოკიდებული ბინოკულარული მხედველობა, რაც იწვევს მის დარღვევას ან ხელს უშლის მის ფორმირებას. შეუღლებული სიელმე ვითარდება ადრეული ასაკის ბავშვებში. თვალის მხედველობის ღერძი გადახრილია საგნიდან, რომელიც ფიქსირებულია მეორე თვალით. გაორება, როგორც წესი არ აღინიშნება. ბინოკულარული მხედველობა არ არსებობს. მხედველობის ველში წარმოიქმნება ფუნქციური სკოტომა. ორივე თვალი (როგორც დაზიანებული ასევე ფიქსირებადი) ასრულებენ დაახლოებით ერთნაირი მოცულობის მოძრაობებს. ეს მოძრაობები ყველა მიმართულებით შეზღუდული არ არის, ან შეზღუდულია მცირედ. მხედველობის სიმახვილე ელამ თვალში დაქვეითებულია. პარალიზური სიელმე გამოირჩევა შეუღლებული დიპლოპიისაგან თვალის მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვით ან სრული უმოძრაობით პარალიზებული კუნთის მხარეზე. მკურნალობა. სათვალეების დანიშვნა ამეტროპიის დროს. მხედველობის დაქვეითებისას ერთ თვალზე – ამბლიოპიის მკურნალობა. თუკი შეუღლებული სიელმის დროს სათვალის მუდმივი ტარება 6 – 12 თვის მანძილზე არ ხსნის თვალის გადახრას, ნაჩვენებია ოპერაცია. პარალიზური სიელმის მკურნალობა ქირურგიულია. პროგნოზი. მკურნალობა, როგორც წესი, იწვევს თვალების სიმეტრიულ მდებარეობას. ბინოკულარული მხედველობა აღდგება შედარებით იშვიათად. პროფილატიკისათვის საჭიროა ძალიან ახლო მანძილებზე მუშაობის შეზღუდვა. ბავშვებში ამეტროპიის დროს – სათვალეების დროული დანიშვნა და მუდმივი ტარება.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1263 times by 678 viewers



