სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

შარდის გამომყოფი სისტემის დაავადებები

თირკმელების ტუბერკულოზი – ტუბერკულოზის მიკობაქტერიები თირკმელში ხვდებიან ჰემატოგენური გზით. ზოგჯერ თირკმელების ტუბერკულოზი შესაძლებელია გამოვლინება იყოს დისემინირებული ტუბერკულოზისა.

თირკმლის ტუბერკულოზიპათოგენეზი. თირკმელებში ტუბერკულოზური პროცესის განვითარებისათვის, გარდა მიკობაქტერიის შეღწევისა, აუცილებელია მათთვის გარკვეული პირობები, ორგანიზმისა და თირკმლის ქსოვილის განსაკუთრებული იმუნოლოგიური მდგომარეობა. საშარდე გზებში პათოლოგიური პროცესის გავრცელება ხდება ლიფოგენური გზებით. პათოლოგურ-ანატომიური სურათისათვის დამახასიათებელია მრავალფეროვნება: სპეციფიკური ექსუდაციიდან და პროლიფერაციიდან, სპეციფიკური ხორკლის წარმოქმნიდან კავერნების წარმოქმნამდე და თირკმლის დვრილებისა და საშარდე გზების დაწყლულებამდე. ტუბერკულოზური კერის ირგვლივ ვითარდება ინტერსტიციული ქსოვილის არასპეციფიკური ანთება.

სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადების დასაწყისში ადგილი არა აქვს რაიმე დამახასიათებელ ნიშნებს. ჩივილები სისუსტეზე, დაღლილობაზე, სუბფებრილურ ტემპერატურაზე, რასაც თან ერთვის ყრუ და გაურკვეველი ტკივილები წელის არეში, საჭიროს ხდის ყურადღებით იქნას გამოკვლეული შარდი. ქრონიკული პიურია წარმოადგენს თირკმელების ტუბერკულოზის განსაკუთრებით ხშირ სიმპტომს, ასევე მიკროჰემატურია შესაძლებელია იყოს დაავადების ადრეული სიმპტომი. შარდი თითქმის ყოველთვის მჟავე რეაქციისაა, შეიცავს დიდი რაოდენობით ლეიკოციტებს, ხოლო პროტეინურია ნაკლებადაა გამოხატული. შარდის დათესვისას ჩვეულებრივ ნიადაგზე იგი რჩება სტერილური, ვინაიდან მიკობაქტერიები გამოდევნიან სხვა ფლორას, ხოლო თვითონ ჩვეულებრივ ნიადაგებზე არ იზრდება. პიურიის გამო ავადმყოფი იშვიათად მიმართავს ექიმს, უფრო ხშირად მას აშფოთებს სისხლის მინარევი შადში, ან თირკმლის კოლიკა. თირკმლის ტუბერკულოზიპათოლოგიური პროცესის გავრცელებას თან ახლავს ტკივილის გაძლიერება წელის არეში და მტანჯველი დიზურია. ზოგჯერ დაავადების გვიანი დიაგნოსტირების დროს პროცესში ერთვება ურეთრა, წინამდებარე ჯირკვალი და საკვერცხეები დანამატებთან ერთად. თირკმელების ტუბერკულოზის დიაგნოსტირება ხდება უროლოგიური გამოკვლევების საფუძველზე, ამასთან ადრეული გამოცნობა შესაძლებელია თუკი გავითვალისწინებთ, რომ ქრონიკული პიელონეფრიტის ნიღბის ქვეშ ხშირად მიმდინარეობს თირკმელების ტუბერკულოზი, რომ ასეპტიკური პიურია შესაძლებელია ტუბერკულოზის მიკობაქტერიის არსებობისას შარდში, რომ ქრონიკული ცისტიტის ერთ – ერთი მიზეზია ტუბერკულოზი. არა მარტო პიურია, არამედ მიკროჰემატურიაც თუკი მათი მიზეზი დაზუსტებით დადგენილი არ არის, საბაბია შარდის განმეორებითი გამოკვლევისათვის ტუბერკულოზის მიკობაქტერიაზე. შარდში ტუბერკულოზის მიკობაქტერიების აღმოჩენა ადასტურებს დიაგნოზს; უტყუარი ნიშანია ასევე ტუბერკულოზური ხორკლის აღმოჩენა შარდის ბუშტის ლორწოვანზე და კავერნის ნიშნები პიელოგრამაზე. თირკმელების ტუბერკულოზზე ეჭვის დროს ნაჩვენებია უროლოგიური გამოკვლევა.

მკურნალობა. კონსერვატული თერაპია ითვალისწინებს სპეციფიკური ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას; ასევე ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ორგანიზმის რეაქტიულობის გასაზრდელად. მკურნალობა ტარდება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო დისპანსერში ან სპეციალურ საავადმყოფოებსა და სანატორიუმებში. პოლიკავერნოზული პროცესი მოითხოვს ქირურგიულ ჩარევას.

პროგნოზი ადრეული დიაგნოსტიკისა და დროული მკურნალობისას კეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 2355 times by 1067 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka