ლავიწის მოტეხილობა (ახალშობილებში)

ლავიწის მოტეხილობა (ახალშობილებში) fracture of clavicle

ლავიწის მოტეხილობა (ახალშობილებში) მიზეზებია:  გართულებული მშობიარობა ნაყოფის დიდი ზომის  გამო, ვიწრო მენჯი, ასევე ნაყოფის დუნდულოებით წინმდებარეობა და ხელების უკან გადაგდება. მოტეხილობა

შესაძლებელია იყოს სრული, გადანაცვლებით და ძვლისაზრდელსქვედა. გადანაცვლების დროს ვლინდება რბილი ქსოვილების შეშუპება, ლავიწის დეფორმაცია. ლავიწის მიდამო პალპაციით მტკივნეულია, ვლინდება ნატეხების კრეპიტაცია, ხელის მოძრაობის შეზღუდვა დაზიანებულ მხარეზე. მოტეხილობა ხშირად შერწყმულია ერბის ტიპის პარეზთან. მკურნალობა ითვალისწინებს ზედა კიდურის იმობილიზაციას. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.