ჰემატოსარკომები და ლიმფომები

ჰემატოსარკომები და ლიმფომები hematosarcoma and lymphoma

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ჰემატოსარკომები და ლიმფომები (ლიმფოციტომები) – სისხლმბადი უჯრედებიდან განვითარებული სიმსივნეები, რომლებიც საწყის ეტაპზე არ აზიანებენ ძვლის ტვინს; შესაძლებელია განვიტარდეს ბლასტური უჯრედებიდან (ჰემატოსარკომები) და მომწიფებული ლიმფოციტებიდან (ლიმფომები ანუ ლიმფოციტომები). ზოგჯერ აღნიშნული სიმსივნეები გაერთიანებულნი არიან საერთო ცნებით ,,ჰემატოსარკომები”. ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება ლიმფოციტური სიმსივნეები – ლიმფოსარკომები და ლიმფოციტომები. მიელობლასტომიდან, მონობლასტებიდან წარმომდგარი სიმსივნეები გვხვდება საკმაოდ იშვიათად. გვხვდება ასევე არადიფერენცირებული ჰემატოსარკომები. ნებისმიერმა ჰემატოსარკომამ და ლიმფოციტომამ შესაძლოა ტრანსფორმირება განიცადოს შესაბამის ლეიკოზად: ჰემატოსარკომებმა – მწვავე, ლიმფოციტომებმა – ქრონიკულ ლიმფოლეიკოზად.

დიაგნოზი დადგენაში გვეხმარება სიმსივნის ჰისტოლოგიური და ციტოლოგიური გამოკვლევა. ამ სიმსივნეების ლოკალიზაცია შესაძლოა იყოს მრავალგვარი: ლიმფური კვანძები, კუჭი, ელენთა, კანი, ფილტვები და ა. შ. რამდენადაც ზოგჯერ სიმსივნის დიაგნოზის დადგენა ხდება მხოლოდ ამოკვეთილი ახალწარმონაქმნის ჰისტოლოგიური გამოკვლევით, რომელიც კლინიკურად განისაზღვრება როგორც კიბო, საჭიროა შემდეგი წესის დაცვა: საჭიროა ნებისმიერი ამოკვეთილი სიმსივნის ციტოლოგიური გამოკვლევა, რომელიც ტარდება ამოკვეთისთანავე.

ლიმფოციტომის კლინიკური სურათი ძალზე მოგვაგონებს ქრონიკულ მიელოლეიკოზს, რომლისგანაც ლიმფოციტომა გამოირჩევა გამოხატული ლიმფური პროლიფერაციით ორგანოებში,  არცთუ მაღალი  ლეიკოციტოზის დროს, კეროვანი პროლიფეარციით ძვლის ტვინში, ლიმფურ კვანძებსა და ელენთაში (მნიშვნელოვანი ნიშანია, რამდენადაც ქრონიკული მიელოლეიკოზის დროს ამ ორგანოებში პროლიფერაციას აქვს დიფუზური ხასიათი). ლიმფოციტომების დროს ავადმყოფთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2 – 3 – ჯერ მეტია, ვიდრე ქრონიკული ლიმფოლეიკოზის დროს. ლიმფოციტომის დროს ელენთა მნიშვნელოვნად გადიდებულია (ნაჩვენებია სპლენექტომია). ფილტვების, კუჭის ლიმფოციტომას მკურნალობენ ქირურგიული წესით. კოსერვატული თერაპია ისეთივეა, როგორც ქრონიკული ლიმფოლეიკოზის დროს. კუჭის ლიმფოსარკომის დროს სიმსივნის ამოკვეთა ასევე უზრუნველყოფს ხუთწლიან ურეციდივო მიმდინარეობას ავადმყოფთა დაახლოებით ნახევარში. ვინაიდან ძვლის ტვინოვანი ჰემობლასტოზები ძალზე ხშირად ტრანსფორმირდებიან ლეიკოზებად, საჭიროა ავადმყოფები იმყოფებოდნენ ჰემატოლოგთა მეთვალყურეობის ქვეშ. ბავშვებში ლიმფოსარკომა, მიელობლასტური, მონობლასტური სარკომა როგორც წესი, გადადის შესაბამის მწვავე ლეიკოზში. ასეთ ავადმყოფებს მკურნალობენ მწვავე ლეიკოზისშესაბამისი სქემით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სისხლის სისტემის დაავადებები


Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..