ლალი დათეშიძე
ფოლიუმ-დეფიციტური ანემია – წარმოადგენს მეგალობლასტურ ანემიას, რომელიც ძირითადი გამოვლინებებით მსგავსია В12 დეფიციტური ანემიისა; ვითარდება ფოლიუმის მჟავას დეფიციტის დროს. ფოლიუმის შეწოვის დარღვევა აღენიშნებათ ორსულებს, რომლებიც დაავადებულები არიან ჰემოლიზური ანემიით ან ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისას ორსულობამდე, დღენაკლ ბავშვებში, განსაკუთრებით მათი თხის რძით კვებისას, იმ პირებში რომელთაც ჩატარებული აქვთ წვრილი ნაწლავის რეზექცია, ტროპიკული სპრუსა და ცელიაკიის დროს, ალკოჰოლიზმით დაავადებულებში, ასევე კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივი მიღებისას. კლინიკური სურათი, სისხლის სურათი და ძვლის ტვინის სურათი ანალოგიურია В12 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ანემიისა, მაგრამ ჩვეულებრივ ადგილი არა აქვს გლოსიტსა და ფუნიკულარულ მიელოზს. ფოლიუმ-დეფიციტური ანემიის დიაგნოზი შესაძლებელია დადგინდეს ერითროციტებში და სისხლის შრატში ფოლიუმის მჟავას დაქვეითებით. პრაქტიკული მუშაობისას ეს საკმაოდ რთული განსახორციელებელია. მეგალობლასტური ხასიათის ანემიის აღმოჩენა ზემოთ აღწერილი მდგომარეობების დროს იძლევა იმის საფუძველს, რომ დანიშნულ იქნას ფოლიუმის მჟავა 5-15 მგ/დღეში. მკურნალობის დაწყებიდან 1,5-2 კვირის შემდეგ რეტიკულოციტური მომატება მოწმობს სწორად ჩატარებულ დიაგნოსტიკას. ფოლიუმის დანიშვნა საჭიროა ორსულებში, რომლებიც დაავადებულები არიან ჰემოლიზური ანემიით. გარდა აღწერილისა, გვხვდება აგრეთვე მეგალობლასტური ანემის რეცესიულად გადაცემული ფორმებიც, როდესაც ანემია სხვა ნიშნებთან ერთად გვხვდება ბავშვებშიც და არ ექვემდებარება В12 ვიტამინითა და ფოლიუმის მჟავათი მკურნალობას. ეს ავადმყოფები გამოკვლეულები უნდა იქნან სპეციალიზირებულ დაწესებულებებში.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1812 times by 868 viewers



