ცისტიტი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ცისტიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე”

ცისტიტის დროს გამოსაყენებელი შემამსუბუქებელი საშუალებები
ცისტიტის დროს გამოსაყენებელი პრეპარატები
ცისტიტის დროს გამოსაყენებელი საკვები დანამატები

ცისტიტი – შარდის ბუშტის ანთება. აღინიშნება ნებისმიერ ასაკში, უფრო ხშირია ხანში შესულ ქალებში.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

წამყვანი როლი ეკუთვნის ინფექციას. შარდის ბუშტში პათოგენური ბაქტერიების შეღწევა განპირობებულია შარდსასქესო აპარატის აგებულების თავისებურებით: მოკლე და ფართო ურეთრა, საშოსა და სწორი ნაწლავის სიახლოვე.
ცისტიტის განვითარებას ხელს უწყობს:

  • შარდის გამოდენის დარღვევა შარდის ბუშტიდან
  • დეფლორაცია
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • სასქესო ორგანოების ანთება
  • გაცივება
  • შეკრულობა
  • საკვები ნივთიერებების გამოყენება, რომლებიც აღიზიანებენ შარდის ბუშტის ლორწოვან გარსს
  • შარდის ბუშტის დასხივება მცირე მენჯის სხივური თერაპიისას.

დავადების განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის რეაქტიულობასა და შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის მდგომარეობას.
სისხლმიმოქცევის ადგილობრივი დარღვევები, ბაქტერიების მაღალი ვირულენტობა და მათი ხანგრძლივი არსებობა შარდის ბუშტში ხელს უწყობენ ცისტიტის განვითარებას.

ცისტიტის განვითარების მიზეზები ქალებსა და მამაკაცებში

უმრავლეს შემთხვევაში ცისტიტის განვითარება ქალებში დაკავშირებულია სქესობრივ ცხოვრებასთან.
მამაკაცებში ცისტიტის განვითარება შესაძლებელია განპირობებული იყოს პროსტატიტით (მწვავე და ქრონიკული), ურეთრის სტრიქტურით, ადენომით, კენჭით ან წინამდებარე ჯირკვლის კიბოთი და სასქესო ორგანოების სხვა დაავადებებით.
ქრონიკული ცისტიტის მიზეზები როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში შესაძლებელია იყოს კენჭი, სიმსივნე, ლეიკოპლაკია და ტუბერკულოზი, მაგრამ ამგვარი ,,ქრონიკული ცისტიტი” წარმოადგენს მეორადს, მას საფუძვლად უდევს შარდის ბუშტის სხვა დაავადებები, რომელიც დროულად უნდა იქნას დადგენილი ექიმის მიერ.
პირველადი ქრონიკული ცისტიტები პრაქტიკულად არ არსებობს, მის ნიღბის ქვეშ იფარება ჩვეულებრივ სხვა უროლოგიური დაავადებები.

ცისტიტი ბავშვებში

ბავშვებში ცისტიტის ეტიოლოგიაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს შარდგამომყოფი არხის განვითარების ანომალიები, მისი შევიწროება, სარქველები და სხვ. შესაძლებელია აგრეთვე ინფექციის ჰემატოგენური შეღწევა შარდის ბუშტში.

სიმპტომები, მიმდინარეობა

შარდის ბუშტის ანთება შესაძლებელია წარმოიქმნას უეცრად, მაგრამ უფრო ხშირად ცისტიტის მოვლენები მატულობს თანდათანობით; იგი ვლინდება დისკომფორტით, წვითა და ქავილით ურეთრისა და შორისის მიდამოში შარდვის დროს.
სტანდარტული სიმპტომებია:

  • გახშირებული შარდვა, განსაკუთრებით ღამის საათებში
  • მოშარდვის განმეორებითი სურვილი მალევე, ტუალეტის დატოვების შემდეგ
  • ტკივილი და წვა მოშარდის დროს
  • შარდვა მცირე პორციებით
  • შარდი შემღვრეულია, შესაძლოა შეიცავდეს სისხლს ან ფიფქებს

აღინიშნება დისკომფორტი და ტკივილი ბოქვენზედა, ან შორისის არეში შესაძლებელია გაგრძელდეს მოშარდვის შემდეგაც. შარდვა გახშირებული, მტკივნეულია, შარდის რაოდენობა ყოველ შემდგომი მოშარდვისას მცირდება. მოშარდვის ბოლოს ზოგჯერ შარდი იფერება სისხლით.
მოშარდვის სურვილი შესაძლოა იყოს იმპერატიული, ზოგჯერ კი აღინიშნება შარდის შეუკავებლობა. უმრავლეს შემთხვევაში მწვავე ცისტიტის დროს სხეულის ტემპერატურა რჩება ნორმის ფარგლებში, იშვიათად აღინიშნება სუბფებრილიტეტი.
ტემპერატურის მომატება ცისტიტის დროს ადასტურებს, რომ ინფექცია გასცდა შარდის ბუშტის საზღვრებს და გავრცელდა უფრო ხშირად ზედა საშარდე გზებზე.
ცისტიტის დროს ბოქვენზედა მიდამოს პალპაციასა და პერკუსიას შესაძლებელია თან ახლდეს მტკივნეულობა. მუცლის წინა კედლის დაჭიმულობა ძირითადად აღინიშნება ბავშვებში.

შარდის შემადგენლობის ცვლილება

ცისტიტიშარდი მწვავე ცისტიტის დროს შეიცავს ბევრ ლეიკოციტსა და ერითროციტებს, რაც განაპირობებს მასში ცილის მცირე რაოდენობას. ბაქტერიურია ვლინდება ინფექციური ცისტიტის დროს.
ცისტიტის დროს მნიშვნელოვანია ბაქტერიურიის ხარისხის დადგენა. 1 მლ შარდში 100 000 მიკრობული სხეულის აღმოჩენა მოწმობს მწვავე პროცესის არსებობას.
სისხლში აღინიშნება მხოლოდ ზომიერი ლეიკოციტოზი და ედს – ის მომატება.
კვლევის მნიშვნელოვანი მეთოდია შარდის დათესვა და ფლორის გამოკვლევა ანტიბიოტიკებისადმი და ქიმიოთერაპიული პრეპარატებისადმი მგრძნობელობაზე.
აღნიშნული გამოკვლევები საშუალებას იძლევა ჩატარდეს რაციონალური ანტიბაქტერიული თერაპია, მაგრამ სჭირდება დაახლოებით 48 საათი. ცისტიტი სტერილური შარდის არსებობისას წარმოადგენს საშარდე სისტემის ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის ჩატარების საფუძველს.

ქრონიკული ცისტიტი

ქრონიკული ცისტიტი ვითარდება მწვავე ფორმის არასწორი მკურნალობის შედეგად. სიმპტომატიკა ქრონიკული ცისტიტის დროს მთლიანობაში ისეთივეა, როგორიც მწვავე ცისტიტის დროს, თუმცა გამოხატულია შედარებით სუსტად.
ქრონიკული ცისტიტი მიმდინარეობს 2 ვარიანტად:

  • მუდმივი პატოლოგიური გამოვლინებებით მიმდინარე დაავადება
  • დაავადების მორეციდივე ფორმა, როცა რემისია იცვლება პერიოდული გამწვავებებით

მკურნალობა

საჭიროა მოსვენებითი მდგომარეობა, სითბო, სასურველია წოლითი რეჟიმი. ინიშნება დიეტა მარინადების, კონსერვანტებისა და სანელებლების შემცველი პროდუქტების გარეშე;  ძირითადია ანტიბაქტერიული პრეპარატები.

პროფილაქტიკა

პირადი ჰიგიენის დაცვა, სასქესო ორგანოებისა და შორისის სისუფთავე, ყაბზობისა და გინეკოლოგიური დაავადებების დროული მკურნალობა.

პროგნოზი

დროულად ჩატარებული მკურნალობისას კეთილსაიმედოა. შარდის გამომყოფი სისტემის დაავადებები


ცისტიტილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ცისტიტი – შარდის ბუშტის ანთება
🔎 ცისტიტის განვითარებას ხელს უწყობს:

➡️ შარდის გამოდენის დარღვევა შარდის ბუშტიდან;
➡️ დეფლორაცია;
➡️ ორსულობა;
➡️ მშობიარობა;
➡️ სასქესო ორგანოების ანთება;
➡️ გაცივება;
➡️ შეკრულობა;
🧒 ბავშვებში ცისტიტის ეტიოლოგიაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს შარდგამომყოფი არხის განვითარების ანომალიები, მისი შევიწროება, სარქველები და სხვა
💊 ცისტიტის მკურნალობისთვის საჭიროა მოსვენებითი მდგომარეობა, სითბო, სასურველია წოლითი რეჟიმი
👉 შეიტყვეთ მეტი შარდის ბუშტის ანთებაზე სტატიიდან – https://bit.ly/3cgFOJk
#ცისტიტი #შარდისბუშტისანთება #რაარისცისტიტი #ცისტიტისნიშნები #ცისტებისსიმპტომები #ცისტიტიქალებში #ცისტიტიმამაკაცებში #ცისტიტიბავშვებში #ცისტიტისმიზეზები #ცისტიტისგანვითარება #ცისტიტისხელშემწყობიფაქტორები #ცისტიტისპროფილაქტიკა #ცისტიტისმკურნალობა #მუქიფერისშარდი #სისხლიშარდში #ტკივილიშარდვისას #წვაშარდვისას #ხშირიშარდვისსურვილი #შარდისძლიერისუნი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♦ ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
♦  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
♦ როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
♦ დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება


სოც.ქსელები: 1 ,